კულტურა

ვარსკვლავური დიეტები..

8d8d6d6783ee
არაჩვეულებრივი გარეგნობა მხოლოდ ბუნების საჩუქარია. გარდა იმისა, რომ ისინი ხშირად მიმართავენ ძვირად ღირებულ პლასტიკურ ქირურგებს, პრაქტიკულად გამუდმებით იცავენ ინდივიდუალურ დიეტას, რომელიც მათთვის სპეციალსიტებმა შექმნეს. და კიდევ ერთი: დიეტას ყოველთვის ზაფხულობით იწყებენ, ვინაიდან ეს დრო გასახდომად იდეალურია.

92fa54dd4ca1
ჯულია რობერტსს ეს დიეტა დიეტოლოგმა პერიკონემ შეურჩია. ჯულია უსაზღვროდ კმაყოფილია წონითაც და სახის კანის არაჩვეულებრივი ელასტიკურობითაც.
დიეტის მთავარი კომპონენტია ორაგული, რომელსაც მსახიობი მიირთმევს საუზმეზეც, სადილზეც და ვახშამზეც. პროფესორი პერიკონე თვლის, რომ ორაგული ნაოჭების პირველი მტერია. თუ ამავე დროს რაციონიდან ამოიღებთ შაქარსა და ცხიმს, წონასაც საგრძნობლად დაიკლებთ.

დილით, გაღვიძებისთანავე:
350 მლ მინერალური წყალი.საუზმეზე: 100 გ ორაგული, ნახევარი თეფში წყალზე მომზადებული შვრიის ფაფა, 1 ცალი მწვანე ვაშლი და 350 გ მინერალური წყალი
ლანჩი: 250 გ დაკონსერვებული ორაგული, რამდენიმე ფურცელი ზეითუნის ზეთმოსხმული მწვანე სალათა, 350 გ მინერალური წყალი
სადილი: 50 გ ქათმის თეთრი ხორცი, 4 ცალი თხილი, ნახევარი
ახალი მწვანე ვაშლი,
350 მილიგრამი მინერალური წყალი
ვახშამი: მეორდება ლანჩი

787c2ab3cd3f
კინოვარსკვლავი სოფი ლორენი უკვე რამდენიმე წელია, ერთი და იმავე დიეტით სარგებლობს და მუდამ ფორმაშია.

მსახიობი ნებისმიერ ტრაპეზს იწყებს ნახევარი გრეიპფრუტით,
მისი საუზმე კი, განურჩევლად მენიუსი, ყოველთვის 800 კალორიას შეიცავს.
სწორედ ნახევარი გრეიპფრუტი წვავს 800 კალორიას.

8eb54c5a0f63
ლაიმა ვაიკულესთვის წონის დაკლება არავითარ პრობლემას არ წარმოადგენს – თავისი უნიკალური დიეტით ის ნებისმიერ დროს ახერხებს სასურველი წონის მიღწევას. გთავაზობთ ამ დიეტას, რომლის შესრულება საშუალებას მოგცემთ, 9 დღეში 9 კილოგრამი დაიკლოთ.

პირველი, მეორე და მესამე დღე: მოხარშული ქათმის
ფილე ნებისმიერი ოდენობით;
მეოთხე, მეხუთე და მეექვსე დღე: უცხიმო და უმარილო ბრინჯი;
მეშვიდე, მერვე და მეცხრე დღე: მხოლოდ ახალი მწვანე ვაშლი

5c9d30e862c2

დიეტას, რომელსაც ბრიტნი სპირსი იცავს, კინოვარსკვლავები კარგად იცნობენ, რადგან მათ, როლის შესაბამისად, ხშირად მოკლე ხანში სჭირდებათ წონის დაკლება. დიეტა ასეთია:

მთელი დღის განმავლობაში 5 ფინჯანი რძიანი ყავა უშაქროდ
და 80 გრამი შავი შოკოლადი.
დღეში 1-2 კილოგრამის
დაკლება გარანტირებულია.

360be947e61a
ჯენიფერ ლოპესს წონის დასაკლებად მხოლოდ ერთი კვირა სჭირდება და არც მიღწეულის შენარჩუნება უჭირს, რადგან შაქარსა და მარილს სიახლოვესაც არ ეკარება. დიეტა ასეთია:

პირველი დღე – გრილზე შემწვარი წიწილა (3 ულუფად გაყავით და მიირთვით საუზმედ, სადილად
და ვახშმად).
მეორე დღე – 300 გრამი
ასევე გრილზე შემწვარი ხბოს
ხორცი (3 ულუფად გაყოფილი
მთელი დღის განმავლობაში);
მესამე დღე – 3-5 ფინჯანი უშაქრო შავი ყავა.

ყველა ხო ,,ტანწერწეტაა”, მაგრამ ჯენიფერს ყველაზე მეტად ეტყობა დიეტები :) ვაღიაროთ! ;)

წყარო: mkurnali.ambebi.ge

მსგავსი ამბები

Back to top button