გასართობისურათებიუცნაური

2011 წლის ავტოინციდენტები


არ ვიცოდი ამ პოსტისთვის რა დამერქმია, რადგან აქ რასაც ნახავთ, მარტო ავარიები არ არის, ამიტომაც ავტოინციდენტები ავიღე სათაურად,

მაიამიში ბულვარ ბისქეინზე მაღალი სიჩქარით მიმავალი ნასვამი მძღოლი ქუჩაზე შევროლეტის ავტოსალონთან დაყენებულ კორვეტებს შეასკდა, ავარიის შედეგად სამი შევროლეტ კორვეტე მწყობრიდან გამოვიდა,მძღოლი  საავადმყოფოში დაგაიყვანეს თავის ტრამვით, მას გამოჯანმრთელების შემდეგ მძღოლს საკმაოდ მოზრდილი ჯარიმის გადახდა მოუწევს  შევროლეტის ფირმისთვის, ასევე მინიციპალიტეტისთვის




რუსეთში ბანკთან დაყენებულ მანქანებს ზემოდან შავი ფერის საღებავი გადაესხა წარმომიდგენია მძღოლები რა დღეში იქნებოდნენ ამას რომ ნახავდნენ

სამხრეთ კორეიის დედაქალაქ სეულში მაღალი სიჩქარით მიმავალი უნიკალური სპორტული ავტომობილი Ford GT დაიმტვრა. ეს ავტომობილი იყო გამოშვებული 2005 წელს, მისი მეპატრონე ცოცხალი გადარჩა მაგრამ მანქანა როგორც ხედავთ სერიოზულად დაზიანდა არადა ქალაქში ეს ერთადერთი ეგზემპლარი იყო. საწყენია


შეერთებულ შტატებში იუტას შტატში, ქალაქ სანტაკუტაში, ტრაილერის მძღოლმა დევიდ დოპმა ბენზინ გასამართების ქსელის  Maverik მიერ ჩატარებულ კონკურსში რომლიც ტარდებოდა საიტზე teamgive.org მწვანე როდსტერი ლამბორჯინი მურისელაგო მოიგო მაგრამ მისდა ბედათ 6 საათის შემდეგ მან მოგებული მანქანა დაამტვრია


ასე გამოიყურება ავტომობილი ეხლა, დევიდის განცხადებით მან მანქანის მართვა ვერ შეძლო, შესაძლოა ზამთრის გამო მანქანა ყინვაში მოცურდა ან კიდევ მძღოლი, რომელსაც ხშირად დაყავს უზარმაზარი ტრეილერი, ძალიან გათამამდა და სპორტული მანქანის მართვა ვერ მოახერხა. საბედნიეროდ ავტომობილს დაზღვევა მოყვა და სპეციალისტები მანქანას საგულდაგულოდ ამოწმებენ. წინასწარი ცნობით, მანქანას დაუზიანდა უკანა ბამპერი, ფარი და ასევე კარი, თუმცა სურათში ეს არ მოჩანს. სავარაუდოდ ამ სამი რამის შეცვლის შემდეგ ავტომობილი კარგად ივლის, თუმცა ასეთი ავტომობილის რემონტი დამერწმუნებით იაფი არ დაჯდება

ისევ ამერიკა ინდიანას შტატში ტრასაზე ამობუნდა ნაყინით დატვირთული ტრაილერი რომელსაც გადაქონდა საოჯახო ნაყინი 18 ტონა, ავარიის შემდეგ მოძრაობის ორი ხაზი პოლიციამ გადაკეტა, ამ ინციდენტის ლიკვიდაციას 6 საატი დასჭირდა ზიანი რომელიც ფირმას მიადგა უცნობია

და ბოლოს არასასიამოვნო სანახაობა ტაივანში წყალდიდობის შედეგად ჰონდას კუთვნილი ქარხნის მიერ გამოშვებული ავტომობილები დაიტბორა სულ 1055 ავტომობილი, ზიანი ფირმას მილიანდრი დოლარი დაუჯდა, წყალდიდობის შემდეგ სტიქიას ემსხვერპლა 610 ადამიანი, კომპანიამ მიიღო გადაწყვეტილება რომ დატბორილი ავტომობილები გაანადგუროს




















ამ ავტომობილებს შედარებით გაუმართლათ რადგან ისინი საწარმო ტერიტორიის ხიდზე იდგნენ მაგრამ გამოშვებული პროდუქციის მხოლოდ 1% თუ იქნება



ავტომობილებს ასე ანადგურებენ პრესში თუმცა მანამდე საბურავებს და ძრავს იღებენ ავტომობილების განდაგურების პროცესს მედია აქტიურად აშუქებს

და ბოლოს ყველას გილოცავთ შობა-ახალ წელს მრავალს დაეწარით ახალი წელში რომ კიდევ საინტერესო პოსტები შეგექმნათ და რომ ჩვენი ბლოგი კიდევ უფრო საინტერესო გამხდარიყოს

თეგები

geomilitary

ვარ ავტოფანატი მიყვარს სამხედრო საქმე მაქვს მანქანების ენციკლოპედიების კოლექცია

მსგავსი ამბები

Close
Close