ჰოლივუდის ყველაზე ხარჯიანი მსახიობები
ხარჯიანობა, ამ შემთხვევაში, მსახიობის მიერ მოტანილ შემოსავალთან შედარებით მასზე გაწეულ გაუმართლებლად მაღალ დანახარჯს უკავშირდება.
მაგალითად, როგორც გაირკვა, ბევრ კინომოყვარულს არ გასჩენია სურვილი, დრიუ ბერიმორის საშემსრულებლო ოსტატობა ეხილა EVERYBODY FINE-ში. ამ ფილმმა 21 მილიონი დოლარის ბიუჯეტის პირობებში მხოლოდ 16 მილიონი მოიტანა. მსგავსი ჩავარდნების წყებამ ბერიმორი რეიტინგ Hollywood’s Most Overpaid Actors-ის ლიდერად აქცია : მას ყველაზე მეტი ფული დაახარჯეს შესაბამისი უკუგების გარეშე – გადახდილ თითო დოლარზე ბერიმორს მხოლოდ 40 ცენტის სარგებელი მოჰქონდა.
ედი მერფიში ინვესტირებულმა ყოველმა დოლარმა ბერიმორზე ჯერადად მეტი – 2,7 დოლარი მოიტანა. მაგრამ თუ მერფის შია ლებუფს (მისთვის გადახდილ 1 დოლარს 81 დოლარი მოაქვს) ამ კუთხით შევადარებთ, ცნობილი კომიკოსი აშკარა მაჩანჩალაა.
ეს მონაცემები Forbes-ის ვარსკვავური რეიტინგისთვის მოძიებული მასალიდან ამოიკრიფა, მას შემდეგ რაც დაანგარიშდა მსახიობების შემოსავლების შეფარდება სამი ბოლო ფილმისთვის (ანიმაციურის გარდა) – ფილმების საერთო საოპერაციო შემოსავალთან.
1. დრიუ ბერიმორი + $1 = $0.40
2. ედი მერფი + $1 = $2,70
3. უილ ფარელი + $1 = $3.50
4. რიზ ვიზერსპაუნი + $1 = $3.55
5. დენზელ ვაშინგტონი + $1 = $4.25
6. ნიკოლას კეიჯი + $1 = $4.40
7. ადამ სენდლერი + $1 = $5.20
8. ვინს ვონი + $1 = $5.20
9. ტომ კრუზი + $1 = $6.35
10. ნიკოლ კიდმანი + $1 = $6.70
2011 წელი ახლახანს დასრულდა, ამიტომ ჯერ გამოკვლევა არ ჩატარებულა.
2010 წლის ყველაზე მომგებიანი მსახიობები
შია ლებუფი + $1 = $81
ენ ჰეთევეი + $1 = $64
დენიელ რედკლიფი + $1 = $61
იმედია მოგეწონათ :))
წყრო: ჟურნალი “Forbes Georgia”