საკითხავისურათები

გასული წლის ყველაზე შემოსავლიანი ჰიპ-ჰოპ შემსრულებლები

ჟურნალმა “ფორბსმა” გამოაქვეყნა 2011 წლის ყველაზე შემოსავლიან ჰიპ-ჰოპ შემსრულებელთა ტოპ ოცეული. პირველ ადგილს რეპერი ჯეი-ზი იკავებს, რომელმაც გასულ წელს 37 მილიონი დოლარი შემატა საკუთარ ბიუჯეტს

1. შონ კორი კარტერი “Jay-Z” – $37 მილიონი

მთლიანი ბიუჯეტი – $450 მილიონი

გასული წელი წარმატებული აღმოჩნდა ჯეი-ზისთვის. მან საკმაოდ ბევრი კონცერტი ჩაატარა და დაიკავა პირველი ადგილი სიაში.

2. შონ ჯონ კომბსი  “Diddy” – $35 მილიონი

მთლიანი ბიუჯეტი – $500 მილიონი

ამ დროისათვის ყველაზე მდიდარი რეპერის შონ კომბსის ძირითადი შემოსავლის წყაროა საკუთარი ტანსაცმლის მაღაზიათა ქსელები – Sean John და Enyce

3. კანიე ომარი უესტი “Kanye West” – $16 მილიონი

2009 წლის მერე, კანიე უესტი პირველად მოხვდა სამეულში. ახალმა ალბომმა – “My Beautiful Dark Twisted Fantasy” დიდი წარმატება მოუტანა მას

4. დუეინ მაიკლ კარტერი “Lil Wayne” – $15 მილიონი

ლილ უეინის წარმატებაში დიდი წვლილი შეიტანა მისმა ალბომმა – “I Am Not a Human Being“. გასულ წელს დუეინმა 8 თვე ციხეში გაატარა. ის პირველი რეპერია თუფაქის შემდეგ, რომლის ალბომმაც პირველი ადგილი დაიკავა მუსიკალურ ჩარტებში, სანამ ის პატიმრობაში იყო.

5. ბრაიან უილიამსი “Birdman” – $15 მილიონი

მთლიანი ბიუჯეტი – $110 მილიონი

Cash Money Records“-ის დამფუძნებელი აგრძელებს ფულის შოვნას. მისი შემოსავლის ძირითადი წყაროა საკუთარი სტუდია

6. მარშალ ბრიუს მაზერს III “Eminem” – $14 მილიონი

მთლიანი ბიუჯეტი – $115 მილიონი

სხვა რეპერებისგან განსხვავებით, ემინემს არ ჰქონია ბევრი ტურნეები. გასულ წელს მან ძირითადი მოგება ალბომების გაყიდვით ნახა. მარშალმა ასევე მონაწილეობა მიიღო “Lipton Brisk“-ისა და “Chrysler“-ის რეკლამებში

7. ანდრე რომელ იანგი “Dr. Dre” – $14 მილიონი

მთლიანი ბიუჯეტი – $300 მილიონი

გასულ წელს მან გაყიდვაში ჩაუშვა ყურსასმენები – “Beats by Dr. Dre“, რომელიც მისი ძირითადი შემოსავლის წყარო გახდა

8. კელვინ კორდოზარ ბროდუსი “Snoop Dogg” – $14 მილიონი

2011 წელს მისი ძირითადი შემოსავლის წყარო ტურნეები იყო. სნუპმა ასევე დიდი მოგება ნახა კეტი პერისთან ჩაწერილი დუეტით – “California Gurls

9. ალიაუნი ბადარა ეიკონ ტიამი “Akon” – $13 მილიონი

სენეგალელმა მომღერალმა გასულ წელს ჩაატარა ტურნეები ავსტრალიასა და ზიმბამბვეში. ეიკონმა ასევე დიდი ფული იშოვა სიმღერით “I Just Had Sex“, რომელიც ჯგუფ “The Lonely Island”-თან ერთად ჩაწერა

10. კრისტოფერ ბრაიან ბრიჯისი “Ludacris” – $12 მილიონი

სიმღერის გარდა, კრისტოფერი ხეირს მსახიობობითაც ნახულობს. გასულ წელს მან ითამაშა ისეთ ფილმებში, როგორებიცაა: “Fast Five“,  “No Strings Attached” და “New Year’s Eve
მომდევნო ადგილები ასე გამოიყურება:

11. Wiz Khalifa – $11 მილიონი

12. Drake – $11 მილიონი

13. Pharrell Williams – $10 მილიონი

14. Timbaland – $7 მილიონი

15. Nicki Minaj – $6.5 მილიონი

16. Swizz Beatz – $6.5 მილიონი

17. 50 Cent – $6 მილიონი

18. Pitbull – $6 მილიონი

19. T-Pain – $5 მილიონი

20. B.o.B – $5 მილიონი

თეგები

მსგავსი ამბები

Close
Close