არქივი

ათი საინტერესო, მაგრამ ნაკლებადცნობილი ფაქტი “ოსკარის” შესახებ

image

იცოდით, რომ ოსკარის მოოქროვილი ქანდაკება, რომელსაც ბედნიერი მფლობელები სცენაზე ამაყად იხუტებენ გულში, თითქმის ოთხ კილოგრამს იწონის?

 

image

 

კონტრაქტი გაყიდვის შესახებ

image

თუ მსახიობი განიცდის ფინანსურ სიძნელეებს, მოოქროვილი სტატუის გაყიდვას შეუძლია საგრძნობლად გამოასწოროს მისი მფლობელის მატერიალური მდგომარეობა, მაგრამ 1950 წლიდან მოყოლებული “ოსკარის” მფლობელი მსახიობები იძულებული არიან ხელი მოაწერონ ერთ მეტად ეშმაკურ კონტრაქტს: თუ ისინი ოდესმე გადაწყვეტენ ამ ქანდაკების გაყიდვას, პირველ რიგში ვალდებულნი არიან ის შესთავაზონ ამერიკის კინოაკადემიას სულ რაღაც … ერთ დოლარად. არა მგონია, ეს აზრი თავში მოუვიდეს რომელიმე მსახიობს.

 

ოქრო, ოქრო, ოქრო….

 

image

 

ყველასათვის კარგადაა ცნობილი, რომ ოსკარი ოქროსგანაა დამზადებული, მაგრამ ცოტამ თუ იცის, რომ ის სინამდვილეში მხოლოდ 24 – კარატიანი ოქროთია დაფარული. ეს ყვითელი ლითონი, სხვათაშორის, საკმაოდ მძიმეა და აბა წარმოიდგინეთ, რა წონის იქნებოდა 35 სმ სიმაღლის სუფთა ოქროსაგან დამზადებული ქანდაკება. მეორე მსოფლიო ომის პერიოდში ამერიკის კინოაკადემია ოქროს დეფიციტის გამო იძულებული იყო სტატუა თაბაშირისაგან დაემზადებინა, მაგრამ როგორც კი დეფიციტი აღმოიფხვრა, თაბაშირი ისევ ოქროთი შეცვალეს.

 

ტომ ჰენქსის შეცდომა

 

image

 

1994 წელს ტომ ჰენქსს გადაეცა “ოსკარი” მამაკაცის როლის საუკეთესო შესრულებისათვის. სამადლობელი სიტყვის წარმოთქმის დროს მსახიობს შემთხვევით წამოცდა, რომ მისი მასწავლებელი სამსახიობი ხელოვნებაში არატრადიციული ორიენტაციისაა. ეს ისტორია გახმაურდა და საფუძვლად დაედო ფილმს “შესასვლელი და გამოსასვლელი” (In&Out), რომელშიც მოთხრობილია, თუ როგორ ამხელს წარმატებული მოსწავლე მისი მასწავლებლის ორიენტაციას და ამით დიდ დარტყმას აყენებს მას.

 

უარის თქმა “ოსკარზე” მამაკაცის საუკეთესო როლისათვის

image

შეიძლება გავიფიქროთ, რომ ნებისმიერი ადამიანი, ვინც კი “ოსკარს” ღებულობს საუკეთესო როლის შესრულებისათვის, სიხარულისაგან ხტუნვას იწყებს, მაგრამ მათ რიცხვში მარლონ ბრანდო ნამდვილად არაა. მან უარი თქვა “ოსკარზე” და ამ ფაქტის შესახებ განცხადების გაკეთება დაავალა ამერიკელი ინდიელების წარმომადგენელს საშინ ლითლფეზერს. ბრანდომ და ლითლფეზერმა ამით პროტესტი გამოხატეს იმ ფაქტის წინააღმდეგ, თუ რა შეურაცხმყოფელად გამოსახავდნენ ინდიელებს ჰოლივუდურ ფილმებში.

 

ავადმყოფობის გამო დაკარგული “ოსკარი”

 

image

 

1938 წელს მსახიობი ელის ბრეიდი ისე ცუდად იყო, რომ ვერ შეძლო “ოსკარის” გადაცემის ცერემონიალზე დასწრება, სადაც მისთვის უნდა გადაეცათ ჯილდო ქალის მეორე პლანის როლის საუკეთესო შესრულებისათვის. მან ოქროს ქანდაკების მიღება ვიღაც უცნობ მამაკაცს ანდო, რომელიც საავადმყოფოში გაიცნო. გასაკვირი არაა, რომ ცერემონიალის დასრულების შემდეგ მამაკაციც გაქრა და ელის ბრეიდის “ოსკარიც”. ამის მეტად ისინი აღარავის უნახავს.

 

“ოსკარის” სასიყვარულო წყევლა

 

image

 

შოკისმომგვრელი შედეგი აჩვენა 2011 წელს ჩატარებულმა გამოკვლევამ: აღმოჩნდა, რომ ქალის საუკეთესო როლის შესრულებისათვის ოსკარის ლაურეატები ორჯერ უფრო ხშირად განქორწინდებიან, ვიდრე ჯილდოს გარეშე დარჩენილი ნომინანტები. განქორწინებების ამ ზემაღალმა მაჩვენებელმა სახელწოდებაც კი მიიღო : ” ოსკარის სასიყვარულო წყევლა”. საერთო ჯამში, ეს მართლაც წყევლის გამო ხდება თუ უბრალოდ ვარსკვლავების მეორე ნახევრები ეჭვიანობენ წარმატებული ცოლების მიმართ – ამას ვერასოდეს შევიტყობთ.

 

ზედმეტად გამძაფრებული უსაფრთხოება

 

image
2003 წელს ლოს-ანჟელესის ის რაიონი, სადაც “კოდაკის” კინოთეატრი მდებარეობს (სწორედ აქ ხდება “ოსკარების” გადაცემა), გამოცხადდა უპილოტო ზონად. უსაფრთხოების მიზნით ყველა კანალიზაციის ჭის სახურავიც კი დროებით შედუღებული იქნა. უფრო მეტიც, სახლების სახურავებზე განლაგებული იყვნენ სნაიპერები და ზონას აკონტროლებდა ქიმიური იარაღის აღმომჩენი ბრიგადა. სავარაუდოდ, უსაფრთხოების გამძაფრებული ზომები მცდარმა სატელეფონო შეტყობინებამ გამოიწვია დივერსიული ფაქტის მოწყობის შესახებ.

 

მოპარული “ოსკარი”

 

image

 

2000 წელს ოსკარის 55 ფიგურა მოპარული იქნა პორტის მიმდებარე ტერიტორიიდან. მათგან 52 ფიგურა სწრაფადვე იქნა ნაპოვნი სანაგვე ყუთთან ახლოს. კიდევ ერთი

“ოსკარი” ამოღებული იქნა ამ ორიოდე წლის წინ მაიამიში განხორციელებული ნარკოტიკების ძებნის ოპერაციის დროს, ხოლო დანარჩენი ორი პრიზი ძველებურად უგზო-უკვლოდ დაკარგულად ითვლება.

 

არასერიოზული გამარჯვებულები

 

image

 

როგორც ჩანს, ყველა ლაურეატი როდი აფასებს ამ ძვირფას ჯილდოს. მათ ამ პრიზს სულ სხვა გამოყენება მოუძებნეს. კომპანია Pixar-ის ლეგენდა ჯონ ლასეტერი და მსახიობი ჯეკ ნიკოლსონი მათ საკმაოდ ორიგინალურად იყენებენ: ლასეტერმა თავისი ორი “ოსკარი” თოჯინა ბარბის კაბებში გამოაწყო, ხოლო ჯეკ ნიკოლსონი ამ ძვირფას ჯილდოს ქუდების საკიდად იყენებს.

 

კრეატიული ჯილდოები

image

გასაოცარი სულაც არაა, რომ უოლტ დისნეიმ “ოსკარი ” მიიღო, მაგრამ “ფიფქიასათვის” გადაცემული მისი პრიზი ძალიან ორიგინალურად გამოიყურებოდა: “ოსკარი” ჩვეულებრივად წარმოადგენდა სტანდარტული დიდი ზომის ქანდაკებას და მას კიდევ ახლდა შვიდი პატარა “ოსკარი”( ეს შვიდი პატარა “ოსკარი” შვიდ ჯუჯას განასახიერებდა). პრემიის სხვა ლაურეატმა, მსახიობმა და მუცლითმოლაპარაკემ ედგარ ბერგენმა მიიღო ხისგან დამზადებული ოსკარი, რომლის ტუჩებიც მოძრაობდა.

 

image

 

P.S. რაღა თქმა უნდა, “ოსკარებმა” დაბადებიდან დღემდე დიდი სახეცვლილება განიცადეს, მაგრამ პრესტიჟი და დიდება, რაც ამ ჯილდოს მოაქვს, უცვლელი რჩება ათეულობით წლების განმავლობაში და სულაც არა აქვს მნიშვნელობა, საგამოფენო დარბაზში გამოფენთ ამ ძვირფას ქანდაკებას თუ ქუდების საკიდად გამოიყენებთ მას.

 

წყარო : intermedia.ge

Back to top button