გართობაუცნაური

საინტერესო ფაქტები – აზოვის ზღვა

57b0eb47ffd9

გთავაზობთ საინტერესო ფაქტებს აზოვის ზღვის შესახებ:

1. ღამით, აზოვის ზღვაში ბანაობისას, შეიძლება შეამჩნიოთ, როგორ ანათებს სანაპირო ზოლი. მსგავსი ნათება გამოწვეულია სანაპიროსთან ახლოს მცხოვრები პლანქტონური ორგანიზმებით, რომლებიც შეიცავენ ფოსფორს.

2. შავ ზღვასთან შედარებით აზოვის ზღვის წყალი ნაკლებად მარილიანია. ამის მიზეზი კი ზღვაში ჩამდინარე მთავარი მდინარეები – დონი და კუბანია, ისინი განაპირობებს ზღვის შედარებით დაბალ მარილიანობას, ზოგიერთ ადგილას კი სრულ სიმტკნარეს.

3. აზოვის ზღვა ყველაზე პატარა ზღვად ითვლება მსოფლიოში. მისი სიგრძე 340 კმ-ია, სიგანე კი – 135 კმ. — სიგანეში და 37 555 კმ² ფართობი უჭირავს

7734ba03dddc

4. მიუხედავად ზედაპირის თითქმის ერთნაირი მოცულობისა, (აზოვის ზღვა – 37 555 კვ. კმ; ბაიკალის ტბა – 31 722 კვ. კმ) ბაიკალის ტბის აუზის შესავსებად 94 აზოვის ზღვის წყლის მოცულობა დაგვჭირდება.

5. აზოვის ზღვას მეორენაირად მოლუსკების ზღვასაც უწოდებენ, რაც იმ ფაქტთანაა დაკავშირებული, რომ აქ მოლუსკების განსაკუთრებით დიდი რაოდენობა ბინადრობს.

9fc61594536e

6. აზოვის ზღვის საშუალო სიღრმე მხოლოდ და მხოლოდ 8 მეტრია. სილის დანალექის დაგროვების დროს მისი საშუალო სიღრმე 1 მეტრსაც კი არ აღემატება, განსაკუთრებით ტაგანროგის ყურესთან. ყველაზე ღრმა ადგილი აქ 30,5 მეტრია.

7. აზოვის ზღვაში წყლის რაოდენობა თანდათან უფრო იკლებს, ეს ადგილობრივი მცხოვრებთათვის თვალითაც მარტივი შესამჩნევია და არ საჭიროებს მეცნიერულ დასაბუთებებს.

8. თუ ზაფხული ცხელია და მზიანი ამინდები დიდხანს გრძელდება, აზოვის ზღვაში წყლის ტემპრატურა 30 გრადუსამდე თბება. ეს არ ხდება სხვა არც ერთ ზღვაში, თუმცა უნდა გავითვალისწინოთ, რომ სხვა ზღვები არ არის ასეთი მცირე მოცულობისა და ფართობის.

82db467ca5c6

9. ისტორიულად ზღვა მდიდარი იყო წლის ფლორითა და ფაუნით, თუმცა ზედმეტი თევზჭერისა და დაბინძურებისგან მან ბოლო დროს შესამჩნევად იკლო.

10. აზოვის ზღვაში არ ხდება მიქცევები და მოქცევები, თუმცა ეს არ ნიშნავს რომ მისი დონე არ არის ცვალებადი. დაკვირვებებმა აჩვენა, რომ აზოვის ზღვის დონის ცვალებადობა დამოკიდებულია მასში ჩამავალი მდინარეების წყლის ნაკადზე, ატმოსფერულ ნალექებზე, აორთქლების მოცულობაზე, შავ ზღვასთან წყლის ნაკადის გაცვლასა და სხვა გარემო პირობებზე.

11. ექიმები ამტკიცებენ, რომ აზოვის ზღვის სილას სამკურნალო თვისებები აქვს და გვირჩევენ 1.5-2 საათი მაინც გავატაროთ პლაჟზე.

0543d14fd49f

ვიდეოში იხილეთ ვულკანის ამოფრქვევა აზოვის ზღვაში:

n25t

ცნობისმოყვარე უსაქმური

მსგავსი ამბები

Back to top button