ახალი ამბებიგასართობიუცნაური

ახალი მოდა იაპონიაში (16+)

16 წლამდე მოზარდებისთვის პოსტის ნახვა არასასურველია!
იაპონელებში ,,არტის” ახალმა მიმართულებამ იჩინა თავი. ძნელი სათქმელია ეს ფოტოები ხელოვნებაა თუ ცდება მის საზღვრებს, მაგრამ თავად შემქმნელები კმაყოფილები არიან და ამაყობენ კიდეც. ორიგინალური თუ ზედმეტად ,,გამოხტენა”, ერთგვარი ,,სექს–ფეტიშური” იდეა ფრთებს შლის და ნელ–ნელა პოპულარული ხდება. ვინ მოიგონა ეს, რა მოსწონთ ან რატომ აიტაცა ხალხმა, რატომ ლოკავენ იაპონელი გოგონები კარის სახელურებს? პოსტში ვეცდები ამ კითხვებს გავცე პასუხი = ))

ყველაფერი კი ერთი უწყინარი, მთვრალი ტვიტით დაიწყო (ტვიტერზე), რომელიც მხატვარმა რიუკო აზუმამ დაწერა, როგორც თავად ამბობს, ეს უბრალოდ მისი გულისწადილი და მოულოდნელი იდეა იყო. მის ტვიტწე ეწერა, რომ კარის სახელურების მლოკავი გოგონების ფოტოების კოლექციის გაკეთება ნამდვილი ჰიტი გახდებოდა.
ისე აგიხდეთ ყველაფერი, როგორც ეს ახდა = ) თავდაპირველად ამ ტვიტს 21 წლის ფოტოგრაფი აი ეჰარა გამოეხმაურა, სწორედ ამის შემდეგ უკვე სერიოზულად გადაწყვიტეს შეექმნათ პროექტი ,, კარის სახელურის გოგო”. აზუმა ამბობს, რომ ეჰარას გარეშე ალბათ არაფერი არ იქნებოდა და ეს იდეა დავიწყებას მიეცემოდა.
უწყინარი ფოტოსესიაც მოეწყო და შედეგები მათ Tumblr-ზე აიტვირთა.

ალბათ გაინტერესებთ თუ ვინ იყო პირველი გოგონა, რომელიც კარის მლოკავთა სიაში ჩაეწერა. ეს თავად ფოტოგრაფი ეჰარა გახლდათ, პირველად ბედი სწორედ მან სცადა. შემდეგ კი როცა საიტმა პოპულარულობა მოიპოვა მსურველებიც მრავლად გამოჩნდნენ.
თავად ეჰარა ამას არაჩვეულებრივ და უჩვეულო იდეას უწოდებს და ფიქრობს რომ აზუმასთან თანამშრომლობით ის რაღაც საინტერესო პროდუქტს ქმნის.

აუცილებელი არაა კარის სახელური მანდამაინც სექსუალურ ობიექტად წარმოვიდგინოთ, მისი მოვალეობა ხომ მხოლოდ კარის გახსნაა. არც ლოკვაა მხოლოდ ექსუალური აქტი,მისი მიზანი რაღაცის გასინჯვაა. თუმცა ხალხის ნაწილი ამ ფოტოებს ზედმეტად სექსუალურად და ფეტიშიზმად აფასებს, თვლიან რომ კარის სახელური პენისის სიმბოლოდ არის აღებული. კარის სახელურსა და მამაკაცურ ღირსებას შორის კი ,,მსგავსებებიც” არსებობს. მაგალითად ის, რომ პენისის არ იყოს სახელურებიც სხვადასხვა ზომისა და ფორმის გამოდის. ასევე სახელურის წყალობითაც გადადის სხვადასხვა დაავადებები (რა თქმა უნდა ის არა,რაც პენისით,მაგრამ დაავადება დაავადებაა :D).

მაგრამ თქვენ ზემოთ ნათქვამი ნუ შეგაშინებთ და მოდელების დაინფიცირების შანსზეც ნუ იფიქრებთ. თურმე ფოტოსესიამდე აზუმა და ფოტოგრაფი კარის სახელურებს საგულდაგულოდ უკეთებენ დეზინფექციას და ზრუნავენ მოდელების ჯანმრთელობაზე!
იაპონიაში მკაცრი ცენზურაა, იქ სამარცხვინოა მამაკაცის სასქესო ორგანოს გამოყენება თუნდაც ნახატებში. ამიტომაც იაპონელები კარგა ხანია უკვე მიმართავენ სხვადასხვა საშუალებებს და გადატანითი მნივნელობით იყენებენ ისეთ საგნებს, რომ ცენზურაში არ მოყვნენ. მაგალითად აქამდე გამოუყენებიათ ხმალი, თევზი, საცეცები. ამ უკანასკნელს ძალიან დიდი ისტორია აქვს, ჯერ კიდევ მეცხრამეტე საუკუნეში, 1820 წელს იაპონელმა ცნობილმა ხელოვანმა კატსუშიკა ჰოკუსაიმ შექმნა ეროტიკული ნახატი

სახელად The Dream of the Fisherman’s Wife, სადაც ქალისა და რვაფეხას სასიყვარულო აქტია ასახული, ამ ნახატზე პირველად იქნა გამოყენებული საცეცები, როგორც პენისის განმასახიერებელი ობიექტი.
იაპონური ცენზურის კანონები დაახლოებით 1907 წლიდან ამოქმედდა. მეორე მსოფლიო ომიდან მოყოლებული კი აკრძალვები უფრო სიშიშვლესა და გენიტალიების დემონსტრირებაზე მოქმედებდა. შესაბამისად ასეთმა აკრძალვებმა მანგას მხატვრები და თამაშების დიზაინერები აიძულა მოეფიქრებინათ უფრო კრეატიული მეთოდები, რათა ნამუშევარში სექსუალური ელემენტებიც შეეტანათ.

მოკლედ გაინტერესებთ ალბათ თავად ეჰარას აზრი მის მიერ შექმნილ ფოტოებზე:
,,მე მუდამ ვფიქრობდი რომ მუშაობას თავად მაყურებელი ასრულებს, მაყურებლების რეაქცია ფოტოებზე, ამბობს გაცილებით მეტს თავად შემფასებელზე, ვიდრე ფოტოზე. ასე რომ, რაც არ უნდა თქვან და როგორც არ უნდა შეაფასონ, მაინც კარგია და მივესალმები. ბევრი ადამიანი ამბობს, რომ ეს სურათები ორალური სექსის მეტაფორას წარმოადგენს, მაგრამ ჩვენ თავში აზრად არ მოგვსვლია რომ ფოტოები სპეციალურად ამისთვის შეგვექმნა. დაინახეთ ის, რაც გსურთ რომ დაინახოთ. ”

იხილეთ ფოტოების ნაწილი

ოფიციალური Tumblr: http://doorknobgirl.tumblr.com/

გაითვალისწინეთ უცენზურო კომენტარები ისჯება ბანით.

loading...
თეგები

მსგავსი ამბები

Close
Close