არქივი

ოძრხე

3cf3d8ff1eab

არცთუ ისე დიდი ხნის წინ გავიგე ეს სიტყვა (ოძრხე), მაშინვე დავსერჩე და საკმაოდ საიტერესო ინფორმაციასაც წავაწყდი…

ოძრხე, დღევანდელი აბასთუმანი, ადიგენის რაიონში ახალციხიდან 30 კილომეტრის მანძილზე მდებარეობს, ადიგენიდან აბასთუმნამდე კი 25-26 კილომეტრია.
ოძრხე ერთ-ერთი უძველესი ციხე-ქალაქთაგანია საქართველოში. იგი დაუარსებია ქართველთა ერთ-ერთ ლეგენდარულ ეთნარქს – ოძროხოსს ძვ. წ. III საუკუნის I ნახევარში. ოძრახე, ვიძეროხი, ვიტეროხი, როგორც დიდი მნიშვნელობის ცენტრი, უძველესი დროიდან იყო ცნობილი. XI საუკუნის ქართველი მემატიანე ლეონტი მროველი ოძრხეს საქართველოში დაარსებულ პირველ ციხე-ქალაქთა შორის ასახელებს. მისივე ცნობით, თითქოს ალექსანდრე მაკედონელმა, საქართველოში შემოსვლისას, სხვა ციხე-ქალაქთა შორის, “პოვნა ოძრხე მოკიდებული კლდესა ღადოსსა” (ღადოს მთა ერქვა ლიხის ქედს ბორჯომის ხეობიდან დასავლეთით). მეორე მემატიანე ოძრხეს ვახტანგ გორგასლის დროს იხსენიებს. არსებობს აგრეთვე ცნობა, რომ ოძრხის ციხე IX საუკუნეში ხელმეორედ აუგია გურამ მამფალს, აშოტ დიდი კურაპალატის ძეს.
XI საუკუნეში ოძრხე ძველისძველ ციხე-ქალაქად იყო მიჩნეული. XI საუკუნის მეორე ნახევარში ბაგრატ IV ოძრხე ციხისჯვართან და ბოდო-კლდესთან (აბასთუმნის მახლობლად) ერთად, “მოუბოძა მამულობით,” სულა კალმახელს, რომელმაც მეფის ორგული ფეოდალი, კლდეკარის ერისთავი ლიპარიტი, შეიპყრო. ოძრხე ქალაქად ითვლებოდა თამარ მეფის დროსაც, XII საუკუნეში.
1191 წელს თამარ მეფეს აუჯანყდნენ ფეოდალები: სამცხის სპასალარი ბოცო ჯაყელი, მსახურთუხუცესი ვარდან დადიანი, საეგრო-გურიის ერისთავი ბარამ ვარდანისძე, აფხაზეთის ერისთავი დაღათო შერვაშიძე, სუანეთის ერისთავი ბედიანი. მათ მეთაურობდა ნაყივჩაღარი თათრის აბულასანის შვილი, ტაო-კლარჯეთისა და შავშეთის ერისთავთ-ერისთავი გუზანი. მათ დააბრუნეს ექსორიაქმნილი გიორგი რუსი და მეფედ გამოაცხადეს. თამარ მეფის ერთგული ერისთავების სამფლობელოები კი იავარქმნეს. კერძოდ, ვარდან დადიანის წინამძღოლობით დასავლეთიდან წამოსულმა აჯანყებულებმა გადაიარეს “რკინის ჯვარი”, მიადგნენ ციხის ჯვარს და “დაწუეს ძველი ქალაქი ოძრხე”.

a36c708e5b5e

1205 წელს, რუმის (დღევანდელი თურქეთის ტერიტორია) სულთნის, რუქნადინის, წინააღმდეგ გაგზავნილი ქართული ლაშქარი თამარ მეფემ არსამდე მიაცილა. ვარძიის მონასტერში ქართველობა ვარძიის ღვთისმშობელს შეავედრა და ამ ვითარებასთან დაკავშირებით “ყოველგან საყდართა, მონასტერთა და სოფელთა უბრძანა ლიტანიობა და ვედრება ღმრთისა”. შემდგომ წამოვიდა მესხეთში და ავიდა ქალაქ ოძრხეს. მას თან ახლდნენ “მრავალნი ეპისკოპოსნი და მონაზონნი”, ეზოსმოძღვარი ბასილი, სალოსი ევლოგი, პოეტი იოანე შავთელი. დაიწყო ლოცვა-კურთხევა. “… ხოლო ესე თქმულ არს, რომელ მეფისა თამარისა ოძრხეს ყოფასა შინა. ეახლნეს ღირსი წმიდა მამა იოანე შავთელი, ევლოგი (ევლოგი, ქრისტესათვის სულელი, რომელსა მიეღო მადლი წინასწარმეტყველებისა და რომელიც ქრისტესათვის მოგონილ სისულელეში მალავდა თავის სულიერ ღვაწლს) სალოსად წოდებული და წინასწარმეტყველობისა ღირსქმნული და იყო ვედრება დღისი და ღამეთაგათევა ლაშქართა გამარჯვებისათვის…”. თამარ მეფეს სასახლეში ისედაც წესად “..ღამე-ყოველ მღვიძარება, ლოცვა, მუხლთ-დრეკა და ცრემლითა ვედრებაი ღამესა ზე-მდგომრობითა საკვირვებელ აქუნდა…”, ლოცვის, ღამისთევის სიხშირე და მაღალი დონე კი ისეთი ყოფილა და ისეთი მონდომებითა და წესიერად სრულდებოდა, რომ “საეჭვოდ მიჩნს მეუდაბნოეთაგანცა”-ო საგანგებოდ აღნიშნავს მემატიანე. აქვე საჭიროდ მიგვაჩნია მკითხველს შევახსენოთ, რომ, გადმოცემის თანახმად, თურმე ლოცვის დროს თამარ მეფე ერთი არშინით (71 სმ) ზეიწეოდა ხოლმე. დაუცხრომელი ლოცვის შედეგად ევლოგიმ მიიღო ამ ომში ქართველთა გამარჯვების წინასწარმეტყველური ხილვის მადლი, რომელი საიდუმლოც მხოლოდ წმიდა იოანე შავთელს განუცხადა.
ოძრხის მნიშვნელობას ისიც მოწმობს, რომ ძველად ზოგჯერ მთელ სამცხეს ოძრხის ქვეყანა ეწოდებოდა. XI საუკუნის მემატიანის სიტყვით, თითქოს საქართველოს სამეფოს არსებობის პირველ ხანებში ოძრხის ერისთავს მთელი სამცხე და აჭარა ეპყრა.
ვახუშტი ბაგრატიონის ცნობით ოძრხე მთლიანი საქართველოს დანაწევრების შემდეგ (ე. ი. XV-XVI სს.) დაკნინებულა “და იყო ქალაქი და ციხე, განყოფილებისამდე სამეფოსა, საერისთაოდ, და შემდგომად მისა – დაბად; ხოლო აწ არს ოხერ, და ციხე შემუსვრილი”.
მე-16 საუკუნეში ოსმალეთმა სამხრეთ საქართველოს სხვა ტერიტორიებთან ერთად სამცხეც მიიტაცა. ამ დროისათვის ოძრხე მოიხსენიება, როგორც ოსმალეთის ერთ-ერთი ადმინისტრაციული ერთეულის ცენტრი და შედიოდა ახალციხის ლივის, ოცხის ნაჰიეში. მომდევნო პერიოდში იგი მოსჩანს როგორც მცირე დაბა. ამ საუკუნის ბოლოს უკვე აღარ არსებობდა ოძრხე, სამშვილდე, თმოგვი, დმანისი, ჟინვანი.
ჩნდება ახალი დასახლებული პუნქტი აბასთუმანი.
XIX საუკუნის პირველ წლებში როცა რუსეთის ხელისუფლება ახალციხის საფაშოს შემოერთებაზე ზრუნავდა, საბუთებში არაერთხელ იხსენიება ოძრხის ციხე, რომელიც თუმც ცარიელი იყო, მაინც ინარჩუნებდა მნიშვნელობას თავისი მეტად ხელსაყრელი მდგომარეობის გამო. თურქები ამ ადგილს ჩერმიკ-ბოღაზს უწოდებდნენ, აქაური მინერალური წყლების გამო (ჩერმიკ – თბილ მინერალურ წყლებს ნიშნავს, ბოღაზი – ხეობას, ვიწრო გასასვლელს მთებში).
მომდევნო პერიოდში იგი მოსჩანს როგორც მცირე დაბა. ამ საუკუნის ბოლოს უკვე აღარ არსებობდა ოძრხე, სამშვილდე, თმოგვი, დმანისი, ჟინვანი.
ჩნდება ახალი დასახლებული პუნქტი აბასთუმანი.
ოძრხეს შემოგარენში, კერძოდ კურორტ აბასთუმანში, დღემდე არის შემორჩენილი შუა საუკუნეების ეკლესია. იგი ამჟამად მოქმედია და მის ტერიტორიაზე დაფუძნებულია წმ. გიორგის მამათა მონასტერი. შემონახულია აგრეთვე ციხე, რომელიც დღესაც თამარ მეფის სახელით არის ცნობილი.

წყარო: dzeglebi.com

Back to top button