საკითხავიუცნაური

უცნაური მილიონერი

შვედეთის პატარა ქალაქ სკელეფტეაში ცხოვრობდა ერთი ღატაკი- Curt Degerman, რომლის ცხოვრება არაფრით განსხვევდებოდა ბომჟების ყოველდღიური ცოვრებისაგან. ის იქექებოდა ნაგავში , იქ პოულობდა საკვებს და ტანსცმელს. ძირითად დროს ის ატარებდა ლუდის ქილების ძებნაში, რომელთაც აგროვებდა და აბარებდა. ამის გამო მას ზედმეტსახელი- “ლუდის ქილაც” დაარქვეს,მაგრამ არავის წარმოდგენაც არ შეეძლო რომ ის მილიონერია ….

კურთი გარდაიცვალა 2008 წელს, შემოდგომით 60 წლის ასაკში. სიკვდილამდე მან დატოვა ანდერძი, რომელშიც წერდა , რომ მთელ თავის ქონებს უტოვებდა ბიძაშვილს, რომელიც ხანდახან მოინახულებდა ხოლმე.

ანდერძი ძალაში შევიდა და წარმოიდგინეთ ყველას გაოცება, როცა აღმოჩნდა,რომ თავისი სიკვდილის შემდეგ მან დატოვა 8 მილიონი კრონის (1,1 მილიონი $) აქციები და სხვადასხვა ფასიანი ქაღალდები შვეიცარიის ბანკში. პლიუს ამას მას ერთერთ ბანკში ქონდა ანგარიში 6500 $ , ამასთან ის ბანკში ინახავდა 124 ოქროს ზოდს, ღირებულებით 2,6 მილიონი კრონი (300 000 დოლარი). ხოლო კურთის სახლში იპოვეს 450 $ ნაღდი ფული.

კურთის ბიძაშვილის აზრით, მან შეძლო გამხდარიყო ფინანსური გენიოსი, გაზეთების რეგულარული კითხვით.ის ყოველღე დადიოდა ბიბლიოთეკაში, რადგანაც გაზეთებს არასოდეს არ ყიდულობდა, სადაც კითხულობდა Swedish Business Daily და Dagens Industri – ასე რომ ის გათვითცნობიერებული იყო საფინანსო ბირჟაზე არსებული პროცესებში.

დეგერმანის სიკვდილის შემდეგ მისმა ბიძაშვილმა ვერ შეძლო მთლიანად დაუფლებოდა ქონებას , რადგან საქმეში ჩაერთო ბიძა, რომელმაც ნათესავის მიმართ ინტერესი მხოლოდ მაშინ გამოხატა, როცა გაიგო დატოვბული ქონების შესახებ და შეიტანა სარჩელი სსამართლოში, ისიც ითხოვდა წილს . პროცესი 4 თვე გაგრძელდა და ყველაფერი დამთავრდა შეთანხმებით ნათესავებმა ქონება გაიყვეს. ვის რამდენი შეხვდა უცნობია თუმცა მხარეები კმაყოფილი დარჩნენ შედეგით.

როგორც ამბობენ კურთი ბავშვობაში ძალიან ნიჭიერი ბავშვი იყო და პირველი მოსწავლე კლასშში, მას ძალიან დიდ მომავალს უწინასწარმეტყველებდნენ, თუმცა პიროვნული კრიზისის შედეგად, დეგერმნმა გადაწყვიტა წასულიყო საზოგადოებიდან და აღმოჩნდა სოცილური კიბის ყველაზე დაბალ საფეხურზე.

 

თეგები

მსგავსი ამბები

Close
Close