გასართობივიდეოებისასარგებლო

ფილმები, რომლებიც უნდა ნახოთ 2012 წელს

პოსტში შემოგთავაზებთ ფილმებს, რომლებიც წელს გამოვა და, რომლებსაც ჩემი აზრით აუცილებლად უნდა უყუროთ

1. მუქი რაინდის აღზევება

ჟანრი: სათავგადასავლო, კრიმინალური, დრამა
რეჟისორი: კრისტოფერ ნოლანი
როლებში: კრისტიან ბეილი, ჯოსეფ გორდონ-ლევიტი, გარი ოლდმანი, მორგან ფრიმანი, მაიკლ კეინი
გამოსვლის თარიღი: 2012 წლის 20 ივლისი
ბიუჯეტი: $250,000,000

რვა წელი გავიდა მუქი რაინდის მოვლენებიდან, გეთემში კონტროლი პოლიციამ დაამყარა ბეთმენი კი დაეცა ჰარვი დენტის კრიმინალური ინციდენტის გამო, თუმცა როცა ქალაქში ტერორისტი სახელად ბეინი ჩადის ყველაფერი იცვლება, ის გოთემში ნამდვილ სასაკლაოს მოაწყობს, თუმცა პოლიცია მის წინააღმდეგ უძლურია, ის გაანთავისუფლებს ციხის პატიმრებს და ქალაქს ჯოჯოხეთად აქცევს, სწორედ აქ გამოჩნდება გოთემის ნამდვილი გმირი – ბეთმენი. ეს მოვლენებო მუქ რაინდს აიძულებს, რომ ჩრდილიდან კვლავ გამოვიდეს და იბრძოლოს ბოროტების წინააღმდეგ, თუმცა ის ამ ბრძოლაში მარტო აღარაა…

 

2. ჰობიტი: მოულოდნელი მოგზაურობა

ჟანრი: სათავგადასავლო, ფანტასტიკა
რეჟისორი: პიტერ ჯეკსონი
როლებში: მარტინ ფრიმენი, იან მაკელენიიან ჰოლმი, ჰიუგო ვივინგიელაიჯა ვუდიორლანდო ბლუმიკეიტ ბლანშეტიევანჯელინა ლილი 
გამოსვლის თარიღი: 2012 წლის 14 დეკემბერი

ბილბო ბეგინსი, გენდელფი და 13 გნომი მიდიან ბრძოლაში, საგანძურის დასაბრუნებლად, რომელსაც დრაკონი გამოქვაბულში ინახავს

ჰობიტს გადაიღებენ ორ ნაწილად, პირველი The Hobbit: An Unexpected Journey გამოვა 2012 წლის 14 დეკემბერს, ხოლო მეორე The Hobbit: There and Back Again 2013 წლის 13 დეკემბერს.

 

3. გასაოცარი ადამიანი ობობა

ჟანრი: სათავგადასავლო, ტრილერი
რეჟისორი: მარკ ვები
როლებში: ენდრიუ გარფილდი, ემა სტოუნი, რაის იფანსი
გამოსვლის თარიღი: 2012 წლის 3 ივლისი

Sony-მ გადაწყვიტა ფილმი ფილმი პიტერ პარკერის კოლეჯში სწავლის პერიოდზე იქნებოდა, მაგრამ შემდგომ Entertainment Weekly გამოაქვეყნა, რომ ფილმი მაინც საშუალო სკოლაზე იქნება. გასაოცარი ადამიანი ობობასთვის მსახიობს დაუმზადეს ახალი კოსტუმი, რომელიც განსხვავდება ორიგინალი ტრილოგიის კოსტუმისგან.

ემა სტოუნმა ინტერვიუში განაცხადა, რომ ფილმის შინაარსი თავიდან იწყება, ანუ ეს იქნება პირველი ნაწილი და გადაიღებენ კიდევ ერთ ნაწილს.

 

4. პრომეთე

ჟანრი: ფანტასტიკა, მძაფრისუჟეტიანი
რეჟისორი: რიდლი სკოტი
როლებში: მაიკლ ფასბენდერი, შარლიზ ტერონიპატრიკ ვილსონინოომი რაპასე
გამოსვლის თარიღი: 2012 წლის 8 ივნისი

დედამიწა. 2058 წელი. არქეოლოგიური გათხრების შედეგად აფრიკაში ადამიანები აღმოაჩენენ საშინელ სიმართლეს: ადამიანები – ეს რის განვითარებული უცხოპლანეტელთა რასის გენური ინჟინერიის შედეგი. ეს “უცხოპლანეტელი ღმერთები” იყვნენ ისეთი მზრუნველები, რომ მოახდინეს პლანეტის ტრანსფორმირება ჩვენი კომფორტისთვის. ასევე ისინი აღმოაჩენენ უცხოპლანეტელების პლანეტის კოორდინატებს. რამოდენიმე თვის შემდეგ კორპორაცია უეილანდი გაუშვებს კოსმოსურ ხომალდს “პრომეთეს” ღია კოსმოსში პირველი კონტაქტის დასამყარებლად. რადგან ხომალდი სინათლის სისწრაფეზე უფრო ჩქარა მიფრინავდა მათ მიაღწიეს Zeta Riticuli-ის სისტემას რამოდენიმე წელიწადში…

 

5. ყველაფრის გახსენება

ჟანრი: მძაფრსიუჟეტიანი, სათავგადასავლო, ფანტასტიკა
რეჟისორი: ლინ ვაისმანი
როლებში: კოლინ ფარელი, ქეით ბეკინსეილიჯესიკა ბეილიბილ ნაითიჯონ ჩო
გამოსვლის თარიღი: 2012 წლის 3 აგვისტო

ეს ფილმი იქნება რიმეიქი საკმაოდ ცნობი ფილმისა ამავე სახელწოდებით ყველაფრის გახსენება (Total Recall), ფილმი გადაღებული იყო 1990 წელს და მთავარ როლს ასრულებდა არნოლდ შვარცნეიგერი .

ის არის უბრალო მუშა – მშენებელი, რომელიც ცხოვრობს მომავლის ქალაქის ღარიბ რაიონში, სადღაც შუა აზიაში. მიუხედავად იმისა, რომ ის კმაყოფილია თავისი ცხოვრებით, ის მაინც ვერ იშორებს თავიდან იმ აზრს, რომ მას რაღაც უნდა, თავგადასავალი, ასე ის მიადგება კომპანიას სახელწოდებით “ყველაფრის გახსენება”, ამ კომპანიას შეაქვს ადამიანის მეხსიერებაში ახალი შთაბეჭდილებები, განცდები, მოვლენები, ასე ადამიანი იღებს მეხსიერებას იმის შესახებ რაც თავს გადახდება და ამავდროულად სინამდვილეში ეს არ მომხდარა. სანამ ის ირჩევდა თუ რომელი მოგონებები შეეძინა კომპანიის შენობაში შემოიჭრებიან სპეცრაზმელები და მის დაპატიმრებას შეეცდებიან, მაგრამ უნიკალური საბრძოლო ხელოვნების წყალობით, რომლის შესახებაც არაფერი იცოდა, გაანადგურებს მთელ დანაყოფს…

 

6. ჯაშუშო, გაეთრიე!

ჟანრი: თრილერი, დეტექტივი
რეჟისორი: ტომას ალფრედსონი
როლებში: გარი ოლდმენი, კეტი ბიორკი, ბენედიქტ კამბერბეტჩი, დევიდ დენსიკი, კოლინ ფერტი, სტივენ გრეჰემი, ტომ ჰარდი, კიარან ჰინდსი, ჯონ ჰარტი, ტობი ჯონსი, საიმონ მაკბერნი, მარკ სტრონგი, სვეტლანა ხოდჩენკოვა, კონსტანტინ ხაბენსკი
 გამოსვლის თარიღი: 2012 წლის 6 იანვარი
ბიუჯეტი: £20,000,000

ბრიტანეთის დაზვერვის ბევრ თანამშრომელს ეჭვი ჰქონდა, რომ მათ ხელმძღვანელობაში დიდი ხანია ზის რუსეთზე მომუშავე “თხუნელა”. მაგრამ ვინც კი ბედავდა ამის საჯაროდ თქმას, რატომღაც უშვებდნენ პენსიაზე, სხვები კი ამჯობინემდნენ ჩუმად ყოფნას. მაგრამ დასტური რუსეთის აგენტის არსებობაზე მოვიდა სულ სხვა მხრიდან. იწყება ფარული გამოძიება, რომელსაც ხელმძღვანელობს პენსიაზე მყოფი ჯორჯ სმაილი…

 

7. დიდი გამყინვარება 4

ჟანრი: მულტფილმი, საოჯახო, ფანტასტიკა, კომედია
რეჟისორები: სტივ მარტინო, მაიკ ტუმიერი
როლებში: რეი რომანო (Manny), ჯონ ლეგუზამო (Sid), კუინ ლატიფა (Ellie), დენის ლერი(Diego), ჯოშ პეკ(Eddie), კარენ დიშერ (Scratte), კრის უეჟ (Scrat), ვანდა საიკეს (Granny), კეკე პალმერი (Peaches), კიერა ბრავო (Peaches)
გამოსვლის თარიღი: 2012 წლის 13 ივლისი

წინა სამი ნაწილის დიდი წარმატების შემდეგ ანიმაციური ფილმის პროდიუსერებმა გადაწყვიტეს, რომ გადაეღოთ შემდეგი ნაწილი. დიდი გამყინვარება 4: კონტინენტების დინება

 

8. მუქი ჩრდილები

ჟანრი: დრამა, მისტიკური
რეჟისორი: ტიმ ბარტონი
როლებში: ჯონი დეპი, ქლოე მორეტზი, ჰელენა ბონემ კარტერი, ევა გრინი, მიშელ ფაიფერი
გამოსვლის თარიღი: 2012 წლის 11 მაისი

არსებობს მუქი ჩრდილების 3 ვერსია. პირველი 1966 წლიდან 1971 წლამდე გადიოდა ტელეკომპანია ABC-ზე და ჯამში 1245 სერია გავიდა შეუჩერებლად. 1991 წელს კი NBC-ს დაკვეთით 12 სერია გადაიღეს. ხოლო 2012 წელს გამოვა ამ ლეგენდარული სერიალის კინო ვერსია.

გოთიქურ-მისტიკური ისტორია ვამპირი ბარნაბას კოლინზის ირგვლივ ვითარდება, სადაც მრავლად არიან სხვადასხვა მონსტრები და შემაძრწუნებელი არსებები

 

9. შეუჩერებლები 2

ჟანრი: ბოეკვიკი, თრილერი, სათავგადასავლო
რეჟისორი: საიმონ უესტი
როლებში: სილვესტერ სტალონე, არნოლდ შვარცნეიგერი, ჯეისონ სტეტჰემი, ბრიუს ვილისი, ჯონ ტრავოლტა, ჟან კლოდ ვან დამი, მიკი რურკი, ჯეტ ლი, დოლფ ლუნდგრენი, ჩაკ ნორისი
გამოსვლის თარიღი: 2012 წლის 17 აგვისტო
ბიუჯეტი: $100,000,000

ამჯერად ეს არის პირადი საქმე! როდესაც ტულას სასტიკად და შეუბრალებლად მოკლავენ ერთ-ერთი დავალების დროს, თანამოძმეები გადაწყვიტავენ შური იძიონ მის გამო, მაგრამ არა მარტო მათ სურს სისხლის ღვრა. მათ შეუერთდება ტულას ახალგაზრდა გოგო ფიონა, მაგრამ ის საქმეს გაართულებს, როდესაც ტყვედ ჩაუვარდება საშინელ დიქტატორს, რომელიც გეგმავს ჩაახშოს აჯანყებულთა ყველა ძალები თავის ქვეყანაში, ასე რომ შეუჩერებლებს მისი გადარჩენაც მოუწევთ…

 

10. ადამიანები შავებში 3

ჟანრი: ფანტასტიკა, სათავგადასავლო
რეჟისორი: ბარი სონენფელდი
როლებში: უილ სმიტი, ელის ივი, ტომი ლი ჯონსი, ემა ტომპსონი, ჯოშ ბროლინი, მაიკლ სტულბერგი, ბილ ჰეიდერი, ჯემეი კლემენტი, ნიკოლ შერზინგერი
გამოსვლის თარიღი: 2012 წლის 25 მაისი

პროდიუსერი ვოლტერ პარკსი 2009 წელს შემთხვევით შეხვდა უილ სმიტს ერთ-ერთ წვეულებაზე, სადაც გაირკვა, რომ ვარსკვლავს ისევ სურს გაიკეთოს რეი-ბანები.

ამ ჭადრაკის პარტიაში მონაწილეობენ: აგენტი ჯეი (უილ სმიტს), რომელსაც თავისი მეწყვილის აგენტი კეის (ტომი ლი ჯონსი) გადასარჩენად მოუწევს წარსულში, 60-იან წლებში გადასვლა და საქმის დაჭერა ახალგაზრდა აგენტ კეისთან

 

იმედია მოგეწონებათ ფილმები. თუ სურვილი გექნებათ მეორე ნაწილსაც დავდებ

ფილმების აღწერები აღებულია საიტიდან:  kinosiaxle.ge

 

თეგები

მსგავსი ამბები

იხილეთ ასევე

Close
Close
Close