საკითხავი

როგორ გაიტაცეს მილიონიანი ვიოლინო ქართველმა ახალგაზრდებმა …

1994 წელი იყო, საქართველოს კამერული ორკესტრის პირველი ვიოლინო – კონსტანტინე ვარდელი სამშობლოსი ბრუნდებოდა კონცერტის ჩასატარებლად. ვარდელს თან ქონდა 1749 წელს იტალიელი ხელოსანის ჟოზეფ გვარნერის დამზადებული ვიოლინო, რომელიც ეროვნული საგანზური იყო და სახელმწიფომ იგი ვარდელს როგორც საამაყო მუსიკოსს სარგებლობაში გადასცა.

მუსიკალური კვარტეტი რეპეტიციებს რკინიგზელთა სახლში მართავდა,ერთ-ერთი რეპეტიციის დროს, შენობას რამდენიმე ახალგაზრდა მამაკაცი მიადგა. მათ კარზე მიაკაკუნეს და დარაჯს ჰკითხეს: კვარტეტის წევრები ისევ შენობაში ხომ არ არიან და რეპეტიცას ხომ არ გადიანო. დარაჯმა მათ უთხრა, რომ რეპეტიცია ჯერ კიდევ არ დაემთავრებინათ. მაშინ ახალგაზრდებმა დარაჯს უთხრეს, რომ კვარტეტის წევრთა ახლობლები იყვნენ და მათ წასაყვანად იყვნენ მისულები. დარაჯმა ისინი შენობაში შეუშვა და თავის პატარა ოთახში დაბრუნდა.

ცოტა ხანში შენიშნეს კიბეზე ჩამომავალი კონსტანტინე ვარდელი, ხელში ინსტრუმენტის ფუტლიარით. ყაჩაღობის ორგანიზატორი დ.გ და მისი მეგობრები ვარდელს უკან გაჰყვნენ. დ.გ. დაეწია მას და სცადა, წაერთმია ინსტრუმენტები, თუმცა ვარდელი მისკენ მიბრუნდა და წინააღმდეგობაც გაუწია.

გამოძიებისას კონსტანტინე ვარდელმა განაცხადა: „დავინახე სამი ახალგაზრდა მამაკაცი. ჩამოსვლის დროს ისინი წამომეპარნენ და ერთ-ერთმა, იარაღი მომადო. დანარჩენი ორი ცდილობდა, ჩემთვის ინსტრუმენტი წაერთმია. იმ პიროვნებამ, რომელმაც იარაღი მომადო, რამდენიმეჯერ ჩამარტყა იარაღის ტარი და გამომგლიჯეს ხელიდან ეს ორი ინსტრუმენტი და გავარდნენ ეზოში.“

ვარდელი მძარცველებს მიჰყვა, თუმცა, როცა ეზოს კართან მივიდა, მძარცველები უკვე გაქცეული დახვდნენ. მათ ვიოლინო „გვარნერთან“ ერთად წაიღეს „ალტიც“.(მისი ფასი დაახლოებით 20 000 დოლარი იყო)

დ.გ.-მ თავის ჩვენებასი აღნიშნა, რომ მუსიკალური განათლება ქონდა მიღებული და ინსტრუმენტებშიც საკმაოდ კარგად ერკვეოდა. ასევე აღნიშნა, რომ იცოდა კონსტანტინე ვარდელის შესახებ, რომ იგი იყო სახელგანთქმული მევიოლინე და ასევე, სატელევიზიო გადაცემიდან იცოდა, რომ ვარდელი ატარებდა კონცერტებს საზღვარგარეთის სხვადასხვა ქვეყნებში, ამიტომ დარწმუნებული იყო, რომ ასეთ სახელგანთქმულ მუსიკოსს ძვირადღირებული ინსტრუმენტი ექნებოდა.

მან განიზრახა, მოვლაპარაკებოდა მეგობრებს და ხელსაყრელ მომენტში კონსტანტინე ვარდელისგან გაეტაცა ვიოლინო.

დამნაშავეებმა გაარკვიეს, როდის დაბრუნდებოდა ვარდელი სამშობლოში და სად ჩაატარებდა რეპეტიციებს და შეუდგნენ ყაჩაღობისატვის მომაზედბას.
როცა ყაჩაღებმა ვარდელისგან გატაცებული ნივთები კარგად დაათვალიერეს, მიხვდნენ, რომ ვიოლინო „გვარნერი“ საკმაოდ ძვირადღირებული ნივთი იყო და ამიტომაც გადაწყვიტეს, სხვა ნივთები და მათ შორის „ალტიც“ თავიდან მოეშორებინათ. მძარცველების ჩვენებებით გაირკა, რომ დანარჩენი ნივთები დ.გ-მ დაწვა. ახლა უკვე მათი მიზანი იყო, ვიოლინო როგორმე საქართველოდან გაეტანათ და გაეყიდათ. თანაც ნივთის ფასი არ იცოდნენ. ვარაუდობდნენ, რომ ის დაახლოებით 500 000 დოლარი ეღირებოდა.

ვილინოს ქვეყნიდან გასაპარებლად მათ 2 წელი იცადეს და შემდეგ მ.ჩ-ს დაუკავსირდნენ. დ.გ-მ მას უთხრა, რომ მის ერთ მეგობარს ძველებური ვიოლინო ჰქონდა და რადგან ფული დასჭირდა, გაყიდვა გადაწყვიტა, რადგან მან არ იცოდა ამ ვიოლინოს ფასი თანახმა იყო იმ თანხაზე, რა თანხაშიც გაყიდვასაც მ.ჩ. მოახერხებდა. რაგდან მ.ჩ-ს მოსკოვში ბევრი ნაცნობები ყავდა და ხშირადაც დადიოდა დათანხმდა და ვიოლინოს რუსეტის ტერიტორიაზე გადატანა შესთავაზა.

ცოტა ხანში მ.ჩ-მ მართლაც გაიტანა ვიოლინო მოსკოვში. ისე, რომ საბაჟოზე არ გაუტარებია, თუმცა მისი გაყიდვა ვერ მოახერხა. მოგვიანებით, როცა დ.გ დააპატიმრეს და მ.ჩ.-მ შეიტყო, რომ სინამდვილეში ვიოლინო მოპარული იყო, ის პოლიციას ჩააბარა. თუმცა მისი კონტრაბანდული გზით გადატანისთვის მ.ჩ. მაინც დააპატიმრეს.

დ.გ. 1996 წელს დააპატიმრეს და 10 წლით თავისუფლების აღკვეთა მიუსაჯეს. „გვარნერის“ ვიოლინო კი ისევ ძველ მფლობელს – კონსტანტინე ვარდელს დაუბრუნეს.

 

წყარო: ბლოგი (არა)იურისტებისათვის 

loading...
თეგები

მსგავსი ამბები

Close
Close