საკითხავი

10 რამ, რაც კიმ ჩენ ირს მოსწონდა


1.Hennessy–ს კონიაკი
როცა კიმ ჩენ ირს ხანგრძლივი ცივი ღამეების დროს გახურება და კარგ ხასიათზე დადგომა უნდოდა ის შველას HENNESSY–ის ბოთლაში ნახულობდა.  მას ისე მოსწონდა ეს კონიაკი რომ ის HENNESSY–ის საუკეთესო კლიენტების სიაში შედიოდა. თავის საყვარელ  სასმელზე ის წელიწადში დაახლოებით $ 800 000 ხარჯავდა, თუმცა ეს იქამდე სანამ ექიმებმა 1999 წელს მისი დალევა არ აუკრძალეს.

2. იშვიათი ფრანგული ღვინოები

ნახვამდის Hennessy გამარჯობა წითელო ღვინო! ის რომ ექიმებმა კიმ ჩენ ირს კონიაკის დალევა აუკრძალეს, ის მაინც არ ჩამოშორებია ალკოჰოლურ სასმელებს. ის ბორდოში და ბურგუნდიაში დამზადებული იშვიათი ღვინოების სმაზე გადავიდა. ჯამში კი მის მარანში სადღაც 10 000 ღვინის ბოთლი დაგროვდა. თუმცა 2003 წელს გაზეთებმა ინფორმაცია გაავრცელეს რომ კიმ ჩენ ირს ღვნის მოხმარების შემცირებაც მოუწია და ერთ ღამეში ის მხოლოდ ნახევარ ბოთლას მოიხმარდა.

3.მოდური ფეხსაცმელი პლათფორმაზე

ჩრდილოეთ კორეის ყოფილი ლიდერის სიმაღლე სულ რაღაც 1,57 მეტრი იყო, ამიტომ ის პლათფორმიან ფეხსაცმელს ხმარობდა, რომელიც მას დამატებით 10 სმ-ს მატებდა. ხოლო მისი ვარცხნილობის წყალობით რომელიც ელვის პრესლის სტილში იყო ის კიდევ რამდენიმიე სანტიმეტრის მოგებას ახერხებდა.

4. გიგანტური კურდღლები

კიმ ჩენ ირს აკვიატებული იდეა ქონდა , თითქოსდა გიგანტური კურდღლების მოშენება მის ხალხს შიმშილისგან თავის დაღწევაში დაეხმარებოდა. 2006 წელს ის გერმანიის მეცხოველეობის ხელმძხვანელს კარლ სმოლენსკის დაუკვშირდა, რათა მისთვის რამდენიმე ათეული გიგანტური კურდღელი გამოეგზავნა. სმოლენსკი შეეცადა გადაერწმუნებინა კიმ ჩენი, და არწმუნებდა რომ ამ კურდღლების ჯიშს ძალიან დიდი რაოდენობის კარტოფილი და სტაფილო სჭირდება, ხოლო შედეგად თითო კურდღელი სულ რაღაც 6 კილო ხორცს იძლევა. მაგრამ კინმა მაინც შეუკვეთა კურდღლები და მათ მისი ერთ–ერთი დაბადებისდღის სუფრა დაამშვენეს.

5. ელიზაბეტ ტეილორი

ელიზაბეტ ტეილორმა თავისი სილამაზით და სტილით მთელი მსოფლიო დაიპყრო. გამონაკლისი არც ფილმების მოყვარული კიმ ჩენ ირი აღმოჩნდა, ელიზაბეტი მისი საყვარელი მსახიობი ქალი იყო.

6. ფილმები

კინომოყვარული კიმ ჩენი აღმერთებდა ფილმებს. ის ფიქრობდა  რომ ფილმებს შეუძლიათ ჩამოაყალიბონ ადამიანის მსოფლმხედველობა. ეს რომ თავის ქვეყანაში განეხორციელებინა მან 1978 წელს სამხრეთ კორეელი რეჟისორი სინ სან ოკა მოიტაცა. სინი წლობით იღებდა ფილმებს კიმ ჩენისთვის, მანამ სანამ 80 –იან წლებში ვენისკენ მოგზაურობისას არ გაიპარა . კიმ ჩენს აგრეთვე ამერიკული ფილმებიც მოსწონდა, კერძოდ კი „რემბო“ და „ პარასკევი 13“. მის კოლექციაში 20 000–ზე მეტი ფილმი იყო.

7. ლობსტერები

ისევე როგორც კიმ ჩენ ირის სხვა მრავალი საყვარელი რამ, ლობსტერები – მიუწვდომელი იყო ჩრდილოეთ კორეაში მცხოვრები მოსახლეობის უმრავლესობისთვის. თუმცა კიმი მას ძალიან ხშირად მიირთმევდა .

8. შემწვარი ვირის ხორცი

2001 წელს კიმი მატარებლით გაემგზავრა მოსკოვისკენ. მასთან მყოფი რუსი ელჩის თანახმად , კიმის მენიუში ყოველდღე  შედიოდა შემწვარი ვირის ხორცი. ელჩი აგრეთვე იუწყებოდა რომ კიმი მას ვერცხლის ჩხირებით მიირთმებდა.

9. ბილ კლინტონი

ბილ კლინტონის გავლენა ჩრდილოეთ კორეაზეც კი იყო. შტატების ყოფილმა პრეზიდენტმა თავის დროზე შეძლო და დაარწმუნა კიმ ჩენი, რომ სურსათით მომარაგების სანაცვლოდ უარი ეთქვა ბირთვულ პროგრამაზე. მართალია ეს მშვიდობა ქვეყნებს შორის დიდხანს არ გაგრძელებულა თუმცა კლინტონის გავლენა მაინც არ გამქრალა. 2009 წელს კლინტონის ორგანიზებით ჩრ. კორეის ციხიდან ორი ტელე–ჟურნალისტი ლორი რინგი და ენი ლი გამოუშვეს . როგორ მოახერხა მან ეს ? რამდენიმე ათწლეულის უკან როცა კიმ ჩენ ირის მამა გარდაიცვალა, ბილ კლინტონი პირველი იყო ვინც მგლოვიარე შვილი ანუგეშა და ალბათ კიმს ეს არ დავიწყებია.

10. დაფი დაკი

შეიძლება ზოგს წარმოუდგენლად მოეჩვენოს და სასაცილოდაც არ ეყოს იმის წარმოდგენა, რომ კიმ ჩენ ირი თავისი ჭაობისფერი სამოსით და პლათფორმიანი ფეხსაცმლით სახლში იჯდეს და დაფი დაკის მულტფილმებზე იცინოდეს, თუმცა ეს ასე ხდებოდა. კიმ ჩენ ირი დაფი დაკის დიდი თაყვანისმცემელი იყო. მას ამ შავ იხვზე გადაღებული მულტფილმების სრული კოლექცია ქონდა და აგრეთვე დაფი დაკის სიმბოლიკიანი სხვადასხვა ნივთებიც მრავლობდა მასთან.

loading...
თეგები

მსგავსი ამბები

Close
Close