არქივი

ოლიმპიური თამაშები

2ae98879bba4

ოლიმპიური თამაშები (ბერძნ. Ολυμπιακοί Αγώνες), იყო უძველესი და ყველაზე პოპულარული დღესასწაული და შეჯიბრება ძველ საბერძნეთში. პირველი ოლიმპიური თამაშები მოეწყო ძვ. წ. 776 წელს ქალაქ ოლიმპიაში. თამაშებს შორის ინტერვალი შეადგენდა 1417 დღეს. ოლიმპიური თამაშები ასევე ითვლება თანამედროვეობის უმნიშვნელოვანეს საერთაშორისო კომპლექსურ სპორტულ შეჯიბრებად, რომელიც ხელს უწყობს მსოფლიოს ახალაზრდობის მეგობრობისა და ურთიერთთანამშრომლობის განმტკიცებას, მშვიდობასა და პროგრესს.

ოლიმპიური თამაშები ტარდება 4 წელიწადში ერთხელ და ყოველ თამაშებს ენიჭება ნუმერაცია, იმ შემთხვევაშიც კი თუ თამაშები არ ჩატარდა რაიმე მიზეზის გამო (მაგ: ომი, 1916 წ. მე-6 თამაშები; 1940 წ. მე-12 თამაშები; 1944 წ. მე-13 თამაშები).

1924 წლიდან სისტემატიურად ტარდება ზამთრის ოლიმპიური თამაშებიც. მსოფლიოს ხუთივე კონტინენტის სპორტსმენებმა თამაშებში პირველად მონაწილეობა 1908 წელს მიიღეს.

ოლიმპიური ალამი პირველად აღიმართა 1914 წელს. ოლიმპიური ალამი თეთრი ფერის დროშაა და მასზე გამოსახულია ხუთი ერთმანეთზე გადაჯაჭვული რგოლი (ცისფერი, ყვითელი, შავი, მწვანე და წითელი). ამ ემბლემის დევიზია „Citius, Altius, Fortius“ (უფრო სწრაფად, უფრო მაღლა, უფრო ძლიერ).

ოლიმპიური თამაშების გახსნის დროს, ქვეყნები ანბანის მიხედვით გამოდიან. აქედან გამონაკლისია საბერძნეთი, ქვეყანა რომელმაც გამოიგონა ოლიმპიური თამაშები გამოდის პირველი.

ყოველ ოლიმპიურ თამაშზე აღიმართება საბერძნეთის დროშა, ოლიმპიური თამაშების და წარმომადგენელი ქვეყნის დროშებთან ერთად. ასევე ყოველ ოლიმპიურ თამაშებზე ჟღერს საბერძნეთის ეროვნული ჰიმნი.

დღესდღეისობით ყველაზე მაშტაბურ, მრავალფეროვან, ლამაზ და საყურებელ ოლიმპიურ თამაშების გახსნა დახურვად მიიჩნევენ 2004 წლის ოლიმპიურ თამაშებს (2004 წელს ოლიმპიური თამაშები ჩატარდა საბერძნეთის დედაქალაქ ათენში).

94cb290ab988

2004 წლის ზაფხულის ოლიმპიური თამაშები. საბერძნეთი, ათენი. გახსნის ცერემონია

2004 წლის ზაფხულის ოლიმპიური თამაშები. საბერძნეთი, ათენი. დახურვის ცერემონია

მსგავსი ამბები

Back to top button