უცნაური და საინტერესო ამბების რიგით 63-ე ნაწილი
1.
ირმების გადარჩენა ალასკაზე:
ალასკაზე (Alaska) ადგილობრივმა მაცხოვრებლებმა გადაარჩინეს ირმები -საცოდავმა ცხოველებმა ვერ გაითვალისწინეს თავიანთი ძალა და ვერ შესძლეს სანაპირომდე მიცურვა…
ჩვეულებრივ ირმები ძალიან მშიშრები და მორიდებულნი არიან და იშვიათად მიდიან ადამიანებთან, აქ კი თვითონ გასცურეს ნავებთან, რომლებმაც მათ სიახლოვეს ჩაუარეს; ცხოველები წინააღმდეგობას არ უწევდნენ, როდესაც ისინი ამოყავდათ ბორტზე…
ნავებზე ირმები გაშრნენ და დაისვენეს, ხოლო როდესაც აღმოჩნდნენ ნაპირზე, მაშინ ცოტა ხნით-ასე 2 წუთით იდგნენ თავიანთი მაშველების წინაშე, თითქოს მადლობას უხდიდნენ გადარჩენისათვის და მერე გაიქცნენ, თავი შეაფარეს ტყეს…
2. მითიური ცხოველი “Chupacabra”…
ნახეთ ვიდეო:
ეს უცნაური ცხოველი, მსგავსია იმ ცხოველის, რომლითაც აშინებენ ბავშვებს მთელს მსოფიოში; ბელორუსიაში- ვიტებსკის რეგიონის მაცხოვრებლებმა დაიჭირეს და ჩაცხრილეს მხეცი „Chupacabra“. უცნობი და უცნაური მხეცი თავს ესხმოდა საქონელს: ძროხებს, ხბოებს, ცხვრებს, რის გამოც მაცხოვრელები თვალყურს ადევნებდნენ და ბოლოს და ბოლოს „მხეცი“ ჩაცხრილეს…
საშუალო ზომის მხეცის ინდენტიფიკაცია სიძნელეებს უკავშირდება, რთულია მისი იდენტიფიცირება. ის ერთდროულად გავს აფთარს, მელიასაც და მგელსაც და ამავე დროსაც მითიურ “Chupacabra”-ს…
3. შაკილ ო’ნილის (Shaquille O’Neal) პატარძალი
შაკილ ო’ნილი თავის საცოლე ნიკი ალექსანდრთან (Nikki Alexander) ფრიად უჩვეულოდ გამოიყურება, გამიყურება საკმაოდ არაჰარმონიულად, მაგრამ, მიუხედავად ამხელა განსხვავებისა, ვისი საქმეა მათი ურთიერთობა -რაც მთავარია წყვილს უყვარს ერთმანეთი
ინფორმაციისთვის: შაკილის სიმაღლეა -216 სმ, ხოლო მისი საცოლისა კი- 157სმ. რაღაც არა მგონია, კოცნა კარგად გამოსდიოდეთ…
მათთვის კოცნა არ არის ძალიან მოსახერხებელი
4. ელექტრო-ბოძები ირმების ფიგურებით:
რუსეთის კომპანიამ „DesignDepot“ გადაწყვიტა გამოეყენებინა კრეატიული მიდგომა
ოლიმპიადის მომზადებისათვის სოჭში.
მათი პროექტი „ცხოველთა სამყარო“ წარმოადგენს ელექტრო-ბოძებს ირმების ფიგურებით…
5. უცნაური ხელის მოწერა- პატარძალი კარგ გამწყობაზეა და მღვდელს მოუვიდა ერთ სიტყვაში შეცდომა lawfully-ის (კანონიერად) მგივრად, წარმოსთქვა waffley და პატარძალი სიცილს ვერ იკავებდა და სულ იცინოდა და იცინოდა…იცინოდა თანაც ხმამაღლა და უაზროდ…
6. ხილ-ბოსტნეულის iPhone
ენთუზიასტები დასტრიალებენ ყველასათვის საყვარელი მოწყობილობის თემას -„iPhone“ და მის გამოსახულებას ქმნიან ხილ-ბოსტნეულისაგან …
ნახეთ ვიდეო:
7. ბურთულიანი კალამი ანუ ბ ი რ ო
ბურთულიანი კალამს, კიდევ ჰქვია ბირო . ეს არის საწერი ინსტრუმენტი, რომლის შიგა რეზერვუარი სავსეა მელნით და ქაღალდთან შეხებისას პატარა ლითონის ბურთულაკიდან გამოედინება მელანი… მელანი ეგრევე შრება ქაღალდთან შეხებისას. ასეთი კალმები იაფია და არ საჭიროებს შევსებას ან შეკეთებას !!!
თანამედროვე ბურთულიანი კალამი გამოიგონა უნგრელმა ჟურნალისტმა ლასცლო ბირომ 1938 წელს. 1930-იან წლებში იგი მუშაობდა გაზეთის რედაქტორად და ყოველთვის შეწუხებული იყო მელნიანი კალმების შევსებაში და მელან დაწვეთებული გვერდების გადაწერაში; ფუჭად დაკარგული დროის გამო. ბირომ შეამჩნია, რომ გაზეთის ბეჭდვისას გამოყენებული მელანი მალე შრებოდა, რაც ქაღალდზე ლაქებს არ ტოვებდა. მან გადაწყვიტა კალმის შექმნა, რომელიც იგივე მელანს გამოიყენებდა. ეს მელანი უფრო სქელი იყო და ჩვეულებრივი კალმიდან თავისუფლად არ გადმოედინებოდა. ამისთვის ბირომ, მისი ქიმიკოსი ძმის დახმარებით კალმის ახალი სახეობის დიზაინი შექმნა. ძმებმა კალმის თავი აღჭურვეს მცირე ზომის ბურთულაკით, რომელიც თავისუფლად მოძრაობდა მის ბუდეში. როგორც კი კალამი ქაღალდზე მოძრაობას იწყებდა, ბურთულაკი ბრუნავდა, ედებოდა რა მელანს კარტრიჯში, შემდეგ კი ქაღალდზე გადმოჰქონდა იგი.
ქვეყანაში ებრაელების დევნის გამო ძმები იძულებული გახდნენ ბრიტანეთში გადასახლებულიყვნენ, სადაც მათ 1938 საკუთარ გამოგონებაზე პატენტი მოითხოვეს.
8. გემი – ქარიშხალში:
წარმოუდგენელი კადრები, ნახეთ
9.ტატუები მოგზაურობის მოყვარულთათვის
10. კარიბის ზღვაში პოპულარული დასასვენებელი კურორტი
კარიბის ზღვაში პოპულარული დასასვენებელი კურორტია Saint – Martin-ის კუნძული. ეს კურორტი, რომელიც ცნობილია თავისი თეთრი პლიაჟებით, ტურისტებს იზიდავს კიდევ ერთი მიზეზით- აქვე მდებარეობს პრინცესა იულიანას აეროპორტის საფრენი ბილიკი და თვითმფრინავები ზედ ”Maho beach”-ს გადაუფრენენ ხოლმე…
37 კვადრატულ მილიანი კუნძული ორად არის გაყოფილი – ჩრდილოეთი ეკუთვნის საფრანგეთს, ხოლო სამხრეთი – ჰოლანდიას. აეროპორტი იმყოფება ჰოლანდიელთა მხარეს. მოსახლეობა 75 ათასი კაცია, მათგან: 39 ათასი ჰოლანდიის მხარეზე ცხოვრობს, ხოლო 35 925 – საფარანგეთის.
დაბალ სიმაღლეზე გადამფრენი თვითმფრინავების ხილვა შოკის მომგვრელია, მაგრამ აქ უსაფრთხოება გარანტირებული აქვთ დამსვენებლებს;
შეგიძლიათ მშვიდად დაწვეთ სანაპიროზე, მაგრამ როცა რამდენიმე ათეული მეტრი სიმაღლეზე მოფრინავს ბოინგ 747 წარმოქმნილი ჰაერის ნაკადი აფრიალებს ყველაფერს ირგვლივ…
აქ მოდიან მღელვარებისთვის და არა გარუჯვისთვის, ამისათვის ყველაფერია შექმნილი. ყველა ახლომახლო რესტორნებსა და ბარებში განთავსებულია ფრენის გრაფიკი. თითქოსდა ეს არ კმაროდეს Sunset Beach Bar სახურავზე განთავსებულია დინამიკი საიდანაც ისმის პილოტების და დისპეჩერებს შორის გამართული დიალოგები, რომლებიც ემზადებიან დასაჯდომად.
11. კატა იპარავს ფულს
12. ქვემო საქსონიაში ნაპოვნი იქნა ახალგაზრდა გოგონას ჩონჩხი…
არქეოლოგიური გათხრების შემდეგ, კრიმინალისტებმა აღმოაჩინეს გოგონა, რომელიც დაახლოებით 2550 წლის წინ ცხოვრობდა გერმანიაში; 17 წლის გოგონას სახის აღდგენა და რეკონსტრუქცია ჩაუტარეს გერმანელმა ანტროპოლოგებმა… 2000 წელს, ქვემო საქსონიაში ნაპოვნი იქნა ახალგაზრდა გოგონას ჩონჩხის ნარჩენები, თავიდან გამოძიება დაიწყო ადგილობრივმა კრიმინალურმა პოლიციამ, რომელიც ვარაუდობდა, რომ ჩონჩხის მფლობელი იყო 1969 წელს დაკარგული ადგილობრივი მაცხოვრებელი ელსკე კერლი, რომელიც ბოლოს ღამის კლუბში ნახეს და სახლში დილის 6 საათზე მისულა და ბოლოს აღებულმა დ.ნ.მ-ის ანალიზის პასუხმა დაამტკიცა, რომ ძვლის ნარჩენებს არავითარი კავშირი არა ქონდა 1969 წელს დაკარგულ გოგონასთან- ელსკე კარკისთან. ამიტომ გამოირიცხა ეს ვერსიაც; ცოტა ხნის შემდეგ ანტროპოლოგები დაინტერსდნენ უკვე ნაპოვნი ჩონჩხით, გამოკვლევების შემდეგ დაადგინეს, რომ ამ ჩონჩხის მეპატრონე -ახალგაზრდა გოგონა დაახლოებით 2550 წლის წინ ცხოვრობდა ქვემო საქსონიის ტერიტორიაზე… სიკვდილის ნამდვილი მიზეზი მეცნიერებმა ვერ დაადგინეს, მაგრამ იმედს არ კარგავენ …
13. მომვლელი და მეგობრული ძაღლი
14.
კაცი ატარებს ნახევარ მანქანას