არქივი

გეოგრაფიული რეკორდები

de6c7d4b5dd2

გეოგრაფიულ „რეკორდებში“ წარმოდგენილია ისეთი გეოგრაფიული ობიექტი ან მოვლენა, რომლებიც გამოირჩევა თავისი მაშტაბურობით, განუმეორებლობით. მათ შორისაა:
ჩერაპუნჯა – ყველაზე ტენიანი ადგილი მსოფლიოში. ეს დასახლებული პუნქტი მდებარეობს ჩრდილო-აღმოსავლეთ ინდოეთში. აქ ნალექების წლიური რაოდენობა აღწევს 12000 მმ-ს.

ატაკამას უდაბნო – ყველაზე მშრალი ადგილო მსოფლიოში. მდებარეობს სამხრეთ ამერიკაში, ჩილეს ჩრდილოეთ ნაწილში, წყნარი ოკეანის სანაპიროზე. აქ ნალექების საშუალო წლიური რაოდენობა შეადგენს მხოლოდ 2 მმ-ს, ზოგჯერ წვიმა რამდენიმე წელიწადსაც არ მოდის.

ქალაქ ტრიპოლის მიდამოები – ყველაზე ცხელი ადგილი მსოფლიოში. მდებარეობს ჩრდილოეთ აფრიკაში, ლიბიაში. აქ 1922 წლის 13 სექტემბერს ჩრდილში აღირიცხა +58 გრადუსი ჰაერის ტემპერატურა.

ოიმიაკონის ღრმული – ყველაზე ცივი ადგილი ჩრდილოეთი ნახევარსფეროში. მდებარეობს იაკუტიაში, რუსეთში, მდ. ინდიგირკას აუზში. აქ ჰაერის საშუალო წლიური ტემპერატურა უდრის -50 გრადუსს, ხოლო აბსოლიტური მინიმუმი -70 გრადუსამდე ეცემა. მსოფლიოში ყველაზე დაბალი ტემპერატურა აღირიცხა ანტარქტიდაში, სადგურ ვოსტოკზე -89,2 გრადუსი. 491f9ba06e93
ანხელი – ყველაზე დიდი ჩანჩქერი მსოფლიოში. მდებარეობს სამხრეთ ამერიკაში, ვენესუელაში. მისი ვარდნის სიმაღლეა 979 მეტრი.

სტორმბოლი – ყველაზე აქტიური ვულკანი მსოფლიოში. მდებარეობს იტალიაში, ტირენის ზღვის სამხრეთ-აღმოსავლეთ ნაწილში, პატარა კუნძულ სტომბოლზე. იგი მუდმივად იფრქვევა.
d6c60130c831
აკონკაგუა – ყველაზე მაღალი ჩამქრალი ვულკანი მსოფლიოში. მდებარეობს არგენტინაში, ანდების მთიან სისტემაში. მისი სიმაღლეა 6960 მ.

გრენლანდია – ყველაზე დიდი კუნძული მსოფლიოში. მდებარეობს ჩრდილო ყინულოვან და ატლანტის ოკეანეებში. მისი ფართობია 2176 კმ².

ac588f582f43
არაბეთის ნახევარკუნძული – ყველაზე დიდი ნახევარკუნძული მსოფლიოში. მდებარეობს აზიის სამხრეთ-დასავლეთ ნაწილში. მისი ფართობი 3 მლნ. კმ²-ს აღწევს.

მარიანის ღრმული – ყველაზე ღრმა ადგილი მსოფლიოში. მდებარეობს წყნარ ოკეანეში. მისი სიღრმე უდრის 11 022 მეტრს.

7cfe46d07492
ჯომოლუნგმა ანუ ევერესტი – ყველაზე მაღალი მწვერვალი მსოფლიოში. მდებარეობს ჰიმალაის მთიან სისტემაში. მისი სიმაღლეა 8848 მეტრი. ყველაზე მაღალი მთა მზის სისტემაში, პლანეტა მარსზეა – მთა ოლიმპი – მისი სიმაღლე 26 400 მეტრს აღწევს.

a533b2b81acd
კორდილიერები – ყველაზე გრძელი მთიანი სისტემა მსოფლიოში. მისი სიგრძე ანდებთან ერთად შეადგენს 16 000 კმ-ს. ზღვისქვეშა ქედებიდან ყველაზე გრძელია შუა ატლანტიკის ქედი (სიგრძით 11 300 კმ.) რომელიც წარმოდგენილია ატლანტის ოკეანის ფსკერზე.

f7be2caee90a
ტიბეტი – ყველაზე მაღლა მდებარე და ყველაზე დიდი ზეგანი მსოფლიოში. მდებარეობს ცენტრალური აზიაში, უმეტესწილად ჩინეთის ტერიტორიაზე. მისი საშუალო სიმარლე 4 500 მეტრია ზღვის დონიდან, ხოლო ფართობი 2 მლნ. კმ².

ამაზონი – ყველაზე წყალუხვი მდინარე მსოფლიოში. ერთ წუთში მას 11 კმ³ წყალი ჩააქვს ატლანტის ოკეანეში. მდებარეობს სამხრეთ ამერიკის ჩრდილოეთ ნაწილში.

634909f16c25
საჰარა – ყველაზე დიდი უდაბნო მსოფლიოში. მდებარეობს აფრიკაში. მისი ფართობია 9 მლნ. კმ².

კასპიის ზღვა – ყველაზე დიდი ტბა მსოფლიოში. სიდიდის გამო უწოდებენ ზღვას. მისი ფართობია 37,5 კმ².

09d9c25c9a1e
ბაიკალი – ყველაზე ღმა ტბა მსოფლიოში. მისი მაქსიმალური სიღრმეა 1620 მეტრი. აქ ხმელეთზე არსებული მტკნარი წყლის 1/5-ია თავმოყრილი.

ფედჩენკო – ყველაზე დიდი მთის მყინვარი მსოფლიოში. მდებარეობს ტაჯიკეთში, ჩრდილო-დასავლეთ პამირზე. მისი სიგრძე 77 კმ-ს აღწევს.

ყველაზე თავსხნმა წვიმა დედამიწაზე აღირიცხა კუნძულ რეუნიონზე, რომელიც მდებარეობს ინდოეთის ოკეანეში. აქ 1952 წლის 15 მარტს დღე-ღამის განმავლობაში მოვიდა 1870 მმ. ნალექი.

ყველაზე მსხვილი სეტყვა დედამიწაზე აღირიცხა ყაზახეთში (შუა აზია) – 1 მარცვლის წონა შეადგენდა 1900 გრამს.

ყველაზე ქარიანი ადგილი დედამიწაზე გეორგ V-ის სახელობის სანაპიროა ანტარქტიდაში, სადაც ქარის სიჩქარემ შეიძლება მიაღწიოს 320 კმ/სთ-ს.

მსოფლიოში ყველაზე პატარა ადამიანები პიგმეებია, რომლებიც ცხოვრობენ აფრიკაში, მდინარე კონგოს აუზში. მამაკაცის სიმაღლე საშუალოდ 144-150 სმ-ია, ხოლო ქალები მათზე უფრო დაბლები არიან.

ყველაზე პატარა ქალაქი მსოფლიოში ალვინია. იგი მდებარეობს სამხრეთ კაროლინაში (შტატი აშშ-ში). აქ 10 კაცი ცხოვრობს.

ყველაზე ჭუჭყიანი ქალაქი მსოფლიოში კლივლენდია, რომელიც ამერიკის შეერთებულ შტატებში, ოჰაიოს შტატში მდებარეობს. აქ ყოველ წლიურად 50 ტონა მჭვარტლი ილექება.

მსოფლიოში ყველაზე „მაღალი“ სახელმწიფოა ნეპალი. მდებარეობს სამხრეთ აზიაში, ჰიმალაის მთიანი სისტემის ცენტრაკლურ ნაწილში. აქ წარმოდგენილია არაერთი მსოფლიო მნიშვნელობის მწვერვალი.

მსოფლიოში ყველაზე „დაბალი“ სახელმწიფოა მალდივის კუნძულების რესპუბლიკა. იგი მდებარეობს ინდოეთის ოკეანეში. მისი უმაღლესი წერტილი 2 მეტრ სიმაღლეზეა ზღვის დონიდან.

მოსახლეობის რაოდენობის მიხედვით მსოფლიოში ყველაზე დიდი სახელმწიფოა ჩინეთი. აქ 1 მილიარდ სამას მილიონზე მეტი მცხოვრებია.

ფართობის მიხედვით მსოფლიოში ყველაზე დიდი სახელმწიფოა რუსეთი. მისი ფართობია 17, 1 მლნ კმ², რაც მსოფლიოს ხმელეთის 11%-ია.

ფართობის და მოსახლეობის მიხედვით მსოფლიოში ყველაზე პატარა სახელმწიფო ვატიკანია. იგი ქალაქ რომის ფარგლებში მდებარეობს. აქ 850 მცხოვრებია. ვატიკანის ფართობი 0,04 კმ²-ია.

ყველაზე დიდი გამოქვაბულია მსოფლიოში – მამონტის მღვიმე. მისი სიგრძე უდრის 567 კმ-ს.

წყარო:ვიკიპედია

მსგავსი ამბები

იხილეთ ასევე
Close
Back to top button