საკითხავისასარგებლო

შუა საუკუნეების კათოლიკური ეკლესია


ამ პოსტში შემოქთავაზებთ ინფორმაციას შუა საუკუნეების პაპების აღვირახსნილობაზე, ერესზე, ინკვიზიციაზე, ინდულგენციებზე, ანტიპაპებზე. ვისაუბრებ ზოგიერთ განსაკუთრებით აღვირახსნილ პაპზე. პოსტში მოცემული ინფორმაცია სიმართლეს შეესაბამება და ეს არ არის ჩემი სუბიექტური აზრი. არ გეგონოთ, რომ კათოლიკური ეკლესია ყოველთვის ასეთი იყო, რა თქმა უნდა არსებობდნენ კეთილშობილი პაპები და სხვა მღვდელ-მსახურები (უბრალოდ ამ პოსტში მათზე არ ვისაუბრებ).

შუა საუკუნეებში კათოლიკური ეკლესია დიდ ძალას წარმოადგენდა. რომის პაპები უამრავ სიმდიდრეს ფლობდნენ. მათი კუთვნილება იყო შესანიშნავი სასახლეები და ციხესიმაგრეები, აურაცხელი განძი. პაპები ცდილობდნენ ევროპის ქვეყნების მეფეები თავიანთი ხელისუფლებისთვის დაემორჩილებინათ. მიზნის მისაღწევად იყენებდნენ როგორც მოლაპარაკებებს, ასევე საჭიროების შემთხვევაში დაქირავებულ შეიარაღებულ რაზმებსაც. ძალაუფლებისთვის ბრძოლის დროს რომის პაპები არავითარი დანაშაულის წინაშე არ იხევდნენ უკან. კათოლიკური ეკლესია უდიდესი ფეოდალი იყო, მას ეკუთვნოდა დასავლეთ ევროპაში დამუშავებული მიწების ერთი მესამედი, ჰყავდა ათასობით ყმა, საქონლის დიდი ჯოგები. მღვდელ-მსახურები არაფრით განსხვავდებოდნენ საერო დიდებულებისგან. მათი უმრავლესობა ძვირფასი ტანსაცმლით იმოსებოდა. მონაწილეობდა ომებში, აწყობდა ასპარეზობებს.

დასავლეთ ევროპის ქვეყნებიდან პაპის ხაზინაში აუარებელი სიმდიდრე მიედინებოდა. მოსახლეობა ეკლესიას უხდიდა შემოსავლის მეათედს, ამასთანავე საკლესიო წესებს: ნათლობის, ქორწინებისა და სხვათა შესრულებისთვის მღვდელს ფულს აძლევდნენ.

შემოსავლის გაზრდის მიზნით დასავლურმა, კათოლიკურმა ეკლესიამ შემოიღო ინდულგენციებით ვაჭრობა. მაგრამ ეკლესია ცდილობდა ინდულგენციებით ვაჭრობა რამენაირად კანონიერად ექცია და მას კათოლიკურ სწავლებას უკავშირებდა. კათოლიკური სწავლებით ადამიანს ჩადენილი ცოდვებისგან შეიძლება ორი სახის სასჯელი მიეზღოს: მარადიული (ჯოჯოხეთში) და დროებითი (დედამიწაზე ცხოვრების დროს). იმისათვის რომ პირმა თავიდან აიცილოს მარადიული სასჯელი გულწრფელად უნდა მოინანიოს თავისი ცოდვა, ხოლო ამქვეყნიური სასჯელის თავიდან ასაცილებლად არსებობს- ინდულგენცია. ინდულგენცია არის ცოდვის ჩადენის შედეგად მოსალონდნელი ამქვეყნიური სასჯელისგან თავის არიდების ხერხი (შუა საკუნეების კათოლიკური ეკლესიის თვალსაზრისით).

არსებობს ინდულგენციის ორი სახე: ნაწილობრივი და პლენარული (სრული). ნაწილობრივი ინდულგენცია ხსნის ჩადენილი ცოდვების რაღაც ნაწილს, ხოლო სრული ინდულგენცია ხსნის მთელი ცხოვრების მანძილზე ჩადენილი თუ ჩასადენი ცოდვებისა და ამქვეყნიური სასჯელის მოხსნას. ბერები ინდულგენციებს ყიდდენ ქალაქებსა და სოფლებში, ბაზრებსა და მოედნებზე. ამრიგად, კაცისმკვლელს (ინდულგენციის საშუალებით ძმის მკვლელსაც მიეტევებოდა ცოდვა), ყაჩაღსა და ქურდს, ვისაც ფული ჰქონდა, ღვთის წინაშე ჩადენილი ცოდვის აღარ ეშინოდა. ეკლესიის ქონების გაზრდას ემსახურებოდა “წმინდა” ნივთებიც, რომელთა შესახებაც, რა თქმა უნდა, გარკვეულ საფასურად, “კურნავდა” ავადმყოფებს.

 


ინდულგენციებით ვაჭრობა

 


ინდულგენციებით ვაჭრობის დაშვებისა და წესების დოკუმენტაცია

 


ინდულგენცია

 

იმის დასადასტურებლად თუ როგორი გარყვნილი იყო შუა საუკუნეების კათოლიკური ეკლესია მოგითხრობთ რამდენიმე პაპზე:
სერგი III (904-911) იყო რომაელი ყველანაირად ზნედაცემული და გარყვნილი. პაპის ტახტზე აიყვანა სარდალმა და სენატორმა თეოფილაქტემ, რომლის ასულ მოროზიასთან სერგი აშკარად ცხოვრობდა. ამ მაროზიამ- სილამაზით, სიმდიდრითა და უზნეობით განთქმულმა პატივმოყვარე ქალმა- სერგი III-ს აჩუქა ვაჟი, მომავალი პაპი იოანე XI (ოფიციალურად მაროზიას ქმრები იყვნენ ჯერ სპოლეტის, მერე ტოსკანას ჰერცოგები, მეფე ჰიუგო…) მაროზია დედამისი თეოდორა და ღვიძლი და- თეოდორა უმცროსი წმინდა ტახტზე სვამდნენ თავიანთ საყვარლებს, კლავდნენ მათთვის არასასიამოვნო პაპებს და მრავალი წლის განმავლობაში ფაქტობრივად განაგებდნენ წმინდა ტახტს. ამაზე შეიქმნა ლეგენდა პაპ ქალზე.

 


მაროზია

 

საყვარელთა ზეგავლენით სერგიმ “მოღვაწეობა” იმით დაიწყო, რომ ბრძანა გაეგუდათ წინამორბედი პაპები- ქრისტეფორე და ლეო V. დანაშაული მოხდა დამხობილი პაპების სიბრარულის ნიღბით: სამუდამო პატიმრობას ისევ სიკვდილი სჯობსო.

 


სერგი III

 

წარმატებით ებრძოდა მიცვალებულებსაც- წარსულში თავის გარდაცვლილი მტრების გახრწნილ ნეშთებს საფლავიდან თხრიდა და ასამართლებდა, გამოუტანდა განაჩენს და შემდეგ სასჯელსაც უფარდებდა (ასეთ რამეს მარტო სერგი III არ აკეთებდა).

პაპების ძალაუფლებამ უდიდეს სიძლიერეს მიაღწია ინოკეტი III-ის (1198-1216) პაპობისას. ის იყო იტალიელი სწავლული, ნიჭიერი დიპლომატი და ცბიერი ინტრიგანი. ინოკეტი III დარწმუნებული იყო, რომ პაპი ქრისტიანული სამყაროს ერთადერთი და უმაღლესი მეთაურია. ის ამტკიცებდა, რომ პაპი ღვთის მოადგილეა დედამიწაზე, განსხვავებით თავისი წინამორბედებისგან, რომლებიც თავს წმინდა პეტრე მოციქულიუს მემკვიდრედ თვლიდნენ. ტახტზე ასვლისთანავე ინოკეტიმ ბრძოლა გამოუცხადა “მხეცთა რასას”- გერმანელ მეფეებს, ვასალად გაიხადა თითქმის მთელი ევროპა: პორტუგალია, სიცილია, შვეცია, დანია, პოლონეთი, ბულგარეთი, სერბია, ინგლისი. საფრანგეთის მეფეს ფილიპე II-ს ბრძანებლური კილოთი ელაპარაკებოდა.

 


ინოკეტი III

 

ინოკეტიმ მოაწყო მეოთხე ჯვაროსნული ლაშქრობა. 1204 წელს რაინდების ბანდამ აიღო და გაძარცვა კონსტანტინოპოლი, დააარსა ლათინთა იმპერია, ომი გამოუცხადა ალბიგოელ ერეტიკოსებსაც, ესპანელ მათავრებსაც, ინკვიზიციის ცეცხლი გიზგიზებდა ევროპაში. მარტო ლანგედოკის ერთ ქალაქში ერთ დღეს დახოცეს 7000 ქალი, კაცი, ბავშვი, მოხუცი, 140 ადამიანი ერთ კოცონში ჩაყარეს.

ასეთი რეჟიმის, უსამართლობისა და გარყვნილობის გამო რა თქმა უნდა შუა საუკუნეებში იარსებებდა ისეთი ადამიანები, რომლებიც გმობდა ასეთი სახის კათოლიციზმს. კათოლიკური ეკლესია ასეთ ხალხს ერეტიკოსებად აცხადებდა.

XI საუკუნიდან მოყოლებული ერესები ახალი ტალღით იფეთქებდა ხოლმე შუა საუკუნეების ევროპაში. ეკლესია ზოგიერთ მათგანს მალევე ახშობდა, ზოგიერთი ფართოდ ვრცელდებოდა მთელს ევროპაში.

ერეტიკოსები ის მორწმუნეები იყვნენ, რომლებმაც მთელი სიმძაფრით იგრძნეს არსებული წინააღმდეგობის სიღრმე, ერთის მხრივ ქრისტიანობისა, რომელიც ასწავლიდა სიკეთეს, მოწყალებასა და კაცთმოყვარეობას, და მეორეს მხრივ შუა საუკუნეების საზოგადოებაში კათოლიკური ეკლესიის ნამდვილ მდგომარეობას შორის, სადაც ის ასრულებდა ყველაზე ძლიერი და მდიდარი მბრძანებლის როლს. ერესები მოუწოდებდნენ “იაფი” ეკლესიის შექმნისკენ, მღვდელმსახურთა იერარქიისა და ყოველგვარი პოლიტიკური ძალაუფლების გარეშე.

 


ინკვიზიცია

 

ერესს კათოლიკური ეკლესია განიხილავდა, როგორც გადახვევას ჭეშმარიტი რწმენისაგან, ღმერთის ღალატს და უმძიმეს ცოდვას, რომლის პატიება არ შეიძლებოდა. ერეტიკოსებს უფრო გააფთრებით ებრძოდნენ ვიდრე სხვა სარწმუნოების წარმომადგენლებს, რადგან ერეტიკოსები თავიანთ თავს ნამდვილ ქრისტიანებად მიიჩნევდნენ. ამიტომ სამღვდელოაბა ყველა ქვეყანაში სდევნიდა და მკაცრად უსწორდებოდა ერეტიკოსებს.

ერთ-ერთი სასჯელი იყო ეკლესიიდან განკვეთა. ეკლესიიდან განკვეთილი ადამიანის მოკვლისა და გაძარცვისთვის არავის სჯიდნენ. “მორწმუნეებს” უფლება არ ჰქონდათ მათთვის მიეცათ თავშესაფარი და დახმარებოდნენ. რომის პაპი ჯვაროსნულ ლაშქრობებს აწყობდა იმ ოლქების წინააღმდეგ, სადაც მრავლად იყვნენ ერეტიკოსები. ლაშქრობის მონაწილეებს პაპი ცოდვების მიტევებას ჰპირდებოდა. პაპებს მსვენივრად ესმოდათ, რომ დამარცხებული ერესები შეიძლებოდა ადვილად აღორძინებულიყო, ამიტომ ისინი სერიოზულ ზომებს იღებდნენ, რათა არ გავრცელებულიყო “მცდარი სწავლება”. ყველა საერო პირს აეკრძალა ჰქონოდა ბიბლია, ამასთანავე აეკრძალა მისი წაკითხვა და ახსნა-განმარტება. ამის უფლება მიეცათ მხოლოდ იმ პირებს, რომლებსაც საკლესიო განათლება ჰქონდათ, ამრიგად, ქრისტიანების წმინდა წიგნი აიკრძალა ქრისტიანთა უმრავლესობისათვის.

 

ერეტიკოსების წამება:

 

პაპის ბრძანებით საეპისკოპოებში იქმნებოდა სპეციალური მუდმივი კომისიები, რომელთაც უნდა გამოეკვლიათ ერესის ნებისმიერი გამოვლინება, დაეკითხათ და გაესამართლებინათ ერეტიკოსები. გამოძიებას ლათინურად ეწოდებოდა “ინკვიზიციო”, ამიტომ დროთა განმავლობაში კომისიებს საონკვიზიციო ტრიბუნალები დაარქვეს. ბრალდებულებს აპატიმრებდნენ და არაადამიანურად აწამედნენ, რათა ეღიარებინათ დანაშაული. ბევრი ვერ უძლებდა ტანჯვას და ცილს სწამებდა საკუთარ თავს. კათოლიკური ეკლესია ბრალდებულების “უსისხლო” დასჯას მოითხოვდა, რაც იმას ნიშნავდა, რომ მსჯავრდადებული ცოცხლად უნდა დაეწვათ კოცონზე. ინკვიზიციის დახმარებით კათოლიკური ეკლესია უსწორდებოდა სწავლულებსა და მწერლებს, რომლებიც მის მოძღვრებას ეწინააღმდეგებოდნენ. ამასთანავე ერეტიკოსების დევნა სამღვდელოებას დიდ შემოსავალს აძლევდა, რადგან მსჯავრდადებულის ქონებას იყოფდა ეკლესია და საერო ხელისუფლება.

მიუხედავად კათოლიკური ეკლესიის ყველა მცდლობისა, მან ვერ შეძლო სრულიად აღმოეფხვრა ერესი. დევნამ ერეტიკოსები უფრო ფრთხილი, უფრო მტკიცე და თავის სიმართლეში დარწმუნებული გახადა.

 

loading...
თეგები
Close
Close