მისტიკასაკითხავიუცნაური

რატომ არ გვეკონტაქტებიან გარდაცვლილები?

გამარჯობა ჩემი საყვარელო უცნაურელებო. გადავხედე და ოქტომბრის შემდეგ პოსტი არ დამიდია. მე მაპატიეთ, საშინლად დაკავებული ვარ :) დღეს საინტერესო პოსტს შემოგთავაზებთ.ალბათ,სათაურიდან უკვე მიხვდით

მართლაც, რატომ არ გვეკონტაქტებიან, თუ შეუძლიათ?

რელიგიური თვალსაზრისით, ვიცით რომ გარდაცვალების შემდეგ, სული სხეულის გარდაცვალების შემდეგ აგრძელებს არსებობას.რა იქნება, რომ ყველა ეს ადამიანი ცდება, მაშინ უბრალოდ არ არის არსება, რომელსაც დაველაპარაკებით.ეს შესაძლებელია, თუ ვიმსჯელებთ მეცნიერული თვალსაზრისით, სული არის ჩვენი გონების ფუნქცია, რომელიც სხეულთან ერთად კვდება.

თუ რელიგიური ადამიანები არ ცდებიან, და სიცოცხლე მართლაც არსებობს, რატომ არაა გადატვირთული სატელეფონო ქსელები აურაცხელი ზარებით? რა იყო, ნუთუ არაფერი აქვთ სათქმელი?

მით უმეტეს, ზარი ალბათ უფასო იქნება… იქნებ ისინი უფრო სხვანაირად, ტელეპათიურად გვიკავშირდებიან?მსგავსი რამეები ხდება, თუნდაც სიზმრებში და ა.შ. მაშ რა შეიძლება იყოს ამგვარი “სიჩუმის” მიზეზი? მოდით, შევეცადოთ გავიგოთ.

შემდგომ განხილვაში მე იმას დავეყრდნობი, რომ სული მართლაც არსებობს და სხეულთან ერთად ნამდვილად არ კვდება.

ერთ-ერთი მიზეზი ალბათ ისაა, რომ “ცათა სასუფეველი” საკმაოდ შორსაა და “ხმის მიწვდომა” ძნელია.

არის ერთი საინტერესო წიგნი, რომელიც ამერიკელმა ჟურნალისტმა, ფილიპ კრაფმა გამოაქვეყნა, ამ წიგნს ჰქვია ” კონტაქტი უკვე დაიწყო” (Philip M. Krapf, The Contact Has Begun) რომელიც 1998 წელს გამოვიდა. ამ წიგნში ავტორი, რომელიც სკეპტიკურად არის განწყობილი ყოველგვარი ამო-ს მიმართ, აღღწერს როგორ მოიტაცეს ის ზუსტად ამ უცხოპლანეტელებმა, დიდი ხომალდით, რომელიც მთვარის უკან არის.იქ მან გაატარა 3 დღე, სადაც “განათლება მიიღო” უცხოპლანეტელების ისტორიის და წარმოშობის შესახებ და დაევალა წიგნი დაეწერა ამაზე, რაც გააკეთა კიდევაც დაბრუნების შემდეგ.

უცხოპლანეტელები, რომლებიც საკუთარ თავს ვერდანტსებს უწოდებდნენ, თურმე 100 მანძილზე სწავლობენ ჩვენს პლანეტას და დროა უკვე შევუერთდეთ გალაქტიკათაშორის ფედერაციას, რომელსაც ისინი წარმოადგენდნენ.

ვერდანტსებს მსგავსი “საგანმანათლებლო კურსები” მრავალ ადამიანთან ჩაუტარებიათ, რომლებიც არიან წამყვანი პოლიტიკოსები, მოღვაწეები. ისინი მახლობელი გალაქტიკიდან არიან და კოსმოსის ათვისება 229 მილიონი წლის წინ დაიწყეს.მათ კოლინიად აქციეს 246 ათასი დაუსახლებელი პლანეტა.

იქამდე, სანამ გაგარკვევთ, რა შუაში არიან ესენი სტატიის სათაურთან, რამოდენიმე სიტყვა იმაზე,რამდენად რეალურია ეს ისტორია მკვლევარებისთვის,რომლებიც ასეთ პრობლემებს წყვიტავენ.

ცნობილი ამერიკელი მკვლევარი, მაიკლ სალლი ამბობს, რომ ეს ისტორია შეიძლება მართლაც გარდახდა ავტორს, ნამდვილდ არაა გამორიცხული.ამავე დროს, ეს ინფორმაცია მხოლოდ ნაწილობრის შეიძლება იყოს სიმართლე. როგორც ცნობილია უცხოპლანეტელებს “კაიფი” უყვართ. ნუ ეს გასაგებია, როდესაც მშობლები ძილის წინ გვიყვებიან ზღაპრებს, რომ მალე დავიძინოთ, მაგრამ რატომ აკეთებენ ამას უცხოპლანეტელები?ასევე საეჭვოა, რომ მათ კეთილი განზრახვები აქვთ ჩვენი პლანეტის მიმართ.

ხოდა, დავუბრუნდები ახლა მთავარ თემას. ვერდანტსებმა, გაკვრით ახსენეს, რომ მოგზაურობის დროს “ცათა სასუფეველი” ნახეს და შეხვდნენ კიდევაც ჩვენს შემქმნელს.ასევე ახსენეს, რომ მათმა მეცნიერებმა უკვე დიდი ხნის წინ დაადგინეს სული უკვდავობა.ეს შეიძლება მალამოსავით დაედოს გულზე მორწმუნეებს, მაგრამა რ დაგვავიწყდეს, რომ უცხოპლანეტელები ხშირად იტყუებიან.

თუ ამით ვიმსჯელებთ, ესე იგი სასუფეველი სხვა გალაქტიკაში, ანუ ძალიან შორს მდებარეობს, რაც ასევე უკვდავი სულებისთვისაცაა შორი.მაგრამ, არა მარტო სიშორე შეიძლება იყოს მიზეზი. როდესაც სული სხვა სულებს უერთდება, ადამიანის გონება უფრო მაღალ საფეხურზე ადის.ეს დონე, შეიძლება იმდენად შორს იყოს ჩვენი, დედამიწური დონისგან, რომ საუბარი უბრალოდ უაზროა, ან შეუძლებელი კიდეც.

ყველანაირ შემთხვევაში,ასეა ეს ყველაფერი, თუ სხვანაირად- ყოველი ჩვენგანი როდესმე გაიგებს ამას :)

ყველას დიდი მადლობა. :) მიყვარხართ :)

BY ნაწკა

loading...
თეგები

მსგავსი ამბები

Close
Close