გამოგონებასაკითხავი

საბერძნეთი. აკროპოლისი

აკროპოლისი (ბერძნ. ἀκρόπολις. აკროს – ἀκρόs ნიშნავს ზედა, პოლის – πολις ნიშნავს ციხეს) ძველი ბერძნული ქალაქის ყველაზე მაღალი და გამაგრებული ნაწილი, ე. წ. ზედა ქალაქი. ქალაქის რელიგიური და პოლიტიკური ცენტრი. აკროპოლისი იყო პირველადი დასახლებული ადგილი. მის გარშემო შენდებოდა ნაკლებად დაცული ე. წ. ქვედა ქალაქი. აკროპოლისი წარმოადგენდა ციხესიმაგრეს, რომელსაც ომიანობის დროს თავს აფარებდა ქალაქის მოსახლეობა. ჩვეულებრივ აქ ქალაქის მფარველი ღმერთების სახელზე აგებდნენ ტაძრებს. აკროპოლისთა ნანგრევებში (მიკენის, ათენის, არგოსის და სხვა) ნაპოვნია მატერიალური კულტურული მრავალი ძეგლი. განსაკუთრებით აღსანიშნავია ათენის აკროპოლისის არქიტექტურული და ქანდაკების თვალსაჩინო ნიმუშები (დაახლოებით ძვ. წ. V საუკუნე), რომელთა მნიშვნელოვანი ნაწილი მოთავსებულია ბრიტანეთის და საბერძნეთის მუზეუმში. ათენის აკროპოლისში შექმნილია არქეოლოგიური ნაკრძალი და მუზეუმი. აკროპოლისში როგორც წესი, ყოველთვის იდგა ქალაქის მფარველი ღმერთის ტაძარი. ყველაზე მეტად ცნობილია ათენის აკროპოლისი, რომელიც შეტანილია მსოფლიო მემკვიდრეობის ძეგლების სიაში.

პართენონი (ბერძნ. Παρθενώνας) – ძვ. წ. V საუკუნეში ათენის აკროპოლისზე აგებული ათენას ტაძარი. იგი ყველაზე კარგად ცნობილი დღემდე მოღწეული ძველი ბერძნული ნაგეობაა და საყოველთაოდ ითვლება ბერძნული არქიტექტურის უნატიფეს ნიმუშად. მისი დეკორატიული სკულპტურები ბერძნული ხელოვნების მწვერვალს წარმოადგენს. პართენონი ძველი საბერძნეთისა და ათენის დემოკრატის სიმბოლოდ ითვლება და ის მსოფლიოს ერთ-ერთი უდიდედისი კულტურული მონუმენტია.

შენობას ერქვა ქალწულ ათენას ტაძარი და მისი დღევანდელი სახელი მომდინარეობს ძველი ბერძნული სიტყვიდან პართენოს (παρθένος – ქალწული). პართენონმა შეცვალა ათენას ძველი ტაძარი, რომელიც ძვ. წ. 480 წელს სპარსელებმა გაანადგურეს. სხვა მრავალ ბერძნულ ტაძართა მსგავსად პართენონს იყენებდნენ როგორც განძსაცავს და აქ ინახებოდა დელოსთა ლიგის საგანძური, რომელიც მოგვიანებით ათენის იმპერია გახდა. სწორედ აქ პართენონში იდგა მსოფლიოს შვიდი (7) საოცრებიდან ერთ-ერთი, ეს იყო ზევსის ქანდაკება. ბერძნებმა არ აღირსეს ელადას არც ერთ ტაძარი როგორც მსოფლიოს საოცრება და ოლიმპიის საოცრებად აღიარებისას, მათ აირჩიეს არა მთლიანად ტაძარი, არამედ მხოლოდ შიგნით მდგარი ზევსის ქანდაკება.

ახ. წ. VI საუკუნეში პართენონი ღვთისმშობლის სახელობის ქრისტიანულ ეკლესიად გადაკეთდა. თურქების მიერ ათენის აღების შემდეგ ის მეჩეთად გადაკეთდა. 1687 წელს შენობაში განთავსებული თურქული ჯარების ამუნიცია ვენეციურმა ყუმბართმყორცნმა ააფეთქა; აფეთქებამ მძიმედ დააზიანა პართენონი და მისი სკულპტურები. XIX საუკუნეში ლორდ ერგინმა ზოგიერთი გადარჩენილი სკულპტურა პართენონიდან გამოიტანა და ინგლისში წაიღო. ეს სკულპტურები, ცნობილი როგორც ელგინის მარმარილო, ამჟამად ბრიტანეთის მუზეუმშია გამოფენილი. კამათი საბერძნეთისა და ბრიტანეთის მთავრობებს შორის ელგინის მარმარილოს სამშობლოში დაბრუნების თაობაზე საბერძნეთის ‘გამარჯვებით’ დასრულდა.

პართენონი, აკროპოლისის სხვა შენობებთან ერთად საბერძნეთის ყველაზე პოპულარული ტურისტული არქეოლოგიური ძეგლია. საბერძნეთის კულტურის სამინისტრო ამჟამად ანხორციელებს მასშტაბურ აღდგენით-სარეკონსტრუქიო სამუშაოებს ტაძარსა და მის შემოგარენზე.
აღდგენა-რეკონსტრუქცია ოცდაათი (30) წელზე მეტია მიმდინარეობს.

წყარო: ვიკიპედია

მალე პართენონი და მთლიანად აკროპოლისი პირვანდელ სახეს დაიბრუნებს

აკროპოლისი და უშუალო შემოგარენი

1 Parthenon
2 Erechtheion
3 Pandroseion
4 Statue of Athena Promachos
5 Propylaia
6 Altar of Athena
7 Sanctuary of Pandion
8 Temple of Athena Nike
9 Chalkotheke
10 Brauroneion
11 Arrephorion
12 Approach of Classical times
13 Odeion of Herod Atticus
14 Stoa of Eumenes
15 Asklepieion
16 Ionic stoa
17 Nikias monument
18 Thrasyllos monument
19 Sanctuary of Dionysos Eleuthereus
20 Odeion of Pericles
21 Peripatos
22 Theater of Dionysos

ნარინჯისფერი – აგებულია ძვ.წ. მე-5 საუკუნეში
ვარდისფერი – აგებულია ძვ.წ. მე-4 საუკუნეში
ლურჯი – ბერძნული ძეგლები

თეგები

მსგავსი ამბები

Close
Close