ეს “ბავშვი”, იმაზე უფროსია ვიდრე ერთი შეხედვით შეიძლება გვეგონოს. მარი ოდეჩ დუ ნასიმენტუს (Maria Audete do Nascimento) დაიბადა 1981 წლის 7 მაისს. გონებრივი და ფიზიკური განვითარება 30 წლის ქალიშვილს გაუჩერდა, როცა ის გახდა 9 თვის.
მარია ცხოვრობს ბრაზილიაში, შტატ სიერას ერთერთ მიყრუებულ სოფელში, მამასთან რეიმონდთან (Raymond) და დედინაცვალ დორასთან (Dora) ერთად ნახევრად დანგრეულ სახლში. ოჯახი ძალიან გაჭირვებულია და არ შეუზლიათ გოგონას გამოსაკვლევად საჭირო თანხის მოგროვება.
დორამ მარის მოვლა დაიწყო 12 წლის წინ, მას შემდეგ რაც გარდაიცვალა გოგონას დედა. დორა არნიშნავს, რომ მისი ქალიშვილი არის ღვთის საჩუქარი. “მე ვიცი. რომ მას მე მუდამ ვეყვარები და არასოდეს მიმატოვებს”, ამბობს ის.
მარი გონებრივად და ფიზიკურად 9 თვის ბავშვის დონეზეა შეჩერებული, რის გამოც მას არ შეუძილია არც ლაპარაკი, არც სიარული.
2009 წელს მარის ჩაუტარდა უფასო სამედიცინო გამოკვლევა უნივერსტეტ სეარის სამედიცინო ფაკულტეტის სპეციალისტების მიერ. გოგონას დაუსვეს დიაგნოზი – ჰიპოტირეოზი- ფარისებრი ჯირყვლების ჰორმონების ნაკლებობა.
“ჰიპოტირეოზის დროულად გამოვლენისას და საჭირო სპეციალისტების ჩარევის შემდეგ, ბავშვმა შეიძლება გააგრძელოს ფიზიკურად და გონებრივად ნორმალური განვითარება. თუმცა, მარის მშობლებმა ქალიშვილის მდგომარეობის შესახებ განაცხადეს მხოლოდ 28 წლის შემდეგ მაშინ, როცა ცვლილებები, როგორც გონებრივი ასევე ფიზიკური, შეუქცევადი გახდა “, – განაცხადა ერთ-ერთმა ექიმმა, რომელიც მონაწილეობდა გოგონას გამოკვლევაში 2009 წელს.
სამედიცინო ფაკულტეტის სპეციალისტებმა თავის თავზე აიღო მარის მკურნალობა. ექიმების პროგნოზით, გოგონას მხოლოდ ფიზიკურად განვითარება შეუძლია ( ისწავლოს სიარული, თავისით ჭამოს და დაიბანოს, და ა.შ.).
“ჩვენ არ ველით საოცრებას, მაგრამ ძალიან დიდია ალბათობა იმისა, რომ მარიმ შეძლოს დამოუკიდებლად მოუაროს თავო თავს და ასევე ისწავლოს რამდენიმე სიტყვა”, – განაცხადა ექიმმა მარსელ ფარისტომ (Marcel Faristo).