საკითხავისამხედროსასარგებლო

გუპტას იმპერია


ახალი წელთაღრიცხვით IV საუკუნეში პოლიტიკური და სამხედრო არეულობის შედეგად განადგურდა ჩრდილოეთ ინდოეთოს ტერიტორიაზე მდებარე კუშანის იმპერია. კუშანას განადგურებას მოჰყვა ცენტრალური აზიის სხვადასხვა დაბალი განვითარების ხალხების სერიული შემოსევები და საბოლოოდ ინდოეთის დაპყრობა მლეჩჩჰების მიერ. ინდოეთს სჭირდებოდა ლიდერი, რომელიც გაილაშქრებდა დამპყრობლის წინააღმდეგ. ასეთი პიროვნება აღმოჩნდა მაგადჰას მმართველი- ჩანდრაგუპტა I. ჩანდრაგუპტამ წარმატებით გაილაშქრა უცხოელთა ინტერვენციის წინააღმდეგ და საფუძველი დაუდო გუპტას დინასტიას. გუპტას იმპერატორები მომდევნო 300 წლის განმავლობაში განაგებდნენ ინდოეთს, რომელსაც მოუტანეს ყველაზე დიადი და წარმატებული ხანა მთელი ისტორიის განმავლობაში.

გუპტას იმპერატორების მმართველობის ხანა რეალურად შეიძლება ჩაითვალოს კლასიკური ინდოეთის ოქროს ხანად. როგორც ზემოთ ავღნიშნე მაგადჰას (თანამედროვე ბიჰარი) მმართველმა ჩანდრაგუპტამ (270-290) დააარსა გუპტას იმპერია და მისი დედაქალაქი პატლიპუტრა/პატნა. მან თავის მემკვიდრედ დაასახელა თავისი შვილი გჰატოტკაჩა (290-305). გჰატოტკაჩას გარდაცვალების შემდეგ გუპტას ტახტზე ავიდა ჩანდრაგუპტა II (305-325), რომელმაც გააძლიერა თავისი სამეფო კუმარადევთან დაქორწინებით. კუმარადევი იყო მითილას მმართველი- ლიჩჩავთა ძლიერი დინასტიიდან. ამ ქორწინებით ჩანდრაგუპტამ მოიპოვა ძალაუფლება, რესურსები და პრესტიჟი. მან ისარგებლა არეულობით და დაიპყრო მთელი ნაყოფიერი განდგეტიკის ხეობა. ამის შემდეგ ჩანდრაგუპტა II-მ მიიღო მაჰარაჯადჰირაჯას (იმპერატორის) ტიტული, ფორმალური კორონაციის შემდეგ.

 


გუპტას იმპერია

 

გუპტას იმპერიის ყველაზე დიად მეფედ შეიძლება ჩაითვალოს სამუდრაგუპტა (335-380, ჩანდრაგუპტა II-ის მემკვიდრე). სერიული ბრძოლებით სამუდრაგუპტამ საგრძნობლად გაზარდა გუპტას იმპერიის ტერიტორია. მან დაამარცხა ვინდჰის (ცენტრალური ინდოეთის) და დეკანის მეფეები. როცა ის გარდაიცვალა გუპტას იმპერიას დასავლეთით ესაზღვრებოდა კუშანა (დღევანდელი ავღანეთი და პაკისტანი), ხოლო სამხრეთით ესაზღვრებოდა ვაკატაკა (დღევანდელი სამხრეთ მაჰარაშტრა). სამუდრაგუპტა იყო ერთგული ინდუსი, სამხედო მოქმედებების შემდეგ მან შეასრულა აშვამედჰა იაგნა (ცხენით თავგანწირვის ცერემონია), რაც ასახულია მის ზოგიერთ მონეტაზე. აშვამედჰა იაგნამ მას მიანიჭა მაჰარაჯადჰირაჯის, მეფეთა მეფის ტიტული.

 

 

ვიკრამადიტია (380-413, სამუდრაგუპტას შვილი) იყო ყველაზე ლეგენდარული მეფე ინდოეთის ისტორიაში. ყველაზე მეტი ინდური ლეგენდები და ამბები უკავშირდება სწორედ ამ მეფეს. სამუდრაგუპტას (და მისი შვილის კუმარგუპტას) მმართველობის ხანა არის კეთილდღეობის, სიძლიერის და სიმდიდრის ხანად. სახელი ვიკრამადიტია გახდა სუვერენიტეტის, უზარმაზარი ძალაუფლებისა და სიმდიდრის სინონიმი. ვიკრამადიტიამ იქორწინა პრინცესა კუბერნაგაზე, ნაგას ტომის მეთაურის ქალიშვილზე. მოგვიანებით მან თავისი ქალიშვილი პრაბჰავატი მიათხოვა რუდრასენას, რომელიც ძლევამოსილი ვაკატაკას დინასტიიდან იყო. ვიკრამადიტიას ყველაზე მნიშვნელოვანი სამხედრო წარმატებები იყო კშატრაპას, შაკას მმართველი მალავას და საურაშტრას სამხედრო პოტენციალის მთლიანი განადგურება. მან შესანიშნავი გამარჯვება მოიპოვა კშატრაპას მმართველებთან ბრძოლის დროს და თავის იმპერიას შემოუერთა ეს ტერიტორიები. ვიკრამადიტიამ დიდი გამბედაობა აჩვენა შაკასთან ბრძოლის დროს, მან თავად მოკლა შაკა. ამის შემდეგ მას მოიხსენიებდნენ შაკარის და საჰასანკას ეპითეტებით, რაც შაკარის მკვლელს ნიშნავს. ვიკრამადატიამ სრულყო და ააღორძინა ვიკრამ სამვატის ეპოქა, რომელიც წარმოიშვა 58 წელს, ინდოეთში. ამ ეპოქაში ჩამოყალიბდა ძირითადი ერთიანი ინდური რწმენა-წარმოდგენები და კულტურა

.

 

ვიკრამადატიას შემდეგ ტახტზე ავიდა კუმარგუპტა (455-467). მან შეინარჩუნა მემკვიდრეობით გადმოცემული ტერიტორიები, რომელშიც შედიოდა მთელი ინდოეთი სამხრეთის ოთხი შტატის გარდა. მოგვიანებით მანაც შეასრულა აშვამეგჰა იაგნა და თავი მეფეთ მეფედ გამოაცხადა. კუმარგუპტა ასევე იყო ხელოვნების დიდი მფარველი. არსებობს მტკიცებულებები, რომ მან დააარსა სახვითი ხელოვნების დიდი უნივერსიტეტი- ნალანდა, რომელიც ყვაოდა V-XII საუკუნეებში.

კუმარგუპტას შემდეგ ტახტზე ავიდა სკანდაგუპტა (455-467), რომელსაც მალევე მოუწია ჰუნებთან (ჰეპტალიტებთან) შეჯახება. თავდაპირველად მან შეძლო ჰუნების მოგერიება, მაგრამ სახელმწიფოში შექმნილი კრიზისის მოგერიება ვეღარ შეძლო. მიუხედავად კუმარგუპტას გმირული ძალისხმევისა, ჰუნების ინტერვენციისა და პუშიამიტრას აჯანყების შედეგად გუპტას იმპერიამ არსებობა შექყვიტა. VI საუკუნეში გუპტას დინასტიამ გარკვეულ წარმატებებს მიაღწია, მაგრამ იმპერიის აღდგენა მათ ვეღარ მოახერხეს.

გუპტას პერიოდი ითვლება ინდოეთის კულტურის ოქროს ხანად. ამ კულტურის ძეგლების დიდი რაოდენობა გამოირჩევა ოსტატობით. აჯანტას გამოქვაბულის კედლის მოხატულობა და რელიეფი ითვლება ინდური ხელოვნების შედევრად. გამოქვაბულის მოხატულობა ეთმობა ბუდას ცხოვრების სხვადასხვა ეპიზოდებს. ელეფანტას ტაძარში (ბომბეისთან ახლოს) დგას უზარმაზარი შივას ქანდაკება. გუპტას პერიოდი ასევე მდიდარია დინამიური ინდუისტური ტაძრებით. ყველა ეს ტაძარი მოიცავს დარბაზებს და კოშკებს.

 

ელეფანტას ტაძარი:

 

აჯანტას გამოქვაბული:

 

ყველაზე დიდი ინდოელი მწერალი კალიდისა ამ პერიოდს ეკუთვნის. ყველაზე დიდი ინდოელი მათემატიკოსი არიაბჰატა ასევე ეკუთვნის გუპტას პერიოდს. პანჩატანტრა და კამასუტრა დაიწერა ამ პერიოდში. ნალანდას უნივერსიტეტი ბიჰარში დააარსდა გუპტას იმპერატორის ხელშეწყობით.

 


არიაბჰატა

 


ნალანდას უნივერსიტეტი

 

სამწუხაროდ, ძალიან ცოტა ისტორიული არქიტექტურული ძეგლი შემორჩა. გუპტას იმპერიის არქიტექტურის მაგალითებია- ვაიშნავიტე ტიგავას ტაძარი ჯაბალპურში, რომელიც აშენებულია 415 წელს. დეოგარჰნირ ჯჰანსი აშენებულია 510 წელს. ბჰიტა უტერ პრადას შტატში ძველი გუპტას პერიოდს მიეკუთვნება, მაგრამ მისი დიდი ნაწილი უკვე ნანგრევებია.

 


ვაიშნავიტე ტიგავას ტაძარი

 

ყველა ასპექტიდან გამომდინარე გუპტას დინასტიის ხანა შეიძლება ჩაითვალოს ინდოეთის სიძლიერის ხანად, როგორც პოლიტიკურად ისე კულტურულად.

loading...
თეგები

მსგავსი ამბები

Close
Close