არქივი

რა უთხრა მერილინ მონრომ თავის ფსიქიატრს სიკვდილის წინ

97b23c61fbe7

“All I want is to be loved, for myself and for my talent” ~ Marilyn Monroe
48 წლის წინ ,1962 წლის აგვისტოში საკუთარ ბინაში გარდაიცვალა ჰოლივუდის ლეგენდა მერილინ მონრო. მას შემდეგ ათწლეულების მანძილზე არ შეწყვეტილა დისკუსია თემაზე – მოკლეს კინოვარსკვლავი ,თუ თავი მოიკლა. მხოლოდ ბოლო წლებში იმატა ახალ-ახალმა ფაქტებმა იმის დასტურად, რომ იგი მოკლეს.
და აი, მსახიობის ტრაგიკული და საიდუმლოებით მოცული სიკვდილიდან ზუსტად 48 წლის შემდეგ ამერიკაში გამოჩნდა ისეთი ახალი მამხილებელი მასალები, რომელსაც აშშ-ის იურისპრუდენციაში ფრიად ორიგინალური სახელწოდებით მოიხსენიებენ – “ბოლავარდნილი” პისტოლეტი, ანუ უტყუარი ფაქტები! ეს “ბოლავარდნილი პისტოლეტი” კი სხვა არაფერია, თუ არა მაგნიტოფირი, რომელზეც მერილინ მონროს უკანასკნელი მონოლოგებია ჩაწერილი
1969bbefd5ce

საკუთარი ექიმ-ფსიქიატრის, დოქტორ რალფ გრინსონის მითითებით მსახიობი მაგნიტოფირზე აფიიქსირებდა საკუთარ “მოზღვავებულ” აზრებს, რომელსაც შემდეგ გრინსონი აანალიზებდა და ფსიქოლოგიურ რჩევებს აძლევდა! გრინსონი მონროს უახლოესი ნდობით აღჭურვილი პირი იყო, რომელმაც მსახიობი სიცოცხლის ბოლო თვეებში ორჯერ საგანგებოდ მოინახულა და ორჯერვე მთელი დღის განმავლობაში უსმენდა და იწერდა მის მონოლოგებს. შემდეგ კი ეს ჩანაწერები ფსიქიატრმა გადასცა ლოს-ანჯელესის საოლქო პროკურორის მოადგილე ჯონ მაიერს, რომელსაც მიჰყავდა მონროს სიკვდილის გამოძიების საქმე. ეს ჩანაწერები დღემდე არსად არ გამოჩენილა,მაგრამ 2002 წელს ეს სენსაციური მაგნიტოფირი მაიერმა გადასცა მწერალსა და კერძო დეტექტივს მეთიუზ სმიტს, რომელმაც შემდეგ წელს გამოსცა წიგნი სათაურით, “მსხვეპლი – მერილინ მონროს საიდუმლო ჩანაწერები”. ჩანაწერების ანალიზის საფუძველზე სმიტი ასკვნის, რომ “სწორედ მკვლელობაა მერილინ მონროს სიკვდილის უტყუარი ფაქტი”. და მაინც, რა არის ჩაწერილი ამ მაგნიტოფირზე ?!
სასამართლო ექსპერტიზის დასკვნით, მონროს სიკვდილის მიზეზი გახდა ე.წ. დასაძინებელ საშუალებათა დიდი დოზის მიღება, რომელიც მსახიობმა შამპანიურთან ერთად დალია და საერთოდ, ბევრი ამტკიცებდა, რომ სიცოცხლის ბოლოს მსახიობი ნარკოტიკებზე “შეჯდა”.
მაგრამ, აი, რა ისმის ამ სენსაციური მაგნიტოფირიდან: “თქვენი წყალობით თავს ისე კარგად ვგრძნობ, როგორც არასდროს – ეუბნება მსახიობი ექიმს – ამჟამად მე უკვე სრულფასოვანი ქალი ვარ, ვაკონტროლებ საკუთარ თავს და საკუთარ ცხოვრებას. ყველა წამალი ტუალეტში ჩავყარე…” შემდეგ მონრო თავის შემოქმედებით გეგმებზე ლაპარაკობს და ამბობს, რომ პროდიუსერის რანგში სურს შექსპირის პიესების ეკრანიზაცია და ქალ-პერსონაჟთა როლების განსახიერება. “დარწმუნებული ვარ, რომ დავიმსახურებ “ოსკარს” და სამუდამოდ თქვენი მადლობელი დავრჩები, ჩემო კარგო მეგობარო”!
წიგნის ავტორის თქმით, მონროს თუნდაც ეს ერთი პატარა ჩანაწერი მოწმობს, რომ ეს სულაც არ არის განწყობა იმ ადამიანისა, რომელიც თვითმკვლელობას აპირებს!
გაშიფრული ჩანაწერები ნათლად ადასტურებს მსახიობის რთულ ურთიერთობას ჯონ და რობერტ კენედებთან, რაც კიდევ ერთხელ აძლევს უტყუარ საბუთს მკვლევარებს, რომ მონრო მხოლოდ იმიტომ მოკლეს, რომ მას საჯაროდ არ გაუხმაურებია თავისი სექსუალური ურთიერთობების ფაქტი პრეზიდენტ ჯონ კენედისთან და იუსტიციის მინისტრ რობერტ კენედისთან..
d0f05278342c

მაგრამ, ჩანაწერებიდან ისიც ჩანს, რომ მერილინ მონრო აღმერთებდა ჯონ კენედის.
აი, რას ამბობს ის: “მერილინ მონრო – ჯარისკაცია, რომლის უმაღლესი მთავარსარდალიც პლანეტის უდიდესი და უძლიერესი ადამიანია. ჯარისკაცის უპირველესი ვალი კი – მთავარსარდლის მორჩილებაა. თუ მთავარსარდალი ბრძანებს – გააკეთე ეს – მე დავემორჩილები! ეს ადამიანი ძირეულად შეცვლის და განსაზღვრავს ჩვენი ქვეყნის ბედს. როცა დაასრულებს საპრეზიდენტო ვადას, ის გაუტოლდება ვაშინგტონს, ჯეფერსონს, ლიკნოლნსა და რუზველტს, როგორც ჩვენი ქვეყნის ერთ-ერთი უდიდესი პრეზიდენტი… მაგრამ, ექიმო, რა ვქნა, რა მოვუხერხო ბობის?! (ლაპარაკია რობერტ კენედიზე). ჩემს ცხოვრებაში მისთვის არ არის ადგილი, მაგრამ გამბედაობა არ მყოფნის, ამის შესახებ ვუთხრა მას და გული ვატკინო”.
და ბოლოს, მაგნიტოფირი გვაუწყებს, რომ მერილინ მონროს ლესბოსური კავშირი ჰქონდა ჰოლივუდის მეორე ვარსკვლავთან – ჯოან კროუფორდთან.
c5e616ef3517

მონრო ამბობს: “კოქტეილის საღამოზე მასთან წავედი სახლში და ჩავწექი ლოგინში… როცა კვლავ შევხვდით ერთმანეთს, მან “მეორე რაუნდის” გამართვა მოინდომა, მაგრამ პირდაპირ ვუთხარი, რომ არანაირი სიამოვნება არ მიმიღია “პირველი რაუნდისას”. ის გაბოროტდა და ამის შემდეგ მტრად გადამეკიდა…”
საერთოდ ცნობილია, რომ კროუფორდს ანალოგიური კავშირი ჰქონდა ლეგენდარულ გრეტა გარბოსთან, თუმცა ამ ფაქტს არანაირი შეხების წერტილი არ აქვს მერილინ მონროს სიკვდილის გამოძიების საქმესთან

წყარო: www.icode.ge

მსგავსი ამბები

იხილეთ ასევე
Close
Back to top button