არქივი

ლუციფერი და არიმანი

043fb5eb0ea7
ყველას გთხოვთ წაიკიტხეთ ეს პოსტი ბოლომდე და დააფიქსირედ თქვენი აზრი

ხშირად ეშმაკს წარმოგვისახავენ როგორც რქებიან, ჩლიქებიან, თმებიან, გაბრუძგნულ, წიელთვალება არსებად რომელიც მუდმივარ დაპირისპირებულია ღმერთთან, და ბოროტ ძალებს უდგას სათავეში. მისი მიზანი სიკეთის განადგურება და ბოროტების გამარჯვებაა რასაც უნდა მოჰყვეს ტოტალური მორჩილება და მართვა.

აღნიშნული თეორია ძირშივე მცდარია.
არ შეიძლება ეშმაკსა და ღმერთს შორის მიმდინარეობსდეს მუდმივი ბრძოალა რომელიც აუცილებლად ღვთის გამარჯვებით უნდა დასრულდეს. ესეთი შეხედულება მიგვიყვანდა აბსურდამდე, რადგან ვიცით, რომ ღმერთი ყოვლისშემძლე და ყოვლიმცდონეა და მის გარეშე არაფერი ხდება. ეს კი პირდაპირ ნიშნავს იმას, რომ ეშმაკი კი არ ებრძვის ღმერთს არამედ მის ბრძანებას ასრულებს და სულებს გამოცდას უწყობს აქ, მის სამფლობელოში. ამასგარდა მისი განდგომა მოხდა ისევ და ისევ ღმერთის ნებით, რადგან მის გარეშე (როგორც ბიბლია მოგვითხრობს) ადამიანს თმის ღერიც კი არ ჩამოუვარდება თავიდანო. ისიც სისულელეა როდესაც ეშმაკის საშინელს გარეგნობაზე ვსაუბრობთ, რადგან სანამ მას ამპატავზენა აიტანდა, სწორედ რომ სრულყოფილი იყო ყოველმხრივ, მით უფრო გარეგნობით, მისი ჩამომხობის შემდეგ კი არსებითად არც არაფერი შეცვლილა.

თუ ჩემს მიერ დაწერილი მცდარია, გამოდის, რომ ეშმაკი თავისი ნებით, ისე რომ ღმერთმა არაფერი არ იცოდა, განუდგა უფალს და ახლა დაუნდობელ ბრძოლაშია მასთან რისი საბოლოო შედეგიც არც არავინ ვიცით. ეს კი ასე არ არის. უფალი ყოვლისშემძლე, ყოვლისმცოდნე და უძლეველია.

მაგრამ ეს თემა ამისათვის არ გამიხსნია.
არსებობს ბოროტი საწყისის ორი მხარე – ლუციფერი და არიმანი.
ლუციფერი წმინდა ეშმაკისეული წარმონაქმნია, რაც ნიშნავს იმას, რომ მასში ამპარტავნება, შური და ძალაუფლებისაკენ სწრაფვა არსებობს და სულაც არ არის მიმართული უშუალოდ ადამიანთა განადგურებაზე. ლუციფერი, სიბრძნის, სილამაზისა და ყოვლისმომცველობის ღვთაება გახლდათ, სწორედ ის ვინც ღმერთს აუჯანყდა (ესაია წინაწარმეტყველის ქრონიკები), მაგრამ უშედეგოდ. დღეს კი მისი გამოსახულებები სწორედ ამპარტანვებაში, ფულში, ძალაუფლებსა და მუსიკაშია, რაც თავისთავად ემოციასაც (გრძნობებს) მოიცავს.

სხვა სახეა არიმანი, რაც უფრო ბოროტი საწყისის სატანურ სახეს წამოადგენს.
არიმანი ადამიანის მოძულე არსებაა, რომლიც უმნიშვმნელოვანესი მისია ადამიანთა ტოტალური გათიშვა, დაზოიმბირება და მართვაა. ის ვერ იტანს ადამიანს. საერთოდ სიტყვა “სატანა” უფრო შეეფერება მას ვიდრე “ეშმაკი” რადგან ეს უკანასკენლი უფრო ლუციფერული საწყისია.

ფილოსოფოსთა აზრით XXI საუკუნე არიმანული პერიოდის საწყისი ეტაპია, როდესაც ადამიანთა ტოტალური მართვა უფრო ხელმისაწვდომი და ადვილიგახდა. მათი ფიქრით ლუციფერული საწყისი კვდება და ქრება, თუმცა არავის არ უნდა დაავიწყდეს, რომ სანამ ერთი ადამიანი მაინც იარსებებს მასში, სადღაც შორს მაინც იარსებებს ლუციფერი, რომელიც ისევ შეეცდება მართვას და ბოროტი მიზნის მიღწევას. ეს კი იმას ნიშნავს, რომ მიძინებული მკვდარს არ ნინშვანვს… საბოლოო გადასახედიდან კი თვით ბოროტ ძალებს შორისაც კი არის სხვაობა. არც მათ შორის გამარჯვებულს უწყის ვინმე. ლუციფერი?! არიმანი?!

ანუ სინამდვილეში არავინ არაფერი არ ვიცით და ერთი შეხედვით, ჭეშმარიტი თეორიები შეიძლება უაზრი ნაფლეთებად გვექცნენ. და გვახსოვდეს ისიც, რომ დედამიწა ეშმაკის უშუალო სამფლობელოა სადაც ყველა სული მოსულია დროებით საასპარეზოდ. ეს კი ნიშანია იმისა, რომ ყველაფერი დროებითია და ეს მხოლოდ გრძელი გამოცდაა, სადაც შეგიძლია მარტომ იბრძოლო შეგიძლია კი სხვა, ამ შემთხვევაში კი ლუციფერი ან არიმანი მიიხმარო.

თუმცა ამ დროებითობაშიც არის რაღაც ხიბლი და მათ შორის ღვთის ნება, რადგან ყველაფერი რაც ხდება მაინც უფლის სურვილია, რადგან მის გარეშე ამ სამყაროში არაფერი არ ხდება. ლუციფერი და არიმანი კი უბრალო არსბები არიან ერთ ყოვლისმომცველი ფენომენიდან რომელსაც ღმერთი ეწოდება.

არიმანი შუა საუკუნეების ქრისტიანულ (მათ შორის ბიზანტიურ წყაროებში, იუსტინიანეს დროს) მოიხსენიება როგორც ბოროტი სული აჰრიმან. ამის შესახებ წერია აღმოსავლურ რელიგიურ წყაროებშიც. განსაკუთრებით კარგად კი არიმანის საკითხს ავრცობს რუდოლფ შტაინერი, გერმანელი რელიგიათმცოდნე, ფილოსოფოსი და მეცნიერი. ნიცშეს ფილოსოფია გაკვრით ახსენებს არიმანს, თუმცა ხანდახან ლუციფერულსა და არიმანულ საწყისებს ან ერთ არსში მოიხსენიებს ან საერთოდ უარყოფს.

საერთო დასკვნა არიმანის შესახებ ასეთია:
არიმანი მიილტვის სრული ბატონობისა და ხალხთა დაზომბირებისაკენ, სადაც ინდივიდი უნდა გაქრეს და დარჩენილი მასა უნდა იმართოს. არიმანის ტექნიკასა და ტოტალიტარიზმში გამოიხატება, სადაც რობოტული საწყისები ბატონობენ. სატელევიზიო, საკომუნიკაცია და სხვადასხვა პროპაგანდა, მართველობის აქამდე უცნობი მეთოდიკა და ხერხები და ასე შემდეგ, მთლიანად არიმანულ მიზნებს უკანშირდება. თუმცა ეს ყველაფერი მაინც ემსახურება ერთადერთ მიზანს – არიმანი ვერ იტანს ადამიანს, ის უნდა გადანდგურდეს! არიმანი ითხოვს მორჩილებას და მონობას მისდამი, ლუციფერი კი პიქირით, ამპარტავნულ ცნობიერის გაღვიძებაში ეხმარება ადამიანს. არიმანი გაუნათლებლობისაკენ მიისწრაფის, ლუციფეირი კი ყველასა და ყველაფრის შეცნობისაკენ მოგვიწოდებს.

თუ ლუციფერის ე.წ. “ერა” ქრისტეს შობამდე III ათასწლეულში დადგა, ახლა არიმანის ეპოქა იწყება.

თუმცა ვიმეორებ, ლუფერი, როგორც ამპარტავანი, ლამაზი, მცოდნე, მაცდური სული მანამ იარსებებს და მართავს დედამიწის სამყაროს სანამ ადამიანი იარსებებს. ეს კი იმას ნიშნავს, რომ, როგორც შტაინერი იტყოდა, ბოროტ საწყოსებს შორის ბრძოლა არასდროს დამთავრდება, მით უფრო, რომ ორივეს განსხეულება სხვადასხვა საშუალებით ხდებაო. საბოლოოდ კი ორივე მათგანზე (ლუციფერსა თუ არიმანზე) შეიძლება ითქვას ერთი, ისინი მიმზიდველი მარგალიტები არიან, რომლებიც ადამიანთა ავ საწყისებს მიზნის მიღწევაში დაეხმარებიან, მაგრამ ასეთი ბედნიერებიდან უფსკრულამდე ერთი ნაბიჯია.

მაგრამ მაინც, ვინ არის ანიქრისტე? ვინ მოვა მეორედ მოსვლის დროს? ამ კითხვაზე დეტაურ პასუხს ვერავინ გაგვცემს, მაგრამ ცხადია, მასში იბობოქრებს როგორც ლუფიერული ისე არიმანული საწყისი. თუმცა ლუციფერული საწყისი ბევრად უფრო საშიშია, რადგან ის, არიმანისაგან განსხვავებით, თესავს და ანადგურებს კიდეც, არიმანი კი მხოლოდ ანადგურებს.

და მაინც ეს ყველაფერი ემსახურება ერთ მიზანს, ადამიანის დავრდომილი სულის გამოწრთობას, რადგან ეს სამყარო გამოცდაა, რომელიც ღმერთის ნებით დაწესდა და მას წინ ვერავინ გადაუდგება. თუმცა ლუციფერი და არიმანი სწორედ ამ გამოცდაზე “ჩასაჭრელად” არიან მოვლენილნი, რადგან ამ სამყაროში ყველაფერი, თვით ეშმაკისა თუ სატანის არსებობა, მხოლოდ ღმერთის ნებას ემსახურება.

წყარო:http://geword.wordpress.com/

მსგავსი ამბები

Back to top button