არქივი

ჭინკები

ff30a670610a

ისტორიები ამოუცნობ არსებებზე ” ჭინკებზე ” …

გაგაცნობთ ერთი ბიჭის ისტორიას …

წინა ზაფხულს მე და ჩემი მეგობარი წასულები ვიყავით იმერეთში ლაშქრობაზე  იქ ორი დღე მშვიდად ვიყავით მარა მესამე დღიდან დაიწყო ყველაფერი. ღამით გავშალეთ კარვები და დავაპირეთ დაძინება.შუაღამისას ჩემი მეგობარი რომელიც ჩემთან ერთად იყო კარავში გავიდა მოსასაქმებლად,მე კი გავაგრძელე ძილი უცბად ეს ბიჭი მაღვიძებს და მეუბნება გარეთ გამოდი რაღაც უნდა განახოო.მისგან ასეთ რაღაცეებს მიჩვეული ვიყავი და აგდებულად ვუთხარი ეხლა რაღა მოიფიქრე მეთქი და გავყევი.რამოდენიმე ხეს რომ გავცდი დავინახე ერთი ქალი რომელსაც თავზე შავი თავსაფარი ეფარა და რაგაცას თავისთვის ბუტბუტებდა, მე დავუძახე ამ ქალს და ვკითხე ვინაობა.გამომხედა და გაიქცა მე ვუთხარი საით მეთქი მაგრამ არ ჩერდებოდა ჩვენ უკან მივსდევდით უცბათ როცა დავეწიეთ ეს ქალი გაჩერდა და არა ადამიანური ხმით დაგვიყვირა რა გინდათ რას გადაეკიდეთ ამ ტყესო მე თქვენ არ გეძებთ და ამიტომ მომეხსენითო.თითქოს ძველ ქართულად საუბრობდა. მე და ჩემი მეგობარი შეშინებულები ვიყავით.ამ ქალმა ხელები მაღლა აწია და თქვა (ეგოი ნაუ ესტ) ეს სიტყვები კარგად დამამახსოვრდა მარა არ ვიცი რას ნიშნავს. ეს ქალი სამ წუთში იქ აღარ იყო და ვერც ვერანაირი კვალი ვიპოვეთ მისი.წავედით დასაძინებლად და მეორე დღეს ვაპირებდით უკან წამოსვლას თბილისში შიშისგან ვერ ვიძინებდით.ყველას გეკითხებით მითხარით რას უნდა ნიშნავდეს ეს სიტყვები? ვიცი რომ არ დაიჯერებთ მარა მე ჩემი მოგიყევით სრული პასუხისმგებლობით გეუბნებით ის ქალი ადამიანი არ ყოფილა.

სოფელ ჭალადიდში მომხდარი ამბავი

3cf8ab2b2728

როგორც მოსახლეობა ამბობს, ზოგჯერ უხილავი, ზოგჯერ კი, ხილული არსებები მათი მიმართულებით ქვებს ისვრიან. თითქმის დაუჯერებელი ამბის მთავარი გმირი ნორა სახოკია კვირაზე მეტია, ღამეებს მეზობლებთან ათევს.
“უკვე ერთი კვირაა, ეს ამბები მუდმივად მეორდება. სახლს ვიღაც, თუ რაღაც ქვებს უშენს, ფანჯრები ჩამილეწა. არ ვიცი, რა ვიფიქრო და რას მივაწერო ეს ყველაფერი. ამქვეყნიური რომ არ არის ის რაღაც, ეს ნამდვილად ვიცი. ზოგმა მისი ლანდი დაინახა, ღამე ფანარივით ანათებს. რამდენჯერმე, პარალელურად, წინა და უკანა კარი შემომიგლიჯა, – განაცხადა სახოკიამ.
სახოკიას მსგავსად, უცნაური ხმები და ნასროლი კენჭები სოფლის სხვა მცხოვრებლებსაც აშფოთებთ. ჩამსხვრეული მინები, გაგლეჯილი კარები და აუხსნელი მოვლენები სოფელში პანიკის საფუძველი გახდა.
“გუშინ წყალზე მივდიოდი მეზობელთან ერთად, თან ამ უცნაურ ამბებზე ვსაუბრობდით, არ მჯეროდა არაფერი, სანამ თვითონ არ დავრწმუნდი. ინტერესის გამო ქვა იმ მიმართულებით გავისროლე, საიდანაც ის რაღაც ჩნდება, რამდენიმე წამი არ გასულა, რომ ქვა უკან დამიბრუნა, მესროლა, მაგრამ ყოველთვის ისე ისვრის, რომ ვინმეს არ მოხვდეს, – აცხადებს ჭალადიდის მცხოვრები იზო ლაბაძე.
როგორც სოფლის მცხოვრებლები ყვებიან, საქმეში მოგვიანებით სამართალდამცავებიც ჩაერთნენ. ყოველ ღამე იქ, სადაც ეს უცნაური ამბები ხდება, საპატრულო და კრიმინალური პოლიციის თანამშრომლები მორიგეობენ. მოსახლეობის განცხადებით, ქვების გაურკვეველი მიმართულებიდან სროლის მომსწრეები პოლიციელებიც გახდნენ.
ამ უცნაურ ამბავს, ახსნას ვერც სოფლის გამგეობის რწმუნებული უძებნის.
“ფაქტის არა, მაგრამ შედეგის მომსწრე მეც გავხდი. ამ სიტუაციაში ჩართულია პოლიცია, მაგრამ ვერავის დაკავება და დაფიქსირება ამ დრომდე ვერ მოხერხდა”, – განაცხადა ჭალადიდის გამგეობის რწმუნებულმა, ჯოტო გიგაშვილმა “ინტერპრესნიუსთან” საუბარში.
სოფელი დახმარებას ითხოვს, თუმცა არ იციან, ამ დახმარებისთვის ვის მიმართონ.

წვრილმანი ისტორიები

ექსკურსიაზე წასულების თავგადასავლები რეალური ხალხი რეალური ისტორიები..

მიდიოდა ბიჯი მდელოზე ესმოდა ვიღაცის ხმა (ბიჭთან ერთად იყო ბევრი ხალხი მაგრამ იმ მომენტში თვალთახედვის არეალიდან მიიფარა) ხმა ახლობლის იყოო და ამ სწორ მდელოზე მასტი ჩავარდა ხრამში !!!

მედელოს მარტო ეგ ბიჭი ხედავდა თურმე რეალურად მირაჟი იყო!!

იმავე ექსკურსიიდან გოგოს გამე რო ყველას ეძინათ მოესმა ხმები ნუ თვალები რო გაახილა იგრძნო რო ახრჩობენ ვინ ვერ დაინახა მაგრამ 2 თვე გონზე მოყავდათ მერე თბილისშში ისე შეეშინდა საწყალსsmile.gif

ჭინკების თავიდან აცილება

ამბობენ რომ როდესაც სახში ეზოდან გეძახიან, სამი დაძახების მერე გადიო , რადგან შეიძლება შენი მეგობრის ხმით ჭინკა გეძახდეს და როდესაც გადაიხედავ გადაგაგდებსო. (არამგონია მართალი იყოს smile.gif)

თუ სადმე აგეკიდათ ჭინკა (ღმერთმა დაგიფაროთ) მაშინ თქვეენ ამ შემთხვევაში “უნდა გააფუჭოთ ჰაერი” ჭინკა ამას ვერ იტანს და მაშინვე დაგანებებთ თავს. smile.gif ამასთან დაკავშირებით მოგიყვებით ერთ პატარა ამბავს …

ემზირო ბაბუა და ჭინკა

პირადათ მე მომიყვა “ემზირო ბაბუმ” ეს ისტორია, მითხრა რომ მიდიოდა ურმით ტყეში შეშის მოსატანათ, ზამთარი იყო , ძალიან ციოდა , (სხვათაშორის ამბობენ ჭინკები მარტო ზამთარში არიანო) ხოდა უგრძვნია რომ მის ზურგს უკან ვიგაც იყო გაიხედა და დაინახა დაბალი , წითელი თმებით, დიდი ფრჩხილებით, ძალიან მახინჯი ქალი, ემზიროს ისე შეშინებია რომ ჩაუსვრია ! ჭინკამ სუნი როგორც კი იგრძნო გადახტომილა ურმიდან და გაქცეულა. smile.gif

იმედია მოგეწონათ ჩემი ნაშრომი smile.gif
:thanks:

Back to top button