გასართობიმისტიკასაკითხავი

იდუმალი ჰოლივუდი


ჰოლივუდი ბევრისთვის ოცნება და ზღაპარია,სადაც უმოკლეს ვადაში შეიძლება პოპულარული გახდე მსოფლიოს მასშტაბით და იშოვო ბევრი ფული.რათქმაუნდა ამ ყველაფერს თავდაუზოგავი შრომა ჭირდება.ჰოლივუდი ყველაზე დიდი კინო ბაზარია.აქ ყოველდღე უამრავი ადამიანი განიცდის აღმასვლას ან დაღმასვლას.დამეთანმხებით, რომ ყველა კინო საზოგადოებისთვის სხვადასხვა მესიჯს ატარებს. ფილმი ერთ-ერთი ყველაზე მომგებიანი მარკეტინგული ხერხია საზოგადოება დამოკიდებული გახადო შენს იდეაზე. ხალხი ადვილად ითვისებს ამ იდეას და ეჩვევა. ამ დროს იდეა გადაიქცევა ბრენდად და საბოლოო დაღს ასვამს ჩვენს აზროვნებას. მაგალითად ჰოლივუდის ერთ-ერთი ყველაზე ღირებული და ჩემთვის სასაცილო ბრენდია -‘’ამერიკელი გმირი,რომელიც ყველაფერს ამარცხებს’’-ეს იდეა კინოინდუსტრიას წინა საუკუნიდან მოსდევს დაწყებული რემბოთი,თავისუფლების დღით და უამრავი ფსევდოგანმანთავისუფლებელი ფილმებით. ამ კინოების ყურების შემდეგ მარტივია იფიქრო ,რომ ამერიკელი ყველაზე ძლიერია და მუდამ მართალია. ამიტომ ვანიჭებ უპირატესობას ევროპულ კინემატოგრაფიას,რადგან ის ბევრად გამჭვირვალე, ფართო და არაპროპაგანდისტულია.

ფარული მესიჯები

ჩემს წინა სტატიაში ყურადღება დავუთმე მსოფლიოს კინოს ისტორიაში ერთ-ერთი საუკეთესო რეჟისორის სტენლი კუბრიკის გარდაცვალებას.აქედან გამომდინარე დავიწყებ მისი ფილმით ‘CLOCKWORK ORANGE’ -მექანიკური ფორთოხლით და შემოგთავაზებთ ამ კინოს ფარულს მესიჯებს.

ფილმი სავსეა ოკულტური მესიჯებით -ა .მზის და სინათლის თაყვანისცემით ბ .ოკულტური ქანდაკებები გ. გველის თაყვანისცემა დ. მზის სიმობილიზმით (ფორთოხალს+რგოლი,წრე,ბორბალი = მზეს ) ე. მასონური დარბაზებით და ასე შემდეგ.შემოგთავაზებთ ვიდეოს უფრო კარგად გასაცნობად

ბევრისთვის თავად სტენლი იყო ილუმინატი და ასრულებდა მათ დავალებებეს. თუმცა ჩემი ვარაუდით ის იყო პირველი რეჟისორი, რომელმაც გაბედა და ფარდა ახადა მათ. გაგვაფრთხილა,რომ ისინი ჯერ კიდევ ჩვენს რიგებში არიან და ემზადებიან მსოფლიო მმართველობის ხელში ჩასაგდებად.

მეორე კინო,რომლითაც დავინტერესდი ვაჩოვსკების მატრიცაა (the matrix ).

რეალურად ამ კინოს დანიშნულება ჩვენი გართობაა. ეს მან უმაღლეს დონეზე შეასრულა. გასათვალისწინებელია ასევე ის ფაქტი, რომ ვაჩოვსკებისაა ასევე ვენდეტაც (V for Vendetta ). ბევრი დაინახავს,რომ ამ კინოში უამრავი რელიგიური გადახვევები და ფარული გამოსახულებებია.

ალბათ ყველას ნანახი გვაქვს ლუკ ბესონის მეხუთე ელემენტი.

მე ეს ფილმი დიდ ნაგვად მიმაჩნია და ჩემს ვერანაირ გემოვნებაში ვერ ჯდება.ის ჩემთვის მატრიცისგან განსხვავებით არც გასართობი ბლოკბასტერია. საერთოდ ლუკ ბესონი იმ იშვიათი რეჟისორთაგანია, ვინც ევროპას ჰოლივუდში არცხვენს ხოლმე(თუ ლეონს არ ჩავთვლით).ფილმი სავსეა ილუმინატური პირამიდებით,მასონური სტრუქტურებით,ლუციფერის სიმბოლიზმით.

ინტერვიუ

ეს სამი კინო სავსებით საკმარისია იმის დასამტკიცებლად ,რომ ჰოლივუდის პროდუქცია სერიოზულად იფუთება და კონტროლდება საიდუმლო ორგანიზაციების მიერ.ზოგი შემთხვევა მართლაც პატეთიკურია.თუმცა The Imaginarium of Doctor Parnassus-ის ყურების შემდგომ საბოლოოდ დავრწმუნდი,რომ ილუმინატები და მინიმუმ ილუმინატური სიმბოლიზმი მწარე რეალობაა.ამ ფაქტების გასამყარებლად შემოგთავაზებთ ნაწყვეტს ინტერვიუდან ერთ -ერთ ამ დარგის სპეციალისტთან,რომელმაც სახელი და გვარი არ დაასახელა.
I-მე ვთვლი,რომ კალიფონრიის შტატი ილუმინატების ერთ -ერთი სამფლობელოა,რას ფიქრობთ ამ საკითხზე?
X-მოკლედ გეტყვით,ილუმინატებს სჯერათ,რომ მედიის კონტროლით გააკონტროლებენ მთელ საზოგადოებას. ისინი დაინტერესებულნი არიან სამართლის,ფინანსების,მთავრობის და განათლების მართვით.მიზანდასახულად ნელ-ნელა იპყრობენ ყველაფერს.რათქმაუნდა ისინი არ მიდიან კინოს რეჯისორებთან ან პროდუსერებთან და არ ეხვეწებიან-ჩვენ ილუმინატები ვართ და ისე უნდა გააკეთო,როგორც ჩვენ გვსურსო. უბრალოდ აფინანსებენ უამრავ კინო ორგანიზაციებსა და სტუდიებს..ფული კი წყვეტს ყველაფერს,განსაკუთრებით ჰოლივუდში.ისინი რათქმაუნდა ატარებენ სარეკლამო კომპანიებს კინოს მომგებიანად შესაფუთად.ამიტომ არცერთი მათი ფილმი კომერციულად არ ჩავარდნილა.უამრავი ნიჭიერი მსახიობი თამაშობს მათ ფილმებში,ზოგი უბრალოდ ჩეკს ელოდება,ზოგი კი ამ საიდუმლო ორგანიზაციებს მიეკუთვნება.რათქმაუნდა ილუმინატები თავს ბოროტებად არ მიიჩნევენ,თვლიან რომ ამ ყველაფერს ახალი წესრიგის (the new order) დასამყარებლად აკეთებენ.თუმცა არაა გამორიცხულია ,რომ მათი ლიდერები განსაკუთრებული სიბოროტით იყვნენ შთაგონებულნი.

თეგები

მსგავსი ამბები

Close
Close