მისტიკასაკითხავიუცნაური

5 ყველაზე საშიში ადგილი დედამიწაზე

დედამიწაზე არსებობს რამდენიმე ადგილი, რომელიც მსოფლიო ისტორიაში შესულია როგორც ყველაზე საშიში ადგილი.

1) Myrtles-ის პლანტაცია (ლუიზიანა)

Myrtles-ის პლანტაციას თავდაპირველად ერქვა Laurel Grove-ი და 1796 წელს აშენდა გენერალ Bradford-ის მიერ. არსებობს რამდენიმე ლეგენდა, რომელიც დაკავშირებულია ამ ადგილთან. ყველაზე გავრცელებული და პოპულარული ლეგენდა კი ეხება Chloe-ს. იგი იყო მონა, რომელიც იძულებული გახდა გამხდარიყო გენერლის საყვარელი. როდესაც გენერალმა ინტერესი დაკარგა Chloe-ს მიმართ, მან აქტიურად დაიწყო გენერლის თვალყურის დევნება. ერთ დღესაც ის ყურმოჭრილი იპოვეს, რის შემდეგაც მან დაიწყო მწვანე ჩალმის ტარება, რითაც საკუთარი ნაკლის დაფარვას ცდილობდა. ამის შემდეგ, მან შეცდომით მოწამლა გენერლის ცოლი და ორი შვილი. როდესაც მან აღიარა დანაშაული სხვა მონებთან, იგი მოკლეს და მისი სხეული მდინარე მისისიპიში გადააგდეს. ამის შემდეგ ქალის სული პერიოდულად ჩნდება პლანტაციაში და უკეთია მწვანე ჩალმა, როგორც Chloe-ს.

2) სასტუმრო Goldfield (ნევადა)



ის ქალაქი, სადაც ეს სასტუმრო მდერეობს, აღიქმება ყველაზე საშიშ ადგილად დედამიწაზე. ეს კი გამოწვეულია საკმაოდ შემაშფოთებელი ისტორიით. როგორც ცნობილია, სასტუმროში დასახლებულია ქალის მოჩვენება, რომელსაც ჰქვია Elizabeth-ი. სასტუმროს მფლობელს George Wingfield-ის ჰქონდა რომანი Elizabeth-თან, რომელიც მისგან დარჩა ფეხმძიმედ. Wingfield-ის არ სურდა პასუხისმგებლობის საკუთარ თავზე აღება. მას არ უნდოდა საკუთარი რეპუტაციის შელახვა, რადგან იგი იყო მდიდარი და გავლენიანი ადამიანი. იმის გამო რომ ეს ფაქტი ცუდად იმოქმედებდა მის რეპუტაციაზე მან ქალი მიატოვა. მან Elizabeth-ი 109-ე ოთახში მიაჯაჭვა რადიატორზე და იქ ბავშვის დაბადებამდე დატოვა. როდესაც ბავშვი დაიბადა, George-მა იგი სასტუმროს ქვეშ არსებულ შახტში ისროლა. Elizabeth-ი ამ ინციდენტის შემდეგ გარდაიცვალა, თუმცა მისი სული არასდროს არ წასულა ამ ქვეყნიდან. როგორც ცნობილია, ამ ადგილას ხშირად ისმის ბავშვის ტირილი და ქალის ხმა. ზოგი ადამიანი კი ამტკიცებს, რომ ამ ადგილას ხშირად დგას George Wingfield-ის სიგარის სუნი.

3)   კატაკომბები (პარიზი)        


მე-18 საუკუნეში პარიზის სასაფლაოები იმდენად იყო გადაჭედილი, რომ თითუელი რამდენჯერმე იყო გამოყენებული. გვამები ესვენა პირდაპირ მიწაზე და ერთმანეთზე დასაფლავების გარეშე. ეს კი იწვევდა ადამიანების ნარჩენების მიწაში გაჟონვას, რაც აბინძურებდა წყალს. ეს სანიტარული პირობები პარიზში ხშირად ხდებოდა ადამიანების გარდაცვალების მიზეზი და 1786 წელს გადაწყდა, რომ გამოეყენებინათ გარეუბნებში არსებული მიწისქვეშა ცარიელი გვირაბები, რათა მიეჩინათ ადგილი გვამებისათვის. მრავალი წლის შემდეგ მოხდა გვამების გახრწნა, რამაც გამოწვია პარიზის კატაკომბების გაჩენა. სწორედ ეს ადგილი გახდა მოჩვენებების სამყოფელი. მრავალი ტურისტი აღნიშნავს, რომ მათ შეეხო და ხელი კრა უცნობმა ძალამ. ეს არის ყველაზე საშიში ადგილი ღამით.

4)   ედინბურგის სასახლე (შოტლანდია) 

ეს სასახლე მიიჩნევა, როგორც ყველაზე საშიში ადგილად არა მარტო ედინბურგში არამედ მთელ ევროპაში. ამ სასახლეს გააჩნია სისხლიანი ისტორია, რამაც იგი გახადა ყველაზე შემაშფოთებელ სასახლედ მსოფლიოში. მისი დილეგები მოსწრებულნი არიან ათასობით ადამიანის სიკვდილს. მის მიწისქვეშა აკლდამებში და ქუჩაში იყვნენ ჩაკეტილები შავი ჭირით დაავადებული ადამიანები, როდესაც მისი განადგურება საბოლოოდ სურდათ. იქ შეხვდებით მრავალ მოჩვენებას, მათ შორის არიან: პატიმართა სულები, უთავო მედოლის მოჩვენება და ძაღლის სული. ასევე იქ ჩასულ ადამიანს აწუხებთ ზებუნებრივი შეგრძნებები, მაგალითად: შეგრძნება იმისა, რომ უთვალთვალებენ, ხელებით მიათრევენ, ტემპერატურა უვარდებათ და სხვა მსგავსი შეგრძნებები.

5)   Waverly Hills-ის სანატორიუმი (კენტუკი)

Waverly Hills სანატორიუმი თავდაპირველად 1883 წელს ოჯახმა შეიძინა, როგორც საცხოვრებელი სახლი, მაგრამ მოგვიანებით 1900 წლის დასაწყისში იგი გადაკეთდა სანატორიუმად, სადაც მკურნალობდნენ ტუბერკულიოზით დაავადებულ ადამიანებს. მაგრამ ყველა ვინც აქ სამკურნალოდ მოდიოდა, საბოლოოდ კარგავდა ცხოვრებას. ათასობით ადამიანმა დაასრულა სიცოცხლე ამ სანატორიუმში, ასევე მრავალი ადამიანი კვდებოდა ყოველდღიურად. არაბუნებრივი სიკვდილის გამო, მრავალი ადამიანის სული იგრძნობა ამ ადგილას. სანატორიუმის მნახველებს ესმით ხმები და ხედავენ მოჩვენებებს. ყველაზე საშიში სანახაობა არის ბავშვის მოჩვენება, რომელსაც თვალები არ გააჩნია. ერთ-ერთ ოთახში თუ იატაკზე გააგორებ ბურთს, ბურთი უკან თავისით ბრუნდება. ეს ადგილი არის საკმაოდ საშიში და ბნელი.

თეგები

მსგავსი ამბები

Close
Close