მისტიკასაკითხავიუცნაური

უძველეს ხალხთა რიტუალები (ნაწილი II)


ვაგრძელებ პოსტების სერიას უძველეს ხალხთა რიტუალების შესახებ. გადავწყვიტე, რომ მეორე ნაწილი შუმერთა რიტუალებისთვის მიმეძღვნა. მაგრამ გარდა რიტუალებისა ამ პოსტში ნახავთ შუმერთა შელოცვებს. პოსტში მოთხრობილი შუმერული რიტუალები ეკუთვნის შუამდინარეთში შუმერულ, აქადურ და ბაბილონურ პერიოდს. გახსოვდეთ, რომ ძველი სამყაროს ეთიკური სისტემა განსხვავდება დღევანდელისგან, რომ სხვადასხვა ინგრენდიენტები გამოიყენებოდა სხვა მიზნებისთვის, რიტუალები და გრძნეულება ისტორიის ამ პერიოდის პრაქტიკაში იყო.

 

სახლის განწმენდის რიტუალი

შუმერების უძველეს ქალაქში- ურში აღმოაჩინეს გამომწვარი აგურის ყუთები, რომლებშიც ჩალაგებული იყო თიხის ფიგურები და ეწყო შენობების იატაკის ქვეშ, კედლების წინ. ამ ყუთებს ყველა გვერდი დალუქული ჰქონდათ ერთ-ერთი ბოლოს გარდა და სწორედ ამ ღია ნაწილიდან თიხის ფიგურები გაჰყურებდნენ ოთახის ცენტრს და იცავდნენ მას. ეს განსაკუთრებული ფიგურები, რომლებიც შეღებილი იყო წითლად ან შავად, იყო სხვადასხვა სახის. რიტუალი, რომელიც შეიცავდა ასეთ ფიგურებს ეძღვნებოდა სახლის დაცვას. შუმერულ წარწერებში ჩამოთვლილია ისინი, რისგანაც უნდა დაეცვათ სახლი ამ ფიგურებს: არასუსურველი სტუმარი შეიძლება ყოფილიყო ბოროტი სტუმარი, ბოროტი სული, ბოროტი ვამპირი, ბოროტი ღვთაება, ეპიდემია, პლაჟის დემონი, ცუდი ბედის დემონი, მკვლელი, ცხელება და ა. შ. ფიგურები იცავდნენ სახლს ყველაფერი იმისგან, რაც ამ სახლში მცხოვრებ ხალხს მიაყენებდა ზიანს და ტკივილს.

სანამ ამ ფიგურებს სახლთან ახლოს დადებდნენ ტარდებოდა მთელი რიგი რიტუალი: სახლში მცხოვრებ ადამიანებს აპკურებდნენ წმინდა წყალს, დადგამდნენ საკულტო სტენდს, მსხვერპლად შეწირავდნენ ბატკანს და სახლში მიჰქონდათ ბარკალი, ქონი და შემწვარი ხორცი, თიხის ფიგურების დადგმის რიტუალის აუცილებელი ნაწილი იყო სახლში თაფლის ტკბილეულობისა და კარაქის ქონა, აუცილებელი იყო ღვინის მსხვერპლად შეწირვა, მოკრძალებულად მოქცევა, ჩირაღდანი, წმინდა წყლის ჭურჭელი და ტამარისკის ხე. საბოლოოდ წარმოთქვამდნენ მაგიურ ფორმულას შამაშის მიმართ:
“ო შამაშ! დიდო უფალო, ამაღლებულო მოსამართლევ, ერთადერთო, რომელიც ზედამხედველობ ცას და მიწას, ერთადერთო, რომელიც სწორად განაგებს სიკვდილს და სიცოცხლეს, შენ ხარ წმინდა ტამარისკი, წმინდა ხე, რომლისგანაც მე შევქმენი ფიგურები, რომლებიც მე დავდგი სახლში ბოროტი სულების დასამარცხებლად”.


შამაში

 


ტამარისკი

 

 

ტამარისკი, რომელიც ასოცირდებოდა მზის ღმერთთან, სწორედ შამაშის მაგიური ფორმულის წარმოთქმის შემდეგ უნდა მოჭრილიყო დადგენილი წესით.
ფიგურების სხვადასხვა ჯგუფები კეთდებოდა ხისგან, რომლებიც სათანადოდ იყვნენ შემოსილები. მომდევნო დილას, მზის ამოსვლის შემდეგ, ფიგურებს დებდნენ საცეცხლურთან, ჩირაღდანთან, წმინდა წყლის ჭურჭელთან, შვიდ მარცვალ ოქროსთან და ვერცხლათან და ორ ძვირფას ქვასთან ერთად სპეციალურ ყუთში, რომელსაც “კულატუს” უწოდებდნენ. ამის შემდეგ ღვინოს შესწირავდნენ მზის ღმერთს და წარმოთქვამდნენ მაგიურ ფორმულას- “კულატუ, კულატუს”.

 

 

ამის შემდეგ აკეთებდნენ ფიგურების დამატებით კომპლექტებს თიხისგან, ეს ის ფიგურებია, რომლებიც ურში აღმოაჩინეს. განსხვავებით სხვებისგან ამ ფიგურებზე ამოტვიფრულია სხვადასხვა მაგიური ფორმულები. აი ასეთი წარწერები აქვს ფიგურებს:
თაბაშირით დაფარული ძაღლის ფიგურის წარწერა: “არ შეწყვიტო ფიქრი, გახსენი პირი!”
მეორე ასეთივე ძაღლის ფიგურის წარწერა: “არ შეწყვიტო ფიქრი, უკბინე!”
ერთი შავი ძაღლის ფიგურის წარწერა: “გაანადგურე მისი სიცოცხლე”
მეორე ასეთივე ძაღლის ფიგურის წარწერა: “ხმამაღლა იყეფე!”
ერთი წითელი ძაღლის ფიგურის წარწერა: “უყარაულე ასაკუს დემონს”
მეორე ასეთი ძაღლის ფიგურის წარწერა: “დაიჭირე ერთ-ერთი მტერი”
ერთი მწვანე ძაღლის ფიგურის წარწერა: “ის, ვინც აიძულებს მტერს ფრენას”
მეორე ასეთივე ძაღლის ფიგურის წარწერა: “უკბინე მის მტერს”
ერთი ლაქებიანი ძაღლის ფიგურის წარწერა: “სიკეთის კეთების პირობის გამცნობი”
მეორე ასეთივე ძაღლის ფიგურის წარწერა: “სიბოროტის აღმოფხვრის პირობის გამცნობი”

 

 

სახლის გაწმენდის რიტუალის დასასრულს, ყველა ფიგურას, როგორც თიხისას ასევე ხისას წაიღებდნენ მდინარესთან და დადებდნენ სახით აღმოსავლეთით, ამ რიტუალის ჩატარება ასევე შეიძლებოდა სახლის უკან (უფრო მეტად სახლის უკან დებდნენ). ამ დროს სახლში კვლავ ხდებოდა ღვინის მსხვერპლშეწირვა (ანუ იგივე ქეიფი) მარდუქის, სამი დიდებული ღმერთის, სახლის ღმერთის და ღვთაებრიობის, სახლის დამცველი სულის (შედუს) და ქვესკნელის დედოფალის მისამართით. სახლის მთავარ ნაწილებს- კუთხეებს, შესასვლელებს, სახურავს და საჰაერო ხვრელებს აცხებდნენ სხვადასხვა წმინდა ნივთიერებებს. ამის შემდეგ სახლი საიმედოდ დაცული იყო ყოველგვარი ბოროტებისგან, მაგრამ მხოლოდ ერთი წლით. ერთი წლის შემდეგ კვლავ უნდა ჩატარებულიყო იგივე რიტუალი, წინააღმდეგ შემთხვევაში სახლში ბოროტება დაისადგურებდა.

 

მსხვერპლშეწირვის რიტუალი


ძველი ური

ქალაქი ური ძველი მესოპოტამიის ერთ-ერთი მთავარი ქალაქი იყო. ეს ქალაქი გამოირჩეოდა მაღალი კულტურით და განათლებით, მას განაგებდნენ დამოუკიდებელი მეფეები. სწორედ ურს უკავშირდება შუმერული ლიტერატურის შედევრები, მათ შორის გილგამეშის ეპოსი, ლეგენდარული მეფე გილგამეში სწორედ ურის მეფე იყო (ლეგენდის თანახმად). ურის გათხრები პირველად დაიწყო ბრიტანელმა შუმეროლოგმა ლეონარდ ვულმა. გარდა იმისა, რომ ვულმა აღმოაჩინა მთლიანი ქალაქი, მან აღმოაჩინა ძველი ურის სამეფო სასაფლაო.

 

 

სამეფო სასაფლაოზე რათქმაუნდა იყო მეფეთა და დედოფალთა სამარხები, მაგრამ ასევე იყო განსხვავებული სამარხები, რომლებიც სხვებისგან სიღრმით და მოწყობის წესით გამოირჩეოდნენ. ამ სამარხებში დამარხულების სამედიცინო ანალიზის შემდეგ დადგინდა, რომ ისინი მსხვერპლად იყვნენ შეწირულნი. უცნაური ის არის, რომ ეს პირები როგორც მეფეები, ისე იყვენენ დამარხულნი- გამოდის რომ ქალაქ ურის მკვიდრნი მსხვერპლად მეფეებს სწირავდნენ. მაგრამ შუმეროლოგთა უმრავლესობა ფიქრობს, რომ შეწირული პირები იყვნენ დროებითი მეფეები, რომლებიც სპეციალურად არჩეულნი იყვენენ ნაყოფიერების ღმერთების შესაწირად. “სამეფო სისხლი” იყო ზამთრის პერიოდში ჩამკვდარი ნაყოფიერების ღმერთების გაზაფხულზე აღორძინების გარანტი. ნომინალურად არჩეული მეფის გარდა მსხვერპლად სწირავდნენ მის “დამსწრე” ასობით ადამიანს. შუმერთა თიხის ფირფიტები ასახავს უამრავ რიტუალს, მაგრამ მსხვერპლშეწირვაზე დუმს. მიზეზი დღემდე უცნობია.

 


ამ სარიტუალო დანით სწირავდნენ მსხვერპლად დროებით არჩეულ მეფეებს

 


დროებით არჩეული მეფეების სამარხებში აღმოჩენილი საგნები

loading...
თეგები

მსგავსი ამბები

Close
Close