ჰაშიმა – მკვდარი ქალაქი
კუნძული ჰაშიმა (Hashima) – ერთ-ერთი უნიკალური უდაბნო კუნძულია იაპონიაში. მას მკვდარ ქალაქსაც უწოდებენ. ფაქტია ის, რომ ამ კუნძულზე არ ყოფილა არავითარი მასშტაბური კატასტროფა ან თუნდაც ეპიდემია.
თავად იაპონელები მას მოიხსენიებენ როგორც გუნჰაშიმა/განკადჟიმა (Gunkanjima ნიშნავს Battleship Island-კუნძული საბრძოლო ხომალდი). მოსახლეობა აქ 1887 წლიდან დასახლდა და მათი ძირითადი და ერთადერთი სამუშაო გახლდათ ქვანახშირის მოპოვება.
აშენდა მშვენიერი ქალაქი, მაგრამ 1974 წლისათვის ქვანახშირის მარაგი ამოიწურა და ქალაქმაც დაცარიელება დაიწყო. სხვა საარსებო წყარო არ არსებობდა და ხალხიც იძულებული შეიქმნა დაეტოვებინა კუნძული.
1974 წელს ჰაშიმი მთლიანად დაცარიელდა და გადაიქცა ქალაქ-მოჩვენებად. ამ სურათებით გვეძლება უნიკალური შანსი 36 წლის შემდეგ შევხედოთ ქალაქს და ვნახოთ თუ რა შედეგები მოჰყვა ყველაფერ ამას.
დღეისათვის კუნძულზე ვიზიტი აკრძალულია. ამით იაპონიის მთავრობა შეეცადა თავიდან მოეშორებინა ზედმეტი ცნობისმოყვარეები. კუნძულზე არსებული ნივთები მსუყე ლუკმად ითვლება სხვადასხვა კოლექციონერისთვის.
კუნძულზე მისვლა შეიძლება მხოლოდ ნავით, რაც სასტიკად აკრძალულია, მაგრამ გამონაკლისებიც ხდება.