საკითხავისასარგებლოსურათები

არაკონვენციური სილამაზე

ოდესმე თუ შეგხვედრიათ ქალი რომელიც არ არის ლამაზი მაგრამ რატომღაც იპყრობს თქვენს ყურადღებას და თვალს ვერ წყვიტავთ მას, შეიძლება რაღაც მამაკაცურიც კი იყო მასში მაგრამ ის უფრო მოგწონებოდეთ ვიდრე ბარბის ან ვენერა მილოსელის ნაირი გოგოები. ამას ქვია არაკონვენციური სილამაზე.
ამ საიტზე ბევრი პოსტი იყო მიძღვნილი როგორც თანამედროვე ასე ათწლეულების და ნახევარი საუკუნის წინანდელი აღიარებული ლამაზმანებისადმი. მე წარმოგიდგენთ რამდენიმე ქალს რომლებიც ჩემი და არამარტო ჩემი აზრით არაკონვენციური სილამაზის ეტალონებათ ითვლებიან.

ჰილარი სვონკი

როდესაც ჰილარი ვნახე ფილმში “ბიჭები არასდროს არ ტირიან” მასში ქალი ნამდვილად ვერ ამოვიცანი. სხვათაშორის მას კურიოზიც შეემთხვა ფილმის გადაღების წინ, როდესაც ჰილარი მივიდა FOX-ში ამ ფილმის საცდელი გადაღებებისთვის, მას დაცვა არ უშვებდა ტერიტორიაზე რადგან იცოდნენ რომ უნდა მოსულიყო ქალი სახელად ჰილარი, მათ წინ კინ ვიღაც მოზარდი “ბიჭი” გაიჭიმა ჰილარი სვონკი ვარო, ამის ინციდენტის შემდეგ ჰილარი რათქმაუნდა ულაპარაკოდ დაამტკიცეს როლზე.

მასში მართლაც ბევრია “კაცური” თუმცა ის ამასთანავე ლამაზიც არის

ელენა ბონემ კარტერი

გენიალური აქტიორი მას შეუძლია ითამაშოს პათოსური ოფელიათი დაწყებული  გიჟური ბანქოს დედოფლით დამთავრებული ნებისმიერი როლი, მაგრამ მე ეს ქალი უფრო მეტად მისი სილამაზის გამო მომწონს, ის არ ბზინავს გლამურული ქალბატონებივით, მაგრამ შეუძლებელია გულგრილად ჩაუარო გვერდით.

ტილდა სვინტონი

გარეგნულად უფრო ცივი და მიუკარებელია ვიდრე ყინული, “მწვანეთვალება გველი” და მაინც ამ ქალში არის მიზიდულობის ძალა.

რუნი მარა

სრულებით ახალი ვარსკვლავი, რუნი მარა რომელიც თამაშობს ახალი ფილმში “გოგნა დრაკონის სვირინგით”.

ფრიდა კალო

როგორ შეიძლება კაცს მოგეწონოს ქალი რომელსაც გაერთიანებული წარბები და ულვაში აქვს? თუმცა ამ ტემპერამენტიანმა ქალბატონონმა უამრავი მექსიკელი და არამარტო მექსიკელი კაცის გული დაატყვევა.

ერტა კიტი

ლილი ქოული

ბარბის არა მაგრამ საყვარელ თოჯინას ნამდვილად გავს ეს გოგო.

ბეტი დევისი

ამბობენ რომ ბეტი დევისის უძირო ლურჯი თვალები ნებისმიერს იპყრობდა, მის თვალებს სიმღერებსაც კი უძღვნიდნენ. სამწუხაროდ მის ლუჯრ თვალებს ვერ გაჩვენებთ რადგან მის დროს ფოტოგრაფია ჯერ კიდევ შავ-თეთრი იყო, თუმცა ის რასაც ხედავთ ალბათ საკმარისია.

გრეის ჯონსი

25% კაცი, 75% ქალი, 100% გიჟი, ამ ქალის ფონზე ლეიდი გაგაც კი ერთი მშობლების დამჯერი გოგოა. ის თვით ენდი ვორჰოლის მუზა იყო.

ეძღვნება ყველა მშვენიერი სქესის წარმომადგენელს რომელიც არ ცდილობს დაემსგავსოს ბარბის და თავის ინდივიდუალურობას ინარჩუნებს.

თქვენი მონა-მორჩილი

Joe Cocker – You Are So Beautiful by blazinjamz

loading...
თეგები

მსგავსი ამბები

Close
Close