გართობაკულტურა

მსოფლიოს 10 უდიდესი ატრაქციონი (Roller Coasters)

Credit: 663highland (via Wikipedia)

ამ გთავაზბთ მსოფლიოში 10 ყველაზე დიდ, ყველაზე ექსტრემალურ, ყველაზე საშიშ და ამავდროულად ყველაზე საინტერესო ატრაქციონებს. (Roller Coasters)თუ მძაფრი შეგრძნებების მოყვარული ხართ, თუ გიყვართ ადრენალინი ან თუ უბრალოდ გიყვართ გართობა ეს სტატია თქვენ გეძღვნებათ.

წარმოიდგინეთ პირველი შეგრძნება როცა ასეთი ატრაქციონის ვაგონში ზიხართ. ვაგონმა მიაღწია ლიანდაგის უმაღლეს წერტილს… ელოდებით… ელოდებით… ელოდებით… და უცებ ვუაჰააააააააააააააააააა, ერთიანად მოსწყდა თქვენი ვაგონი ადგილს, წარმოუდგენელი სისწრაფით ეშვებით დედამიწისკენ, ყვირილი, კივილი, ჰაერში ატყორცნილი ხელები და ხისა თუ ფოლადის დამჭერებს მინდობილი თქვენი სიცოცხლე.

არააქვს მნიშვნელობა რამდენად ახალი ტექნოლოგიებით დამზადებულ ასეთ ატრაქციონს გთავაზობენ, რამდენად სწრაფად ადის უმაღლეს წერტილამდე. ეს ყველაფერი მეორე ხარისხოვანია იმ შეგრძნებასთან შედარებით რასაც დაშვებისას იღებთ. მთავარია ასეთი ატრაქციონის სიმაღლე. რაც მაღალია მით მეტია ადრენალინი, მით მეტია გართობა, მით მეტ ხანს გრძელდება მიღებული სიამოვნება და რათქმაუნდა მით მეტ ხანსაც გაგყვებათ იგი.

განაგრძეთ სტატიის კითხვა და შემოგთავაზებთ 10 ყველაზე მაღალ ეგრედ წოდებულ Roller Coaster-ს.

#10 — Titan

სიმაღლე – 75 მეტრი, ტეხასი.

Credit: Chris Hagerman (via Wikipedia)

ფოტოს ავტორი: Chris Hagerman. ფოტო წამოღებულია ვიკიპედიიდან.

Credit: Chris Hagerman (via Flickr)

ფოტოს ავტორი: Chris Hagerman. ფოტო წამოღებულია Flickr-დან


ტიტანი – სახელიც კი ყვირის მის ზომას. მეათე ადგილი უკავია ჩვენს სიაში და ნამდვილად ამართლებს თავის სახელს.

მანძილი ტიტანის უმაღლესი წერტილიდან ვარდნისას უფრო დიდია ვიდრე ზემოთ ასვლისას. ასვლისას 75 მეტრს გაივლით ხოლო ვარდნისას 79-ს. ეს იმიტომ რომ ვარდნისას ლიანდაგი ნაკლებად დახრილია, რაც მანძილს ზრდის. ვარდნას ამძაფრებს ის ფაქტიც რომ საბოლოოდ გვირაბში ეშვებით. ამ ატრაქციონით დაშვებისას წამებში აღწევთ 136 კმ/სთ -ზე მეტ სიჩქარეს.

#9 — Eejanaika

სიმაღლე 76 მეტრი. — Fuji-Q Highland — იაპონია

Credit: ddimatteo (via Wikipedia)

ფოტოს ავტორი: ddimatteo. ფოტო წამოღებულია ვიკიპედიიდან.

Credit: Lars K. Jensen (via Flickr)

ფოტოს ავტორი: Lars K. Jensen. ფოტო წამოღებულია Flickr-დან.

ყველაზე ველური ატრაქციონის შეხედულება აქვს. არა უბრალოდ თავდაყირა დაგკიდებთ და ისე გაგაქანებთ არამედ თვითონ სკამებიც კი ბრუნავენ.

ეს ატრაქციონი გინესის რეკორდის მფლობელია თუმცა ეს რეკორდი მან უფრო სკამების ექსტრემალური ბრუნვისა და განლაგებისთვის მიიღო ვიდრე სიდიდისთვის.

შეიძლება დაეთანხმოთ კიდევაც ამ რეკორდს ან არ დაეთანხმოთ მაგრამ ის უდავოა რომ მასზე თუ აღმოჩნდით ნამდვილად უჩვეულო შეგრძნებებს განგაცდევინებთ.

#8 — Fujiyama

სიმაღლე 79 მეტრი. — Fuji-Q Highland — იაპონია

Credit: Geomr (via Wikipedia)

ფოტოს ავტორი: Geomr. ფოტო წამოღებულია Wikipedia-დან.

Credit: Odysseygate (via Flickr)

ფოტოს ავტორი: Odysseygate. ფოტო წამოღებულია Flickr-დან.

ფუჯიიამა საკმაოდ ძველი ატრაქციონია – 1996 წელს აშენებული. ამის მიუხედავად საწინააღმდეგო არავის აქვს კლასიკური ფოლადის ლიანდაგებისა და ვაგონებისა როცა ის გასაოცარი შეგრძნებებით უმასპინძლდება სტუმრებს. წარმოუდგენელი ვარდნა, სიჩქარე, და გაცილებით გრძელი გზა ფინიშამდე. მისი მაქსიმალური სიჩქარე 131 კმ/სთ სწრაფია წინა ატრაქციონთან შედარებით რომელიც იმავე პარკშია. ასევე ცოტათი მაღალიცაა. უცნაურია რომ ახალი უფრო დაბალია ვიდრე 1996 წელს აშენებული.

#7 — Thunder Dolphin

სიმაღლე 80 მეტრი — LaQua — იაპონია

Credit: 663highland (via Wikipedia)

ფოტოს ავტორი: 663highland. ფოტო წამოღებულია Wikipedia-დან.

Credit: Freakazoid! (via Flickr)

ფოტოს ავტორი: Freakazoid! ფოტო წამოღებულია Flickr-დან.

ზედაპირულად შეხედვისას არც ისე შთამბეჭდავი ჩანს. თან მისი სახელიც არ აშინებს სტუმრებს(მქუხარე დელფინი) მისი სიჩქარე 129 კმ/სთ-ზე მეტია. მაქსიმალური ვარდნისას ლიანდაგის დახრილობა ვერტიკალური 80 გრადუსია. არც ძალიან გრძელია.

ის რაც ამ ატრაქციონს უნიკალურად აქცევს გზაა რომელიც მან უნდა გაიაროს. მან შენობაშიც კი უნდა გაიაროს რაც საერთო სცენარს უფრო ამძაფრებს.

#6 — Millennium Force

სიმაღლე 94 მეტრი — Cedar Point — ოჰაიო

Credit: Matt Dempsey (via Flickr)

ფოტოს ავტორი:Matt Dempsey ფოტო წამოღებულია Flickr-დან.

Credit: Andrew Borgen (via Flickr)

ფოტოს ავტორი: Andrew Borgen. ფოტო წამოღებულია Flickr-დან.

ერთერთი ყველაზე შთამბეჭდავია ჩვენს სიაში. მას შემდეგ რაც 2000 წელს გაიხსნა მან არა უბრალოდ 10 მსოფლიო რეკორდი მოხსნა ასევე სხვა პრიზების მფლობელიცაა. მან მსოფლიოს დღევანდელი საოცრებების ოქროს წოდება 5-ჯერ მიიღო. (ბოლო რამოდენიმე წელში კი მეორე ადგილსაც ხშირად იკავებდა)

პირველი რაც შთაბეჭდილებას ახდენს ფრიალო კლდესავით აღმართული კონსტრუქციაა. 150 კმ/სთ სიჩქარით ეშვება დედამიწისკენ.

#5 — Steel Dragon 2000

სიმაღლე 97 მეტრი — Nagashima Spa Land — იაპონია

Credit: thecrypt (via Flickr)

ფოტოს ავტორი: thecrypt. ფოტო წამოღებულია Flickr-დან.

Credit: thecrypt (via Flickr)

ფოტოს ავტორი: thecrypt. ფოტო წამოღებულია Flickr-დან.

ფოლადის დრაკონი იმიტომ ჰქვია რომ დრაკონი კუდის ფორმა აქვს.

აქ მხოლოდ ციფრებს დაგისახელებთ და მერე ყველაფერი გასაგები იქნება

სიჩქარე 153 კმ/სთ. 2,5 კილომეტრია მისი სრული სიგრძე. ყველაზე გრძელია ასეთ ატრაქციონებს შორის.

#4 — Tower of Terror

სიმაღლე 115 მეტრი — Dreamworld — ავსტრალია

Credit: Lakeyboy (via Wikipedia)

ფოტოს ავტორი: Lakeyboy. ფოტო წამოღებულია Wikipedia-დან.

Credit: Lakeyboy (via Wikipedia)

ფოტოს ავტორი: Lakeyboy. ფოტო წამოღებულია Wikipedia-დან.

ეს ყველაზე სწრაფია 160 კმ/სთ სიჩქარით. დიდი აჩქარებით მიჰქრით ჯერ ჰორიზონტარულ ზედაპირზე, შემდეგ სწრაფად ადიხაღთ 90 გრადუსიან ციცაბოზე. როდესაც უმაღლეს წერტილს მიაღწევს უცებ წყდება და უკანვე ეშვება. ხანგრძლივობა საკმაოდ მოკლეა სულ რაღაც 30 წამში ყველაფერი მორჩება მაგრამ მაინც ძალიან დიდ ექსტრემალურ შეგრძნებებს იწვევს.

#3 — Superman: The Escape

სიმაღლე 126 მეტრი — Six Flags Magic Mountain — კალიფორნია

Credit: Martin Lewison (via Flickr)

ფოტოს ავტორი: Martin Lewison. ფოტო წამოღებულია Flickr-დან.

Credit: Konrad Summers (via Flickr)

ფოტოს ავტორი: Konrad Summers. ფოტო წამოღებულია Flickr-დან.

#2 — Top Thrill Dragster

სიმაღლე 128 მეტრი — Cedar Point — ოჰაიო

Credit: Matt Dempsey (via Flickr)

ფოტოს ავტორი: Matt Dempsey. ფოტო წამოღებულია Flickr-დან.

Credit: monkeyatlarge (via Flickr)

ფოტოს ავტორი: monkeyatlarge. ფოტო წამოღებულია Flickr-დან.

თუ საერთოდ ასეთი ატრაქციონების გეშინიათ მაშინ ამას ნამდვილად ერიდეთ თორემ ნამდვილად საშინელ 194 კმ/სთ-ს განიცდით უდიდეს კონსტრუქციაზე გაქროლებისას.

#1 — Kingda Ka

სიმაღლე 139 მეტრი — Six Flags Great Adventure — ნიუ ჯერსი

Credit: Dusso Janladde (via Wikipedia)

ფოტოს ავტორი: Dusso Janladde. ფოტო წამოღებულია Wikipedia-დან.

Credit: Dusso Janladde (via Flickr)

ფოტოს ავტორი: Dusso Janladde. ფოტო წამოღებულია Flickr-დან.

უბრალოდ სიჩქარეს დაგისახელებთ 205 კმ/სთ. დანარჩენი თავად წარმოიდგინეთ.

იმედია მოგეწონათ :) მაქსიმალურად ვეცადე რომ ასე მომხდარიყო :)

წყარო: http://web.newsmacne.com

მსგავსი ამბები

Back to top button