არქივი

10 ფაქტი ჰოლივუდის შესახებ

bc05ce4d0b5d

1. HOLLYWOOD-ის ნიშანი შეიქმნა 1923 წელს, მაგრამ მაშინ ის არ ასოცირდებოდა კინო ან სატელევიზიო ინდუსტრიასთან. თავიდან  ეს იყო რეკლამა ლოს ანჯელესის ახალი საცხოვრებელი უბნებისა , და წარწერა იყო შედარებით გრძელი : HOLLYWOODLAND.  რეკლამის ეს ბანერი დაახლოებით წელიწადნახევარი უნდა მდგარიყო, მაგრამ  ვინაიდან კინოინდუსტრიამ ჰოლივუდში ძალიან სწრაფად დაიწყო განვითარება, პროექტის ავტორებმა გადაწყვიტეს მისი დატოვება.

84f35ffb5c48
პეგ ენტუისი

2.1932 წლის 16 სექტემბერს HOLLYWOOD-ის  “N” ასოდან გადმოხტა ბრიტანელი მსახიობი პეგ ენტუისი. თვითმკვლელობის მიზეზი გახდა მსახიობის  წარუმატებელი მცდელობები, მიეღწია აღიარებას ჰოლივუდში.

3. მეორე მსოფლიო ომის დროს ოსკარის დაჯილდოებისთვის ქანდაკებებს გიფსისგან ამზადებდნენ.

400a3d6e8618

ჰიუ ჰეფნერი

4.დროთა განმავლობაში, ასოებმა HOLLYWOOD-დან დაიწყეს ცვენა. აღდგენისთვის საჭირო თანხა ასოების აუქციონზე მოგროვდა, რომელიც 1978 წელს ჟურნალ “ფლეიბოის” დამაარსებელმა ჰიუ ჰეფნერმა მოაწყო.  აუქციონი გრძელდებოდა სამი თვის განმავლობაში. ამერიკელმა როკ-მუსიკოსმა ელის კუპერმა თავის თავზე აიღო ასო «O» რესტავრაციის ყველა ხარჯები, ხოლო ასოების «L» და «W» რესტავრაცია ჯინ ოტრიმ და პოლ უილიამსმა დააფინანსეს.

5.1960 წლის 9 თებერვალს “დიდების ხეივანზე” პირველი ვარსკვლავი ჩადგეს. ის ეკუთვნის ცნობილ მსახიობს ჯოან ვუდვარდს. დღეისათვის ცნობილი ტროტუარი  2456 ვარსკვლავს ითვლის. ბოლო ვარსკვლავი სულ რაგაც რამდენიმე დღის წინ, 2012 წლის 5 იანვარს, ჯგუფ  Boyz II Men გაუხსნეს .

ad18ddf59500

დიდების ხეივნის არსებობის განმავლობაში მოიპარეს 4 ვარსკვლავი (კირკ დუგლასის, ჯეიმს სტიუარტის, ჯინ ოტრისა და გრეგორი პეკის). ვარსკვლავები იხსნება არამარტო ადამიანების, არამედ მულტიპლიკაციურ გმირების (მიკი მაუსი), შენობების, კომპანიების,  გმირების საპატივცემულოდ. ასევე არსებობენ უწარწერო ვარსკვლავებიც.

d5a21f180571

ისეთმა მსახიობებმა, როგორიც ჯულია რობერტსი და კლინტ ისტვუდია, უარი განაცხადეს თავიანთი  ვარსკვლავის ჩადგმაზე. უნდა აღინიშნოს, რომ ვარსკვლავის ჩადგმა უშუალოდ  კანდიდატის თანხმობით ხდება.

f8a899e7961b

6. თითოეული ვარსკვლავის ზედაპირზე, ზედა მხარეს ამოტვიფრულია ლაურეატის სახელი და გვარი, ხოლო ვარსკვლავის ქვედა ნაწილში არის სპილენძის მრგვალი ემბლემა, რომელიც მიუთითებს თუ რომელ ინდუსტრიაში შეიტანა წვლილი ლაურეატმა.

  • Walk of Fame Category Motion Pictures.jpg —  კინოინდუსტრიაში შეტანილი წვლილის გამო – კინოკამერის ემბლემა
  • Walk of Fame Category Television.jpg — ძველი ტელევიზორი – სატელევიზიო ინდუსტრიაში შეტანილი წვლილის გამო.
  • Walk of Fame Category Recording.jpg — ფონოგრაფი – მუსიკალურ და ხმისჩამწერ ინდუსტრიაში შეტანილი წვლილის გამო.
  • Walk of Fame Category Radio.jpg — რადიო-მიკრაფონ რაფიოინდუსტრიაში შეტანილი წვლილის გამო.
  • Walk of Fame Category Theater.jpg — თეატრალურ ინდუსტრიაში შეტანილი წვლილის გამო – ნიღაბი კომედია / ტრაგედია (არსებობს 1984 წლის შემდეგ)

641d6114f1be

7. ჯინ ოტრი ხელოვნების ერთადერთი წარმომადგენელია, რომელმაც ხუთივე ემბლემა დაიმსახურა.

920bc4648d4d

8.2001 წლის ნოემბერში, ჰოლივუდის ცენტში გაიხსნა Kodak-ის კინოთეატრი (Kodak Theatre), რომელიც 3000-ზე მეტ ადამიანს იტევს. ეს თეატრი გახდა “ოსკარის” დაჯილდოების ცერემონიალის ჩატარების მუდმივ ადგილად. თუმცა ცოტა ხნის წინ ამერიკულმა კინოაკადემიამ გამოაცხდა, რომ 2014 წლის “ოსკარის” დაჯილდოების ცერემონიალი შესაძლოა Kodak-ის კინოთეატრიდან სხვა ადგილას გადაიტანონ.

5e9a374c85ac

9. ჰოლივუდში ფილმებს აჩვენებენ ყველგან: ბილბორდებზე, პლაკატებზე, დიდ ეკრანებზე და რაოდენ გასაკვირიც არ უნდა იყოს- სასაფლაოებზეც.)  აქვე არსებობს ვარსკვლავთა პანთეონიც  Hollywood Forever Cemetery.  2001 წლიდან, ზაფხულის კონოფორუმ «Cinespia» ფარგლებში, ვარსკვლავთა პანთეონში აჩვენებენ ახალ ფილმებს. ფილმების დემონსტრაცია მიმდინარეობს ჰოლივუდის ლეგენდა- რუდოლფ ვალენტინოს მავზოლეუმის კედლებზე.

3f87165cbf9a

10. და ბოლოს, ყველას გაუგონია გამოთქმა ჰოლივუდური ღიმილი, მაგრამ ბევრმა არ იცის მისი ისტორია.  ტერმინი ეკუთვნის 30-იან წლებში მოღვაწე ფრანგ სტომატოლოგ ჩარლზ პინკუსს. იმისათვის,რომ ჰოლივუდის ვარსკვლავებს ეკრანებიდან თავი  მოეწონებინათ სწორი, თეთრი კბილებით, სტომატოლოგმა გამოიგონა ტექნოლოგია სახელად Hollywood Laminates — კერამიკული ფილები, რომლებიც კბილებზე სპეციალური წებოვანი ფხვნილით ეკვროდნენ. Hollywood Laminates -მა პინკურს არნახული პოპულარობა მოუტანა ვარსკვლავებს შორის და სახელიც ვარსკვავური დაერქვა – “ვარსკვლავების სტომატოლოგი”. პინკურის კლიენტებს შორის იყვნენ: ჯუდი გარლენდი, შირლი ტემპლი, ელისაბედ ტეილორი, ფრედ ასტერი და სხვა.

 

მსგავსი ამბები

Back to top button