სასარგებლოსაქართველო

ფული და მისი სახეობები

ფული შეიძლება ეწოდოს ყველაფერს, რისი მიღებაც შეიძლება საქონლისა და მომსახურების სანაცვლოდ. სანამ ფული თანამედროვე სახეს მიიღებდა, მან განვითარების დიდი გზა განვლო. თავდაპირველად  საქონელგაცვლა ბარტერულ ხასიათს ატარებდა. როდესაც ინგლისელი კოლონისტები პირველად დასახლდნენ ჩრდილო ამერიკის ტერიტორიაზე, მათ ძალიან ცოტა ფული ჰქონდათ. ამას არც ჰქონდა დიდი მნიშვნელობა, რადგან ინდიელები, ვისთანაც ახლად ჩასულები ვაჭრობდნენ, საერთოდ არ იყვნენ დაინტერესებული ბრიტანული ფულით. სანაცვლოდ, ინდიელები მზად იყვნენ ხორცი, ბეწვეული და სხვა საქონელი ბარტერით გაეცვალად და ასე ევაჭრათ. კოლონისტები იძულებულები გახდნენ ვაჭრობისას გამოეყენებინათ ნიჟარების განსაკუთრებული სახეობა ვამპუმი.
ვამპუმი:
ვამპუმი არის ფულის ფორმა, რომელიც ინდიელებს XVII ს-ის შუა პერიოდში ჰქონდათ.იგი თეთრი და შავი ნიჟარების ნაკრებს წარმოადგენდა. შავი ნიჟარა ორჯერ ძვირად ფასობდა, ვიდრე თეთრი. კოლონისტებიცა და ადგილობრივი მცხოვრებნიც სიამოვნებით იღებდნენ ნიჟარებს იმის სანაცვლოდ რაც მაშინ იყიდებოდა.ვამპუმი მიმოქცევის საშუალება გახდა. ადრეულ კოლონიურ პერიოდში იმათ, ვისაც ინგლისური ფულის შეძენა სურდა, შეეძლო 1 პენი 6 თეთრი ნიჟარის სანაცვლოდ ეყიდა. ეს იყო ბარტერიდან ფულადი ურთიერთობისკენ დიდად წინგადადგმული ნაბიჯი.

1)
ნიჟარები რომლისგანაც მზადდებოდა ვამპუმი.

2)
ვამპუმის სახეობები.

ახლა კი ქართული ფულის ერთ ერთ ძველ კუპიურაძე კუპონზე დავწერ ორიოდე სიტყვას.
XX ს-ის 90-იანი წლდებში საქართველოს ეროვნულ ვალუტად გამოიყენებოდა ფულის ერთეული, რომელსაც ერქვა კუპონი. მიმოქცევაში გამოშვებულმა ჭარბმა ფულის ოდენობამ გამოიწვია კუპონის გაუფასურება, მისი მსყიდველობითი უნარი დაეცა და განიცადა ინფლაცია. საქმე იქამდე მივიდა , რომ კუპონი შეიცვალა ფულის ახალი ერთეულით რომელსაც ლარი ეწოდება.


კუპონის 50 იანი კუპიურა.

 

თეგები

მსგავსი ამბები

Close
Close