არქივი

საბერძნეთი: მეორე მხარე…

a8021cd799c6

მრავალი პოსტი დაიდო საბერძნეთის სილამაზეზე და მის სიდიადეზე.მრავალი კომენტარი იქნა დატოვილი თუმცა უმეტესობა თვლის რომ საბერძნეთი მსოფლიოს ცენტრია და მასზე ლამაზი და ირონიულად რომ ვთქვათ “სასურველი” ქვეყანა არ არსებობს.იყო დატოვილი კომენტარები რომლის შინაარსიც შეიცავდა კრიტიკას საქართველოს მიმართ და ავლა-დიდებას ასხამდნენ ზემოთ ხსენებულ სახელმწიფოს. 

www.ucnauri.com -ს საბედნიეროდ ყავს ბევრი მომხმარებელი.მათ შორის ვარ მეც.პოსტი არასდროს გამიკეთებია და ამ პოსტის შექმნაც მხოლოდ იმან მაიძულა რომ თითქმის ყველა პოსტში სადაც კი მოიხსენიება საბერძნეთი ყოველთვის მოყვება კრიტიკა საქართველოს მიმართ.რაში მდგომარეობს ეს კრიტიკა: პირველ რიგში იმაში რომ მხოლოდ საქართველოში ხედავენ გაჭირვებას,სიგარიბეს,ნარკომანიას,სიბინძურეს და ა.შ. დატოვებული კომენტარებიდან ისეთი სიტყვებიც ჟღერს როგორებიცაა: მცხვენია რომ ქართველი ვარ, ნეტავ საქართველოში არ დავბადებულიყავი, საბერძნეთი ასეთი დიდი ქვეყანაა და ყვავის საქართველო პატარაა და ვერ მოგვივლია,სირცხვილი ჩვენ…… ასეთი გამონათვქმები ბევრია და ყველა მათგანის ჩამოთვლა შორს წაგვიყვანს.ბრძნული გამონათქვამია: ყველგან კარგია სადაც ჩვენ არ ვართ…. მართალია თუნდაც იმიტომ რომ მხოლოდ ჩვენ ცუდს ვხედავთ,მაგრამ მედალს ორი მხარე აქვს და ახლა მინდა სწორედ ეს მეორე მხარე დაგანახოთ.მართალია არც თუ ისე ბევრი მაგრამ დამერწმუნებით საკმარისი ფოტოა იმისთვის რომ სანამ სხვის კარგში ჩვენ ცუდს დავინახავთ ცოტაოდენი დავფიქრდეთ და სულ ცოტა ინფორმაცია მოვიძიოთ ამა თუ იმ საკითხზე….

ზემოთ აგნიშნული პოსტების კომენტარებში გაიჟღერა ფრაზამ: ნარკომანიის,სიბინძურის და გარიბი ფენის შესახებ,რომ საბერძნეთი თითქოს და ამ ყველაფერს გადაურჩა და მხოლოდ ჩვენი ბედკრული საქართველო დაშავდა…
ქვეყნის სილამაზე და სიდიადე მხოლოდ ტერიტორიების სილამაზით და თანამედროვე მიღწევებით არ განისაზღვრება.საქართველოს ღვთის წყალობით მრავალი ულამაზესი და უმშვენიერესი კუთხე კუნჭული გააჩნია მაგრამ მხოლოდ ამ განხრით ვერ ვუწოდებთ მას საუკეთესოს,თუმცა ქართველი ხლხისთვის პირველი ყოველთვის საქართველო დარჩება და მხოლოდ ამის შემდეგ სხვა დანარჩენი…..

ახლა მინდა მხოლოდ გადახედოთ ამ სურათებს და ყველა ის ვინც საბერძნეთს იცავს და საქათველოს შვილობა რცხვენია კარგად დაფიქრდეს და თუ მაინც ვერაფერს გაიგებს,ისევ სამშობლოს სხვა ქვეყანას ამჯობინებს თუნდაც რამეთი მეტს,თავის თავს ჩახედოს სარკეში და დააკვირდეს.იქნებ და თვითონ არ არის საქართველოს შვილობის გირსი……..

ბოლოს კი მინდა ვთქვა,რომ საქართველომ დიდ შედეგებს მიაგწია განვითარებაში,დასუფთავებაში,ნარკომანიის და ყაჩაღობების რიცხვის საგრძნობლად შემცირებაშიც.სახელმწიფო ერთ და ორ დგეში არ შენდება და არ შენდება ერის და რწმენის გარეშე.თუნდაც ნელ-ნელი ტემპებით მაგრამ მაინც წინ მივიწევთ და არავიზე ნაკლებები არაფრით არ ვართ თუ მეტნი არა….. (ვინმეს ჩემი სიტყვები ტუ გულზე ცუდად მოხვდება დიდ ბოდიშს მოგიხდით)

dca0b8b5a05e

12b857c8c89c

f0a7f6927214

c5416a211884

a352cf9ff719

4814f5a58f37

f547d7de4bb1

3de60e9b2a26

a36cf16539a5

d6da21078b1d

09ae6d7d8068

2fefd77b74c6

470c521b85be

047c2c7a3daf

 

მსგავსი ამბები

Back to top button