ახალი ამბები

SOPA – თავისუფალი ინტერნეტის აღსასრული?

დღეს ინტერნეტში გაშავებულ გვერდებს მრავლად შეხვდებოდით, თან ისეთ ვებ გვერდებზე, როგორებიცაა მაგალითად Wikipedia.org ან WordPress.org

SOPA – Stop Online Piracy Act სავარაუდოდ თებერვალში განიხილება ამერიკის შეერთებული შტატების კონგრესში და სრულიად შესაძლებელია, რომ კანონად გადაიქცეს. 1998 წელს უკვე არსებობდა კანონი ინტერნეტთან დაკავშირებით, რომელიც არეგულირებდა ონლაინ პირატობას.

მაგალითად, თუ ინტერნეტ მომხმარებელი ატვირთავდა პირატულ სიმღერას Youtube-ზე, სიმღერის პატრონს შეეძლო მოეთხოვა ამ სიმღერის წაშლა საიტიდან, თუმცა ეს არ აღმოჩნდა საკმარისი ფილმების, სიმღერების და ელექტრონული კონტენტის მილიარდერი პატრონებისთვის და მათ მოიფიქრეს ახალი სისტემა თუ როგორ უნდა გააკონტროლონ თუნდაც კამბოჯაში არსებული ინტერნეტ საიტი. იმის მაგივრად, რომ ამ საიტს მოთხოვონ კონტენტის წაშლა, მას უბრალოდ დაბლოკავენ.

ზუსტად იგივე სისტემა იმოქმედებს ამერიკულ ვებ პორტალებზეც. მათ მიეცემათ უფლება დაბლოკონ Facebook, Youtube ან თუნდაც Google. მეტიც, ელექტრონული ფოსტის პორტალები იძულებულები იქნებიან გააკონტროლონ თავისი მომხმარებლების ელექტრონული წერილები და შეზღუდონ პირატული კონტენტის ერთმანეთში გაგზავნა ან უბრალოდ საავტორო უფლების დამრღვევი საიტის ლინკის მითითება.

ერთი სიტყვით, რომ ვთქვათ ნებისმიერი საიტი დაიბლოკება, რომელზეც იდება თუნდაც 1 ლინკი სხვა საიტისა, სადაც დევს პირატული კონტენტი.

საიტის დაბლოკვა მოხდება DNS ჩანარაწერებით, ეს სისტემა ამჟამად წარმატებით მუშაობს ისეთ ქვეყნებში, როგორებიცაა ჩინეთი, სირია და ირანი.

ამჟამად ამერიკაში მიმდინარებს მასიური ანტი კამპანია სახელწოდებით “Operation Blackout” SOPA-ს შესაჩერებლად. იმედია მოახერხებენ ამ კონონ პროექტის შეჩერებას და ინეტნეტი დარჩება ისევ ისეთი, როგორსაც აქამდე ვიცნობდით.

ონლაინ პეტიცია, SOPA-ს შესაჩერებლად: http://avaaz.org/en/save_the_internet/?vc

რა არის SOPA (ვიდეო 1)

რა არის SOPA (ვიდეო 2)

Anonymous-ის მიმართვა სონის, რომელიც არ ჩაერთო ოპერაცია Blackout-ში

loading...
თეგები

BakoLine

In the end, it's not going to matter how many breaths you took, but how many moments took your breath away...

მსგავსი ამბები

Close
Close