ახალი ამბებისაკითხავისასარგებლო

პირველი ქალი ევერესტზე

ევერესტი როგორც მოგეხსენებათ ყველაზე მაღალი მთაა მსოფლიოში. ის მდებარეობს ჰიმალაებში ნეპალისა და ჩინეთის შუაში და არის 8,900 მეტრი სიმაღლის. სერ ედმუდ ჰილარი ახალი ზელანდიიდან და ტენზინგ ნორგაეი ნეპალიდან იყვნენ პირველი ადამიანები ვინც ევერესტი დალაშქრა. მათ ეს “ჩაიდინეს” 1953 :)) . შემდეგ კი სხვა მამაკაცებმაც სხვადასხვა ქვეყნებიდან არაერთხელ განვლეს იგივე გზა.


მაგრამ ახლა გადავიდეთ პირველ ქალზე რომელიც ავიდა ევერესტზე. ეს იყო იაპონელი ჯუნკო ტაბეი ჰოკაიდოდან.

აი ისიც

ტოკიოს გაზეთისა და ტელევიზიის კომპანიამ ორგანიზება გაუკეთა ევერსტის დალაშქვრას 1975. მათ აირჩიეს 15 ქალი მთასვლელების კლუბიდან ნეპალში წასვლისთვის. ეს ჯგუფი რამდენიმე დღის განმავლობაში ადიოდა მთაზე, შემდეგ კი მოულოდნელად ზვავი დაატყდათ თავს. ა მძიმე ყინულმა და თოვლმა დააშავა 10 მათგანი. მათ ვეღარ განაგრძეს მთაზე ასვლა, ხოლო დანარჩენმა ხუთმა კი გზა გააგრძელა.
მხოლოდ მისს ტაბეიმ შესძლო ბოლო 70 მეტრის ავლა. ის იმ დროს იდგა მსოფლიოს მწვერვალზე. ის იყო პირველი ქალი იქ….
იმ დროს მისს ტაბეი იყო 35 წლის. მან დაიწყო მთების დალაშქრვა 1960 წლიდან და ჯერ კიდევ აკეთებს ამას. ის არ არის ჩვეულებრივი იაპონელი დიასახლისი. მისი ქმარი მუშაობს ჰონდა მოტორს კომპანიაში. მასაც უყვარს მთასვლელობა , მაგრამ არ აქვს საკმარისი დრო რომ ყოველთვის ცოლთან ერთად იმოგზაუროს.
1992-ში მისს ტაბეი გახდა პირველი ქალი რომელმაც დალაშქრა ყველზე მაღალი მთა 7 კონტინენტისა.ახლა კი მისი მიზანია დალაშქროს ყველზე მაღალი მთა თითოეულ ქვეყანაში.ამისთვის ის ყოველ წელს მოგზაურობს რამოდენიმე ქვეყანაში. მისს ტაბეი ამ ყველაფერთან ერთად ეხმარება ორგანიზაციას რომელიც მუშაობს მთის გარემოს დასაცავად.

თეგები

მსგავსი ამბები

Close
Close