ახალი ამბებისაკითხავისასარგებლო

აღმოაჩინეს მოწევით მიღებული სიამოვნების გენი

ამერიკელმა ბიოლოგებმა აღმოაჩინეს გენი, რომელიც ეხმარება ნიკოტინს და  ალკოჰოლს თაგვების ტვინში დაუკავშირდეს სიამოვნების ცენტრის რეცეპტორებს – მისმა გათიშვამ მღრენელები ნაკლებ მგრძნობიარე გახადა

რობერტ მესინგი და ანა ლი კალიფორნიის უნივერსიტეტიდან მიიჩნევენ რომ ეს აღმოჩენა დაგვეხმარება შეიქმნას წამალი რომელიც დაბლოკავს ამ გენის მოქმედებას და მიაყუჩებს ალკოჰოლისა და ნიკოტინისადმი დამოკიდებულებას.

ალკოჰოლისა და ნარკოტიკებისადმი მიდრეკილება ისევე როგორც ნიკოტინისადმი გამოვლინდება არ მარტო გარემოცვის გავლენის გამო არამედ როგორც შედეგი ამ თუ იმ გენის აქტიურობისა

ასეთი გენები სწავლულებმა აღმოაჩინეს არაერთხელ – ერთი ვერსიით გენების გათიშვა  ვირთხის ტვინს ნუშისებრ სხეულში მღრნელ – ალკოჰოლიკებს  დაეხმარა მიატოვონ  სმა .2010 წელს სწავლულთა ჯგუფმა ჰელენა ფერბერგის ხელმძღვანელობით , ჩრდილოეთ კაროლინის უნივერსიტეტიდან  ჩაატარა სრულნგენომური  კვლევები 140 ათას ადამიანს შორის,  და აღმოაჩინა ორი გენი, დაკავშირებული მოწევისადმი მიდრეკილებასთან

მენსინგმა და ლიმ შეამჩნიეს რომ   თაგვების სიამოვნების ცენტრში არის  pkce- ფერმენტის ბევრი მოლეკულა. ეს ფერმენტები მართავს  ტვინის ქსოვილებში გაცვლით სიგნალებს.  მკვლევარებმა  ივარაუდეს რომ ეს ფერმენტი შეიძლებს გავლენა იქონიოს სპირტის მოლეკულაზე რომელიც უკავშირდება რეცეპტორებს  სიამოვნების ცენტრში

2008 წელს მათ გამოზარდეს თაგვების პოპულაცია რომელთაც გაუთიშეს  pkce მოლეკულის აწყობაზე პასუხისმგებელი გენი ამ ექსპერიმენტმა აჩვენა,  pkce  გენით გათიშული მღრნელები  ნაკლებად  მიდრეკილნი იყვნენ ალკოჰოლისადმი ,  თავისი ველური ნათესავებისგან განსხვავებით

ამჯერად, მესინგმა და ლიმ აღმოაჩინეს რომ ეს  ფერმენტი ეხმარება არა მარტო ალკოჰოლს  არამედ ნიკოტინსაც .

წყარო: ჟურნალი “თბილისელები”

თეგები

მსგავსი ამბები

Close
Close