ვიდეოებისაკითხავისურათები

2011 წლის საუკეთესო ვიდეოთამაშები


გასული წელი გეიმერებისათვის საკმაოდ ნაყოფიერი აღმოჩნდა… ძალიან გამიჭირდა ამ წელს გამოსული არაჩვეულებრივი თამაშებიდან 10 თამაშის ამორჩევა, მაგრამ როგორღაც მოვახერხე და მინდა შემოგთავაზოთ ჩემი პირადი ტოპ 10 თამაში, რომელიც ჩემი აზრით აუცილებლად უნდა ითამაშოს ყველამ განურჩევლად სქესისა, ასაკისა და ეროვნებისა…

10.Call Of Duty: Modern Warfare 3


მეათე ადგილი დაიკავა ლეგენდარული თამაშის Call Of Duty: Modern Warfare-ს მესამე ნაწილმა. თამაში დიდად არ განსხვავდება გრაფიკის მხრივ მისი წინამორბედის Modern Warfare 2-ისგან, მაგრამ ეს ის იშვიათი შემთხვევაა, როდესაც თამაშში გრაფიკას დიდი ყურადღება არ ექცევა… Modern Warfare 3, ეს არის საინტერესო და მოულოდნელობებით აღსავსე სიუჟეტის მქონე თამაში, რომლის თამაშის დროსაც ერთი წამით არ გექნებათ მოდუნების საშვალება, მუდმივად მოძრაობა, სროლა, ადრენალინი, სპეცეფექტები… მოკლედ ეს არის თამაში “ცეცხლი” რომელიც უნდა ითამაშოს ყველამ.

სურათები.

ვიდეოები.

 

9. Need for Speed The Run

“Need for Speed” ამით ყველაფერია ნათქვამი… ექსტრიმი, ადრენალინი, გიჟური სიჩქარე, ბრძოლა გადარჩენისთვის… ერთი სიტყვით ეს არ არის თამაში მხოლოდ რბოლებზე… ეს უფრო მეტია…ცნობილი კომპანიის Electronic Arts Inc-ის ნაწარმი Need for Speed The Run ყველას გელოდებათ ვისაც ავტომობილი და სიჩქარე გიზიდავთ… ეს ერთ-ერთი საუკეთესო თამაში თავის ჟანრში, ჩემს ტოპ ათეულში მეცხრე ადგილზეა…

სურათები.

ვიდეო.

8.Battlefield 3

მერვე ადგილზა Battlefield 3. ამ თამაშის მთავარი პლიუსი გრაფიკაა. ხმები, განათება, ფიზიკა და საოცრად რეალური გარემო თქვენს აღფრთოვანებას გამოიწვევს.თამაშის აგრეთვე გააჩნია არაჩვეულებრივი მულტიფლეერი, რაც საშვალებას გაძლევთ ითამაშოთ ონლაინში. საბოლოო ჯამში Battlefield 3 არის არაჩვეულებრივი გრაფიკის მქონე თამაში, რომელიც უნდა ითამაშოთ.

სურათები.

ვიდეოები.

7.Crysis 2

Crysis 2 შესახებ იმას ვიტყვი რომ თამაში გამოირჩევა ბრწყინვალე გრაფიკით და კარგი გეიმფლეით… თამაშის სიუჟეტი მდგომარეობს შემდეგში: 2020 წელს არქეოლოგთა ჯგუფი დედამიწაზე აღმოაჩენს უძველეს, არამიწიერი ცივილიზაციის ნაშთებს, საიდანაც გამოიჭრებიან უცნაური მაღალტექნოლოგიური არსებები და დაიწყება ომი უცხოპლანეტელებსა და ადამიანებს შორის… თამაშის გმირის მთავარი იარაღია “ნანოკოსტუმი” რომელსაც სხვადასხვა რეჟიმი გააჩნია, სისწრაფე, შენიღბვა(გაქრობა), ბრონირება და ძალა. ამ რეჟიმების გამოყენება თამაშს საკმაოდ საინტერესოს ხდის. Crysis 2 მოქმედება ხდება ომისგან დანგრეულ ნიუ-იორკში…

სურათები.

ვიდეოები.

6.The Witcher 2: Assassins of Kings

თამაში ეფუძნება პოლონელი მწერლის ანდრეი საპკოვსკის (Andrzej Sapkowski) მიერ დაწერილ წიგნს “The Witcher”. ამ თამაშის პირველი ნაწილი 2007 წელს გამოვიდა და მაშინვე მოიპოვა პოპულარობა გეიმერებში… 4 წლის შემდეგ კი ვიხილეთ მეორე ნაწილი The Witcher 2: Assassins of Kings სადაც გერალტის თავგადასავალი გრძელდება… The Witcher 2 ვიზუალურად ძალიან ლამაზია, ასევე მე ძალიან მომეწონა თამაშის გეიმფლეი… თამაში არის RPG რაც ნიშნავს რომ თქვენ სრულიად თავისუფალი ხართ და არ იზღუდებით არჩევანში…

სურათები.

ვიდეო.

5. Deus Ex 3 : Human Revolution

Deus Ex 3 : Human Revolution არის ფანტსტიკური ჟანრის ექშენი RPG-ეს ელემენტებით. თამაშის სიუჟეტი ვითარდება 2027 წელს როდესაც დედამიწაზე ტექნოლოგიური პროგრესი სულ უფრო და უფრო წინ მიდის… თამაშის არაჩვეულებრივი გარემო და მუსიკალური გაფორმება გულგრილს ნამდვილად არ დაგტოვებთ. Deus Ex 3 -ის არახაზოვანი თამაშის სტილი კი გვაძლევს სრულ თავისუფლებას. ასე რომ ეს თამაში 2011 წლის საუკეთესო ვიდეოთამაშებში მეხუთე ადგილას მოვათავსე :)

სურათები.

ვიდეო.

4. Portal 2

Portal 2 ეს არის თამაში თავსატეხი. ამ თამაში თქვენ მოგიწევთ გახდეთ ექსპერიმენტის მონაწილე, რომელიც ტარდება დანგრეულ ლაბორატორიაში, ( პირველი ნაწილის ბოლოს ინგრევა :) ) თქვენს ხელთაა იარაღი რომლის მეშვეობითაც შესძლებთ გახსნათ პორტალები და გადახვიდეთ ერთი ადგილიდან მეორეში 1 წამში… Portal 2-ის თამაშისას თქვენ მოგიწევთ ფიზიკის კანონების დარღვევა და სულ უფრო და უფრო რთული თავსათეხების ამოხსნა.
Portal 2 გენიალურად მოფიქრებული თავსატეხების წყალობით, ჩემი ერთ-ერთი საყვარელი თამაში გახდა.
:)

სურათები.

ვიდეო.

3. Assassin’s Creed Revelations

Assassin’s Creed ეს არის ისტორია ტამპლიერებისა და ასასინების ომზე. Assassin’s Creed Revelations-ში კი მთავრდება ამ ომის ერთ-ერთი მთავარი გმირის, ეციო აუდიტორე დე ფირენცეს ისტორია. თამაშის მოქმედება ძირითადად ხდება კონსტანტინეპოლში. Assassin’s Creed-ის სერიები ვისაც არ გითამასიათ აუცილებლად ითამაშეთ, რადგან ხელიდან არ გაუშვათ შანსი არაჩვეულებრივი ისტორიის გაგებისა… თამაშს იმდენად საინტერესო სიუჟეტი აქვს რომ ყოველი ნაწილის დახურვის წამიდან სულმოუთქმელად ელოდები ახალი ნაწილს… ამ სიკეთესთან ერთად თამაშს ამშვენებს კარგი გრაფიკა და უსერიოზულესი გეიმფლეი…

სურათები.

ვიდეოები.

2.Batman: Arkham City

მეორე ადგილი Batman: Arkham City… თამაში რომელსაც მე პირადად წუნი ვერ ვუპოვე… უსერიოზულესი გრაფიკა, გეიმფლეი, გახმოვანება, პერსონაჟები, სიუჟეტი, ეფექტები, გარემო, ერთი სიტყვით თამაში არის უძლიერესი… Batman: Arkham City-ში თქვენ მოგიწევთ ბნელი რაინდის როლის მორგება და არხამის ბოროტმოქმედთა ქალაქში გამოძიების ჩატარება. თამაშს გააჩნია საოცრად დახვეწილი და ეფექტური საბრძოლო სისტემა, რომელიც ყოველ ჯერზე ჩემს აღფრთოვანებას იწვევს… :)

სურათები.

ვიდეოები.

1.The Elder Scrolls V: Skyrim

ჩემს 2011 წლის ტოპ ათეულში პირველი ადგილზე არის Bethesda-ს მიერ შექმნილი გენიალური თამაში The Elder Scrolls V: Skyrim. Skyrim-ი თამაში კი არ არის, ის არის პარალელური სამყარო სადაც მოთამაშეს გააჩნია განუსაზღვრელი შესაძლებლობები… უზარმაზარი და მოულოდნელობებით სავსე სამყარო, ულამაზესი და უძლიერესი გრაფიკა,ასევე უძლიერესი მუსიკალუირი გაფორმება… he Elder Scrolls V: Skyrim-ის თამაშისას თქვენ შესაძლებლობა გეძლევათ განავითაროთ თქვენი გმირი უამრავი მიმართულებით და აირჩიოთ თქვენთვის სასურველი პროფესია, ასევე შესაძლებლობა გეძლევათ შეებრძოლოთ ლეგენდარულ არსებებს გოლიათებს, დრაკონებს და ა.შ… Skyrim-ის სამყარო იმდენად დიდია რომ 100 ან გინდაც 200 საათის თამაშის შემდეგაც კი შესაძლებელია გადააწყდეთ გამოქვაბულს ან რამე დასახლებას, რომელშიაც არ ყოფილხართ… ასე რომ The Elder Scrolls V: Skyrim-ს მივანიჭე 2011 წლის საუკეთესო თამაშის წოდება… :)

სურათები.

ვიდეოები.

შეგახსენებთ რომ ეს მხოლდ და მხოლოდ ჩემი აზრია… თქვენ შეგიძლიათ კომენტარებში დაწეროთ თქვენი რჩეული თამაშების სახელები, რომლებიც გასულ წელს გამოვიდა…

loading...
თეგები

მსგავსი ამბები

Close
Close