არქივი

TOP 10 საუკეთესო პლაჟი

7c44784f6ca6
ყველა ადამიანს თავისებური გემოვნება აქვს. ზოგს ხმაურიანი და ღამის კლუბებით სავსე ზღვისპირა ქალაქი მოსწონს, ზოგს მშვიდი და ხალხით ნაკლებად გადატვირთული სანაპირო. მიუხედავად პირადი ინტერესებისა არის სამი ფაქტორი, რომელიც უნდა ახასიათებდეს მსოფლიო კლასის პლაჟს, ესენია მზე, ქვიშა და პლაჟის მიმდებარე ტერიტიორია. სწორედ ამ ფაქტორების გათვალისწინებით შედგა ეს TOP ათეული.

 

10. ლა მინიტას პლაჟი

ლა რომანა, დომინიკის რესპუბლიკა
bde3f3c2697b

დომინიკის რესპუბლიკის პლაჟები ცნობილია თავისი სილამაზით და სიწყნარით. თუ ესტუმრებით დომინიკის რესპუბლიკის პლაჟებს მოიხიბლებით მათი ბუნებრივობით. ლა მინიტას პლაჟზე თქვენ შეგიძლიათ მიხვიდეთ მხოლოდ სპეციალური მატარებლით ან გოლფის მანქანით, რაც ამ სანაპიროს ხდის ერთ-ერთ საუკეთესოს იმათთვის ვისაც ზღვის სანაპიროზე მშვიდად და განმარტოებულად სურს დასვენება. მიუხედავად ამ პლაჟის იზოლირებულობისა მასთან საკმაოდ ახლოს არის რესტორნები და მასაჟის ოთახები პირდაპირ სანაპიროზე.

 

9. თეთრი პლაჟი

ბორაკაის კუნძული, ფილიპინები
e098b114637f

ეს პატარა “სამოთხის ნაჭერი” პრაქტიკულად ხელუხლებელი იყო 30 წლის წინ. მიღებულია რომ მსოფლიოში ყველაზე საუკეთესო ტროპიკული შვებულების გატარება შესაძლებელია ამ პლაჟზე. უმჯობესია ამ სანაპიროზე დაისვენოთ ამიჰანის პერიოდში (დაახლოებით სექტემბერი და ივნისი), ეს ის დროა როცა ჰაერის ტემპერატურა ზომიერია, არის მცირე წვიმები, მაგრამ უმნიშვნელო.

 

8. სამხრეთის პლაჟი

მაიამი, ფლორიდა
3bd242073d88

სამხრეთის პლაჟი არის “ვხედავთ და ჩანს” სანაპირო. ეს სანაპირო ნამდვილად ცოცხლდება ღამით. დარწმუნებულები იყავით იმაში, რომ თუ თქვენ ამ ადგილას რაღაც დროს გაატარებთ აუცილებლად ნახავთ ვინმე ცნობილ პიროვნებას. თუ თქვენ “მზის თაყვანისცემის” გამოხატვა ასეთ ადგილას არ გიზიდავთ მაშინ შეგიძლია ქვემო მაიამისკენ გასწიოთ.

 

7. სანტორინის წითელი პლაჟი

აკროტირი, საბერძნეთის კუნძულები
de7e89940650

სანტორინის წითელი სანაპირო არის მსოფლიოში ერთ-ერთი ულამაზესი ადგილი. გარს შემორტყმული ლავის კლდეების მეშვეობით ამ სანაპიროს აქვს ულამაზესი და უნიკალური წითელი ქვიშა. სანაპიროზე მისვლა შეგიძლიათ მხოლოდ ნავით, ან ფეხით, რომელიც ათ წუთს წაგართმევთ. მთელი კუნძული შეიქმნა ამჟამად მძინარე (მაგრამ არა მკვდარი) ვულკანის ამოფრქვევის შედეგად. ამბობენ, რომ სანტორინი შეიძლება იყოს ძველი ატლანტისის ერთ-ერთი შემადგენელი ნაწილი.

 

6. ტულუმის პლაჟი

ტულუმი, მექსიკა
1ad560dde937

მექსიკაში არის ბევრი პატარა მაგრამ, საუცხოო სანაპიროების მქონე ქალაქები. ასეთივეა ტულუმის პლაჟი, მაგრამ არის კიდევ ერთი ფაქტორი, რაც ამ პლაჟს ხდის განსაკუთრებულს- ის საკმაოდ ახლოს მდებარეობის ძველი მაიას ცივილიზაციის ნანგრევებთან. სანაპიროდან 80 მილის დაშორებით მდებარეობს კანკუნი. ფაქტობრივად ტულუმი ჯერ კიდევ არ არის ტურისტებით და დამსვენებლებით გადატვირთული სანაპირო და ჯერ კიდევ საკმაოდ მშვიდი ადგილია. ასე რომ, თუ გაინტერესებთ არქეოლოგია, უძველესი ცივილიზაცია ან უბრალოდ მოგწონთ სიძველეების კვლევა, ტულუმი არის მზის, დასვენების და თავგადასავლების შესანიშნვი კომბინაცია.

 

5. ნუდისტთა ბანაკის პლაჟი

ვბროსკა, კუნძული ჰვარი, ხორვატია
c3cd66706a6e

თუ თქვენ არ გიზიდავთ გარუჯვა, მაშინ სცადეთ ვბროსკას ნატურალისტური პლაჟი, რომელსაც გარს ახვევია ვენახები, ფიჭვის ტყეები და ზეთისხილის ხეები. ეს პატარა ყურე არის საოცრად ლამაზი და აქ რა თქმა უნდა ნახავთ ნუდისტებს. თუ თქვენ ბუნებით ნატურალისტი ხართ, შეგიძლიათ შეუერთდეთ ნუდისტების ბანაკს, რომელიც მოიცავს პატარა რესტორანს, მაღაზიას და გაზის სადგურს.

 

4. ჰანალეის ყურის პლაჟი

კაუაი, ჰავაი
30eba6a7b046
თუ თქვენ დასასვენებლად თვალწარმტაც ადგილს ეძებთ ჰანალეის ყურის პლაჟი საუკეთესო ადგილია. ნახევარმთვარისებულად მოყვანილ თეთრ ქვიშას გარს არტყია ჩანჩქერები და ცამდე აზიდული ამწვანებული მთები. მაშინ როცა ეს ადგილი გადატვირთულია, გნსაკუთრებით ზამთარში, როცა საუკეთესო დროა სერფინგისთვის, ძალიან ბევრ გაოცებულ და დაჟინებულ მზერას ნახავთ, რომლებიც ბუნების ამ სილამაზისკენაა მიპყრობილი.

 

3. ოკრაკოკეს კუნძული

ჩრდილოეთ კაროლინა
2681dd911130
კიდევ ერთი მყუდრო და სიმშვიდის მოყვარულთათვის განკუთვნილი კუნძული, რომლზეც მხოლოდ ნავით ან კერძო თვითფრინავით შეგიძლიათ მიაღწიოთ. ამ კუნძულის სანაპიროებს აქვთ ერთ-ერთი ყველაზე სუფთა ქვიშა.

 

2. იპანემას პლაჟი

რიო დე ჟანეირო, ბრაზილია
13470c0a1b3d
ეს პლაჟი ცნობილი გახდა მას შემდეგ, რაც 1970-იან წლებში ქალებმა სწორედ აქ დაიწყეს ტანგას ტარება. ეს თავისუფლების ატმოსფერო კვლავაც ცოცხალია რიო დე ჟანეიროში. ეს არის ქალაქი, რომელიც სავსეა სიცოცხლით და საკუთარი აზრის გამოხატვის ტოლერანტულობით, როგორც სანაპიროებზე ისე მის გარეთ.

 

1. სანტა კრუზის პლაჟები

სანტა კრუზი, კალიფორნია
fb11edfd1516
სანტა კრუზში შეგიძლიათ მიიღოთ კალიფორნიისთვის დამახასიათებელი კლასიკური მზის აბაზანა. თუ თქვენ სერფინგისტი ხართ ან დაინტერესებული ხართ ამ საქმიანობით ვიწრო ბილიკის სანაპირო თქვენთვისაა ზედგამოჭრილი. თუ თქვენ სიმშვიდის და რომანტიკის მოყვარული ხართ ესტუმრეთ ზღვის პეიზაჟების სანაპიროს, თუ გსურთ მხიარულება შეუთავსოთ მზის ქვეშ ყოფნას მთავარი პლაჟი თქვენთვის ყოფილა. მთავარ პლაჟს აქვს ძველებურ სტილში მოდელირებული პრომენადი და შესანიშნავი პარკი. სანტა კრუზს აქვს რაღაც ყველასათვის და თითქმის ყველას გემოვნებაში ჯდება.

 

P.S  ეს სია შედგენილია მსოფლიოს წამყვანი ტურისტული კომპანიების მიერ. ყველას გისურვებთ იმოგზაუროთ თითოეულ ადგილას :)

მსგავსი ამბები

Back to top button