საკითხავისასარგებლო

პუმას შესახებ


პუმა, მთის ლომი ანუ პანტერა კატისებრთა ოჯახის წარმომადგენელია. ამ ძუძუმწოვარს ერთ-ერთი ყველაზე ფართო გავრცელების არელი აქვს, იუკონიდან სამხრეთ ანდებამდე. იგი მეოთხე ყველაზე მძიმე კატაა ვეფხვის, ლომის და იაგუარის შემდეგ, მიუხედავად იმისა, რომ მცირე კატებს ენათესავება.

პუმა ნადირობს როგორც გარეულ, ისე შინაურ ცხოველებზე. მისი კვების რაციონში ზოგჯერ მწერებიც კი ხვდებიან. პუმა, დიდი კატების უმრავლესობის მსავსად, საზღვრავს მის ტერიტორიას და იცავს მას. მიუხედავად იმისა, რომ პუმა საკმაოდ დიდი მტაცებელია, იგი ყოველთვის დონიმანტად არ ითვლება: მას კონკურენცია უწევს სხვა ხორცისმჭამელებთან, მაგალითად მგლებთან, გრიზლისთან, და იაგუართან.

პუმა თავს არიდებს ადამიანებთან კონტაქტს. ადამიანებზე თავდასხმის ფაქტები იშვიათია, მაგრამ ბოლო ხანებში მათმა რიცხვმა იმატა.

ამერიკის კოლონიზაციამ და ქალაქების გაფართოებამ ხელი შეუწყო პუმების შევიწროებას. მათ დატოვეს ძველი საცხოვრებელი ადგილები, თუმცა კონტინენტის საკმაოდ დიდი ნაწილი კვლავ რჩება მათი გავრცელების ზონად. პუმა კარგად ცნობილი იყო ინდიელებისთვისაც. იგი ხშირად გვხვდება მათ კულტურაში.


პუმა ყველაზე დიდია მცირე კატების ქვეჯგუფიდან. ვარაუდობენ, რომ ეს ქვეჯგუფი წარმოიშვა აზიაში 11 მილიონი წლის წინ. ამ სფროში ცოდნის უმეტესი ნაწილი ეყრდნობა ნამარხებზე და მიტოქონდრიულ დნმ-ზე ჩატარებულ გამოკვლევებს.

უახლესმა კვლევებმა გვიჩვენეს, რომ თანამედროვე ვეფხვისებრი კატების, ფოცხვერის, და პუმას წინაპრები ბერინგის ხიდის (რომელიც გამყინვარების პერიოდში ციმბირსა და ალასკას აერთებდა) საშუალებით ამერიკაში მოხვდნენ დაახლოებით 8 მილიონი წლის წინ. მეცნიერების აზრით თანამედროვე პუმა და იაგუარუნდი ენათესავებიან აზიურ და აფრიკულ ავაზებს, მაგრამ ეს საკითხი ბოლომდე გაურკვევლად რჩება. ერთი ვერსიის მიხედვით ავაზების ხაზი გამოეყო პუმებს ამერიკაში და თვითონ დაბრუნდა აზიასა და აფრიკაში. მეორე ვერსია კი ამტკიცებს, რომ ჯერ კიდევ ამერიკაში მიგრაციამდე ავაზები ცალკე გვარს წარმოადგენდნენ.

საინტერესოა ის ფაქტიც, რომ ჩრდილოამერიკულ პუმებს ერთმანეთთან ძლიერი გენეტიკური მსგავსება ახასიათებთ. ეს იმითაა გამოწვეული, რომ ბოლო გამყინვარების ხანის განმავლობაში პუმების რიცხვი მკვეთრად შემცირდა და ჩრდილოეთ ამერიკის კონტინენტი ხელახლა აითვისა სამხრეთიდან გადმოსული პუმების მცირე ჯგუფმა. თანამედროვე ჩრდილოამერიკული პუმები მათი შთამომავლები არიან.

წყარო: ვიკიპედია

თეგები

მსგავსი ამბები

Close
Close