საკითხავიუცნაური

6 წლის ობოლი ბიჭი

6 წლის ჩინელი ბიჭის, ლონგის მშობლები შიდსით დაიღუპნენ და თვით ბავშვიც შიდსით დავადებული აღმოჩნდა. სწორედ გახდა მიზეზი იმისა, რომ ხალხი მასთან ურთიერთობას ერიდება და ის საზოგადოებისაგან გარიყული აღმოჩნდა. ლონგი მარტო ცხოვრობს თავის ქოხში და თავი გააქვს როგორც შეუძლია, აქვს ბოსტანი, ყავს ქათმები, მეგობარი ძაღლი. აქვს პენსია 70 იუანი.

ლონგი ცხოვრობს, პროვინცია გუანსის პატარა სოფელში. ადგილობრივმა სკოლამ უარი თქვა მის მიღებაზე, იმ არგუმენთით რომ თავის თავზე ვერ აიღებდნენ გარანტიას ბავშვის უსაფრთხოებაზე (ზოგიერთი მოსწავლის მშობელმა დაიმუქრა, რომ მოკლავდნენ ბავშვს, თუ დაინახავდნენ კლასში თავის შვილთან ერთად)

ადგილობრივმა ექიმმაც უარი თქვა მის მკურნალობაზე იმის შიშით, რომ თვითონაც არ დაავადებულიყო შიდსით. ბიჭის თავისთან წაყვანაზე ური თქვა 84 წლის ბებიამაც. თუმცა ხანდახან მოიკითხავს ხოლმე მას და ეხმარება ბოსტანში მუშაობაში.

ლონგი იძულებულია იცხოვროს მშობლების დანატოვარ ცემენტის სახლში, რომელსაც ფანჯრები არ აქვს. სახლს ათბობს ღუმელით, არ გააჩნია არანაირი კომუნიკაციის საშუალება.

ბიჭი თითონ აკეთებს ყველაფერს – უვლის ბოსტანს, ამზადებს საჭმელს, რეცხავს სარეცხს, ჭურჭელს, მოკლედ აკეთებს ყველაფერს იგივეს რასაც მისი უფროსი თანასოფლელები.

ლონგს ისევე როგორც ყველა მის ტოლ ბიჭუნას უყვარს ბურთის თამაში და ხშირად თამაშობს ხისგან გაკეთებული ბურთით, მაგრამ ყველაზე უფრო ძაღლთან თამაში ურჩევნია, რომელსაც სახელად “ბებერ შავს” ეძახის. ძაღლი არის ერთადერთი მისი ოჯახის წევრი, რომელსაც მასთან ერთად სძინავს ხოლმე ლოგინში.

ლონგმა თითონვე ისწავლა წერა-კითხვა და დათვლა. ერთ კაცს კვირაში ერთხელ მოაქვს ხოლმე გაზეთი მისთვის და ეს არის ერთადერთი “ფანჯარა” გარე სამყაროსთან მისთვის.

 

თეგები

მსგავსი ამბები

Close
Close