მისტიკასაკითხავისასარგებლო

უძველეს ხალხთა რიტუალები (ნაწილი I)


მინდა შემოქთავაზოთ პოსტების სერია, რომლებიც ძალიან საინტერესო თემას მიეძღვნება. რიტუალები ადამიანების ცხოვრებაში უძველესი დროიდან არსებობდა და დღესაც საკმაოდ არიან მისი შემსრულებლები. ყველა ჩვენგანის ცხოვრება სხვადასხვა დოზით სავსეა რიტუალებით. რიტუალი უმეტესწილად რელიგიას უკავშირდება და ის სათავეს იღებს ჯერ კიდევ წინარეისტორიული ხანიდან. რიტუალები თანდათანობით დაიხვეწა და ფართო ხასიათი მიიღო. რელიგიურ წარმოდგენებთან ერთად უძველეს სახელმწიფოებში ჩამოყალიბდა რიტუალების მეტად რთული სისტემა. ამ პოსტში ძველი ეგვიპტის რიტუალებზე მოგითხრობთ.

არავის ეპარება ეჭვი, რომ ეგვიპტური რელიგია უაღრესად რიტუალური იყო, რომელიც მოიცავდა ყოველდღიურ საზეიმო ღონისძიებებს, რეგულარულ სახალხო დღესასწაულებს თუ პოპულარულ ფესტივალებს. ყველა რიტუალი და დღესასწაული მოცემული იყო ძველ ეგვიპტურ რელიგიურ კალენდარში, რომელიც დაფუძნებული იყო “სტელარის” (ვარსკვლავების) და “ასტრალის” (პლანეტების) განლაგების მიხედვით სეზონურ (მზე და “სოთიკური” ციკლი), ყოველთვიურ (მთვარის ოთხჯერ შემოვლა დედამიწის გარშემო) და ყოველდღიურ ასტროლოგიურ მოვლენებზე (დედამიწის როტაცია).

რიტუალები სინქრონიზებული იყო რიგი ბუნებრივი მოვლენებით, რომლებსაც ეგვიპტელებმა მითოლოგიური რწმენა-წარმოდგენები დაუკავშირეს. ფარაონი იყო ეგვიპტის უმაღლესი ქურუმი, ღმერთებისა და ღვთიურობის ერთადერთი წარმომადგენელი დედამიწაზე. რა თქმა უნდა, სამეფო ფესტივალები იყო ერთ-ერთი გზა იმისთვის, რომ გაძლიერებულიყო ფარაონის პრესტიჟი.

 

ფარაონების რიტუალები

 

ფარაონების ძირითადი რიტუალი იყო მაატის შეთავაზება (მიცემა) მათი მამის ღვთაება რას მისამართით. მაატი იყო ეგვიპტელთა სიმართლის ღმერთი. მაატის შეთავაზება, კი ნიშნავდა პატიოსანი და სამართლიანი მმართველობის დაპირებას. მაატს ეგვიპტეში არ ჰქონდა საკუთარი ტაძარი, მაგრამ მას თაყვანს სცემდნენ ყველა ეგვიპტურ ტაძარში. რედისტრიბუციული (პირამიდული) ცხოვრების გათვალისწინებით, ფარაონი, როგორც რას შვილი, ვალდებული იყო შემოევლო წრეზე, რაც დაეხმარებოდა რას თავისი მარადიული ციკლის შესრულებაში. მხოლოდ ამის შემდეგ და მხოლოდ ფარაონს შეეძლო გაეღო სამოთხის კარი და პირისპირ შეხვედროდა ღმერთებს. ეს მისტიური გამოცდილება იყო აუწერელი, მაგრამ მეფეს აძლევდა უდუდეს გაგებას, რაც გამოიხატებოდა “ორი მიწის” აღქმაში.

 


მაატი

 

დღის რიტუალები

დღის რიტუალები სრულდებოდა მხოლოდ ტაძარში. ამ რიტუალების საგალობლები ნაპოვნია დღის წიგნში, მაგრამ ასევე ლიტურგიის შესახებ მოგვითხრობენ ძველი ეგვიპტის მთავარი ტაძრების მოხატულობები. დღის რიტუალები ეძღვნებოდა მარადიულ ცხოვრებას და წარმოადგენდა ერთგვარ მადლიერებას ფარაონის სამართლიანი მმართველობისთვის, რაც ასევე დაკავშირებული იყო ღმერთების მოწყალება/არმოწყალებაზე, მხოლოდ ფარაონი იყო ამაზე პასუხისმგებელი. ეს ცერემონიები ტარდებოდა ე. წ. “საათის ქურუმების” (“ჰოროლოგოი”) მიერ, მათსავე სპეციალურ კოშკებში, სადაც “საათის ქურუმი” აკვირდებოდა ღამის ცას და იწერდა თავის მოსაზრებებს პლანეტებისა და ვარსკვლავების შესახებ. ერთი საათით ადრე, სანამ მზე ასცდებოდა ადგილობრივ ჰორიზონტს, მთელი ტაძრის დომენი მიდიოდა ტაძარში და ემზადებოდა ყველაზე მნიშვნელოვანი დღის რიტუალის- დილის რიტუალის შესასრულებლად. დილის რიტუალს ჩვეულებრივ მოჰყვებოდა ნაკლებად მნიშვნელოვანი შუადღის და საღამოს რიტუალები.

 

ღამის რიტუალები

ეგვიპტოლოგების უმრავლესობა აღნიშნავს, რომ არსებობს ორი სახის ტექსტები ქვესკნელზე გამარჯვების შესახებ (მათი უმეტესობა აღმოჩენილია სამარხების კედლებზე), ესენია მზის (რას მოგზაურობა ღამით) და სამგლოვიარო (ცოდნის საშუალებით წმინდა და მართალი სიტყვის დაცვა). მაგრამ გარდა ამ წარწერებისა ეგვიპტელები ღამის რიტუალის მნიშვნელობაზე ჰორნუგშიც მოგვითხრობენ. ღამის მოგზაურობის შედეგად ეგვიპტელების რწმენით მზის ღმერთი რა (მოგვიანებით ამონი) განიცდის რეგენერაციას, აღდგენას. ეს ღამის რეგენერაცია მაგალითის გზით ადასტურებს, რომ აღორძინების ძალა თავისი სიძლიერით შორს დგას სიკვდილისგან. ამავე დროს ღამის მოგზაურობაში გვხვდება ადამიანის სულის აღორძინება და აღდგენა, ანუ შესაძლებელი ხდება მისი სულის გამოყვანა ქვესკნელის სიღრმეებიდან. ეს არის სულის მოგზაურობა, რაც ხაზგასმული და დასაბულთებულია (ღმერთ რას მაგალითზე) ეგვიპტელთა მიერ.

წარწერები ასევე ადასტურებს, რომ ეგვიპტური რელიგია ჩვეულებრივ ხალხს აძლევდა საშუალებას, რომ ღამის რიტუალების პერიოდში სიზმრების მეშვეობით მომხდარიყო ღმერთებთან შეხვედრა და არა ამქვეყნიური ცხოვრების ნიადაგის მომზადება (გვიანი პერიოდი). ოსირისი იყო რაზე მეტად განახლებისა და ნაყოფიერების პროტოტიპი. რომელიც გაახალგაზრდავდა ჰორუსის თვალის საშუალებით და მოახერხა გაქცეოდა მეორე სიკვდილს და საბოლოოდ დაიმკვიდრა საუკუნო ცხოვრების სული.

 

ყოველთვიური რიტუალები


მთვარის ციკლი

ეგვიპტელებს ჰქონდათ მთელი რიგი ყოველთვიური რიტუალები, რომელიც უკავშირდებოდა მთვარის ციკლს, კერძოდ, ახალი მთვარის გამოჩენას. 20 დღიანი რიტუალი იწყებოდა პირველი ქუატერით, სავსე მთვარით (ან სავსე თვალი) და მთავრდებოდა მესამე ქუატერით. ეს ციკლი ეძღვნებოდა მთვარის ღმერთის ოსირისის საიდუმლოს.

 

ფესტივალები და პროცესიები


ქურუმის მიერ საკვების მსხვერპლად შეწირვა

ფესტივალები იყო ცერემონიები, რომლებიც ყოველწლიურად იმართებოდა და ეძღვნებოდა მაატისა (დაპირების) და შესაბამისად დედამიწაზე სიცოცხლის შენარჩუნებას. აქედან გამომდინარე, ფესტივალები სამეფო ცერემონიებს წარმოადგენდა, სადაც ფარაონი “მოიყვანდა” ღვთაებებს და ხელახლა დაადგენდა მის ღვთაებრივ მმართველობას. ეს ეგვიპტური ფესტივალები იყო უკიდურესი დრამატული ინტენსივობის და დაახლოებით მათ გიგანტურ რიტუალურ წარმოდგენებს უწოდებდნენ, სადაც ღმერთებმა, ღვთაებრიობამ, ფარაონმა, ქურუმებმა, მუსიკოსებმა, მოცეკვავეებმა და ა. შ. ხელახლა ააღორძინეს უძველესი მითი და დაპირება. ზოგიერთ რიტუალებში ჩვეულებრივ ხალხსაც უნდა მიეღო მონაწილეობა და მიეტანათ საჭმელი და ღვინო ღმერთებისთვის და წინაპართა სულებისთვის, როგორც მსხვერპლი. ზოგიერთი ეგვიპტოლოგის ვარაუდით ამ ფესტივალებზე მსხვერპლად სწირავდნენ ბავშვებს, ხდებოდა წინდაცვეთა.

 


წინდაცვეთის რიტუალი

 


ადამიანის მსხვერპლშეწირვის რიტუალი

სხვადასხვა პერიოდში ძველი ეგვიპტის რიტუალები განიცდიდა ცვლილებებს, მაგრამ ეს ცვლილებები არ იყო რადიკალური და ფართო. საბოლოოდ პტოლემეთა ბერძნულ-ეგვიპტური დინასტიის გამეფების შემდეგ ძველ ეგვიპტური რიტუალების უმეტესობა დაიკარგა. იმ ძველი რიტუალების აღორძინების ცდები ჰქონდა დედოფალ კლეოპატრა VII-ს, მაგრამ ის ეგვიპტის უკანასკნელი დედოფალი იყო და მისმა რეფორმებმა შედეგი ვეღარ გამოიღო. კლეოპატრას გარდაცვალებით ფარაონის ეგვიპტემ არსებობა შეწყვიტა და უშუალოდ დაექვემდებარა რომის იმპერიას. III საუკუნეში ეგვიპტეში ქრისტიანობა ფართოდ გავრცელდა და ძველ ეგვიპტური რელიგია თავისივე რიტუალებით საბოლოოდ გადაშენდა. IX საუკუნეში მოხდა ეგვიპტის არაბიზაცია (მანამდე VII საუკუნეში ისლამიზაცია) და ძველი ეგვიპტელი ხალხის გენებიც დაიკარგა. ითვლება, რომ თანამედროვე კოპტები ძველი ეგვიპტელების შთამომავლები არიან, მაგრამ ევროპელების გენები უფრო ემთხვევა ძველი ეგვიპტელების გენები ვიდრე მათი.

მიუხედავად ამ ყველაფრისა ეგვიპტური რიტუალები ჰაერში არ გამქრალა. სანამ ეს ყველაფერი მოხდებოდა სწორედ ძველი ეგვიპტის რელიგიის და კულტურის საფუძველზე და დიდი გავლენის შედეგად ჩამოყალიბდა ძველ ბერძენთა, ელინთა, რელიგია და რიტუალები. დღესაც კი მთელს მსოფლიოში შემორჩენილია ძველ ეგვიპტელთა რიტუალების ჩანართები, მაგალითად ღვინის შეწირვა, საჭმლის შეთავაზება და შეწირვა (გავიხსენოთ ჩვენი ტრადიცია, როცა მიცვალებულთა მოხსენიების დღეს სასაფლაოზე ვტოვებთ ღვინოს და საჭმელს), თუნდაც გლოვის ტრადიცია, ასევე დატირების. აქედან გამომდინარე დიდი ცივილიზაციები არასოდეს ქრებიან, ქრებიან მხოლოდ ფიზიკურად.

loading...
თეგები

მსგავსი ამბები

Close
Close