ახალი ამბებისაკითხავიუცნაური

უჩინმაჩინის ლაბადა

ბრიტანელმა სწავლულებმა, რომლებიც მუშაობდნენ „უჩინმაჩინის ლაბადის” შექმნაზე, კიდევ ერთი ნაბიჯით წაიწიეს წინ.

თუ ადრე თვალთახედვიდან მიკროსკოპიული ობიექტები მალავდნენ, ახლა უჩინარს ხდიან იმას, რაც ადრე შეუიარაღებელი თვალისთვის ხილული იყო. გამომგონებლები ამტკიცებენ, რომ ახლა მათ შეუძლიათ, თვალისთვის შეუმჩნეველი გახადონ ქინძისთავი და ჭიკარტები, რომელთა ზომები ათასჯერ აღემატება მიკროსკოპულ საგნებს, იტყობინება ბრიტანული გაზეთი „დეილი მეილი”.

„უჩინმაჩინის ლაბადას” უწოდებენ სინამდვილეში არა ლაბადას, არამედ კალციტის კრისტალს, ანდა კირის შპატს, რომელიც განსაკუთრებულად შლის სინათლეს. მასზე მუშაობენ ფიზიკოსები ბირმინჰემის უნივერსიტეტიდან, მათი კოლეგები იმპერიული კოლეჯიდან (ლონდონი), აგრეთვე დანიის ტექნიკური უნივერსიტეტის თანამშრომლები. დანიის უნივერსიტეტის სწავლულთა ჯგუფი შუან ჩუანის ხელმძღვანელობით, ამტკიცებს, რომ შეუძლიათ, უჩინარი გახადონ მნიშვნელოვნად უფრო მსხვილი ობიექტები.

გამომგონებლებმა შეაწებეს ორი სამკუთხა კრისტალი, მოათავსეს რა ის სარკეზე, კრისტალში მოხვედრილი სხივი, იშლება ორად, ვრცელდება სხვადასხვა სიჩქარით, სხვადასხვა მიმართულებით. თუმცა, თვით კრისტალი ჩანს, მაგრამ ობიექტები, რომლებიც მის ქვეშაა მოთავსებული – უკან აღარ ჩანს. სწავლულები ამბობენ, რომ მათ ზღუდავს მხოლოდ კრისტალის ზომები: მისი გაზრდის შემთხვევაში, შესაძლებელი იქნება უჩინარი გახადონ უფრო დიდი ზომის ობიექტები.

„ეს წინ გადადგმული ძალზე დიდი ნაბიჯია, რადგან უხილველობის ზონა საკმარისად დიდია, რომ ის შეუიარაღებელი თვალით გავარჩიოთ“ – ამბობს დოქტორი ჩუანი.

ბრიტანელმა სწავლულებმა გამოიგონეს აგრეთვე მეთოდი, რომელიც უჩინარს ხდის ტანკებს და სხვა ჯავშანტექნიკას: ტანკის კორპუსზე დატანილი ნანოაპკი აპროეცირებს საბრძოლო მანქანის ზედაპირზე ადგილმდებარეობის ზუსტ სურათს – სადაც მოძრაობს მოცემულ მომენტში საბრძოლო მანქანა, რომელიც იცვლება მანქანის მოძრაობასთან ერთად. ეს სურათი იქმნება გარემო სივრცის გამოსახულების საფუძველზე, რომელსაც ხსნიან ყოველი მხრიდან გარეგანი დაკვირვების ვიდეოკამერებიდან. მის ანალიზს კი ბორტკომპიუტერი აკეთებს.

წყარო: tbiliselebi.ge

loading...
თეგები

მსგავსი ამბები

Close
Close