კრეატივისურათები

მთის პეიზაჟები წიგნებისგან

კანადელი გაი ლარამი (Guy Laramee) განმაცვიფრებელ ნაკეთობებს ქმნის წიგნებისგან. მასალად ის ძველ ლექსიკონებს და ენციკლოპედიებს იყენებს. მათი დახმარებით გაი ნამდვილ მთის ლანდშაფტებს და პლატოებს ქმნის, ხოლო ვიზუალურად უფრო კარგად აღსაქმელნი რომ გახდნენ მათ აფერადებს. ამის გარდა ავტორი სხვა მრავალი შემოქმედებითი მიმართულებებით არის დაკავებული: თეატრის რეჟისურა, მუსიკალური ინსტრუმენტების დიზაინი, სიმღერა, ვიდეოგადაღება, ფერწერა. მისი 30 წლიანი კარიერის განმავლობაში სხვადასხვა ფესტივალებზე მან რამდენიმე ათეული პრიზი დაიმსახურა. 2004 წლიდან დღემდე მას 15 სოლო-გამოფენა ჰქონდა როგორც ა.შ.შ-ში ასევე კანადაში.

თეგები

მსგავსი ამბები

Close
Close