საკითხავისურათები

სერიული მკვლელები ToP 20

20 ყველაზე ცივსისხლიანი სერიული მკვლელი

20) Randy Steven Kraft
მსვერპლთა დამტკიცებული/აღიარებული რიცხვი: 16
მსხვერპლთა სავარაუდო რიცხვი: 65
აქტიურობის პერიოდი: 1971-1983
კალიფორნიაში მომხდარი მინიმუმ 17 სერიული მკვლელობის ავტორი. მსხვერპლად ირჩევდა ახალგაზრდა მამაკაცებს, რომელთაგან უმრავლესობას აწამებდა და აუპატიურებდა, ხოლო სასქესო ორგანოებს აჭრიდა ან სულაც აჭამდა, რის შემდეგაც ფეხშიშველს ტოვებდა მსხვერპლს. ფსიქოლოგები ირწმუნებიან რომ ასე დატოვებული მსხვერპლი მას უფრო აღაგზნებდა.

19) Jeffrey Dahmer
მსვერპლთა დამტკიცებული/აღიარებული რიცხვი: 17
მსხვერპლთა სავარაუდო რიცხვი: 17
აქტიურობის პერიოდი: 1978-1991
პირველი მკვლელობა მან 18 წლის ასაკში ჩაიდინა, სექსუალური ჟინის ვერ-დაკმაყოფილების გამო მან 10 კილოგრამიანი სავარჯიშო გირით მოკლა Steven Hicks-ი და თავისივე ეზოში დამარხა. 9 წლის შემდეგ მან იგივე მიზეზით მოკლა 26 წლის Steven Tuomi.
ასე გრძელდებოდა მკვლელობების სერიები 1991 წლამდე. ის მსხვერპლს გეი ბარებში არჩევდა, ამყარებდა მათთან სექსუალურ კავშირს რის შემდეგაც გამორჩეული სისასტიკით კლავდა. ჩხრეკის შედეგად მის სახლში ნაპივნი იქნა მოკლულთა თავის ქალები და სხეულის სხვადასხვა ნაწილები რომლებსაც იგი მაცივარში სუვენირად ინახავდა.

18) Serhiy Tkach
მსვერპლთა დამტკიცებული/აღიარებული რიცხვი: 29
მსხვერპლთა სავარაუდო რიცხვი: 80–100
აქტიურობის პერიოდი: 1980-2005
უკრაინის ყოფილი კრიმინალური გამომძიებელი, უპირატესობას ანიჭებდა 15-19 წლამდე ასაკის გოგონებს. მსხვერპლთან სექსუალური კავშირის დამყარების შემდეგ, იგი კლავდა ხოლო ცხედარს ამახინჯებდა და ამით იღებდა სიამოვნებას. ირწმუნება რომ მოკლული ჰყავს 100-მდე ქალი. ქალების მიმართ ასეთ დამოკიდებულებას იგი ყოფილ ცოლებს აბრალებს.

17) John Wayne Gacy, Jr.
მსვერპლთა დამტკიცებული/აღიარებული რიცხვი: 33
მსხვერპლთა სავარაუდო რიცხვი: 35-40
აქტიურობის პერიოდი: 1972–1978
6 წლის განმავლობაში მან მოახერხა მინიმუმ 33 ბავშვის (ბიჭის) გაუპატიურება და მოკვლა. დაკავების დღეს მისი სახლის სარდაფში აღმოჩენილ იქნა 27 ბავშვის ცხედარი, ხოლო დანარჩენი 6 სახლთან ახლოს მდინარეში იპოვნეს. ყურადღება მისაქცევია ის ფაქტი რომ John Wayne-ი დაქირავებული კლოუნი იყო, მეტსახელად “Pogo The Clown”, რომელიც ბავშვებს დღესასწაულებზე ართობდა.

16) Moses Sithole
მსვერპლთა დამტკიცებული/აღიარებული/სავარაუდო რიცხვი: 38+
აქტიურობის პერიოდი: 1994–1995
ზედმეტსახელად “South African Strangler”. იგი მსხვერპლს ბიზნესმენად აჩვენებდა თავს და სამუშაოს სთავაზობდა რის შემდეგაც მიჰყავდა უსაფრთხო ადგილას, აუპატიურებდა და კლავდა. მის მიერ მოკლულ ქალთა რიცხვს დაემატოა 40-ზე მეტი გაუპატიურებული ქალიც, რადგანაც Moses Sithole-ი შიდსით არის დაავადებული. მიესაჯა 2,410 წელი პატიმრობა.

15) Ahmad Suradji
მსვერპლთა დამტკიცებული/აღიარებული რიცხვი: 42
მსხვერპლთა სავარაუდო რიცხვი: 70–80+
11 წლის განმავლობაში მან 42 ქალი გამოასალმა სიცოცხლეს. მისთვის ეს ერთგვარი რიტუალი იყო, იგი ირწმუნებოდა რომ სიზმარში გამოეცხადა მამამისი და უთხრა რომ თუ 70 ქალს მოკლავდა გარკვეული თანმიმდევრობისა და წესის დაცვის მიხედვით, იგი მაგიური ძალის მქონე მკურნალი გახდებოდა. მსხვერპლს იგი ვერტიკალურ მდგომარეობაში (თავით ქვევით) მარხავდა. ამ მაგიურ რიტუალში მას თავისი სამი ცოლი ეხმარებოდა. მიესაჯა დახვრეტა 2008 წელს.

14) Belle Sorenson Gunness
მსვერპლთა დამტკიცებული/აღიარებული/სავარაუდო რიცხვი: 40+
აქტიურობის პერიოდი: 1900–1908
ბრალი ედება 40-ზე მეტი მამაკაცის მკვლელობაში. მან თავისი კარიერა ქმრის და შვილების მოკვლით დაიწყო, ხოლო შემდეგ კლავდა ყველა მამაკაცს ვინც კი “გამოესარჩლებოდა”. აღსანიშნავია ფაქტი რომ იგი საკმაოდ ძლიერი აღნაგობის ქალი იყო. სავარაუდოდ ის ლინჩის წესით გაასამართლეს, თავი მოჰკვეთეს ხოლო ცხედარი დაწვეს, მაგრამ ექსპერტები დგემდე არ არიან დარწმუნებულნი ამ მოსაზრებაში რადგანაც ვერ მოხერხდა ფერფლით ზუსტი ანალიზის ჩატარება.

13) Anatoly Onoprienko
მსვერპლთა დამტკიცებული/აღიარებული რიცხვი: 52
აქტიურობის პერიოდი: 1989–1996
7 წლიანი სერიული მკვლელობების ჯაჭვი უკრაინაში. Anatoly Onoprienko-მ თავის მსხვერპლთა განლაგება ისე გადაანაწილა, რომ უკრაინის რუკაზე ჯვარი ისახებოდა. იგი ირწმუნებოდა რომ მას ხალხის ხოცვას “ხმები” აიძულებდნენ. იგი სოფლიდან სოფელში დადიოდა, ახერხებდა ოჯეხებში შეპარვას და გარკვეული რიგის მიხედვით ასალმებდა ოჯახის წევრებს სიცოცხლეს: 1) ოჯახის უფროსი (მამაკაცი) 2) ცოლი 3) შვილები. ასევე კლავდა ყველა უიღბლო თვითმხილველს. 1999 წელს მიესაჯა სიკვდილით დასჯა, მაგრამ გარკვეული მიზეზების გამო განაჩენი სამუდამო პატიმრობით შეუცვალეს.

12) Andrei Romanovich Chikatilo
მსვერპლთა დამტკიცებული/აღიარებული რიცხვი: 53
მსხვერპლთა სავარაუდო რიცხვი: 56
აქტიურობის პერიოდი: 1978-1990
“Butcher of Rostov”, “Red Ripper” ან “Rostov Ripper” ამ ზედმეტსახელებითაა ცნობილი Andrei Chikatilo. 12 წელიწადში მან გააუპატიურა, მოკლა 53 ქალი და ბავშვი. იგი სექსუალური აქტის დროს კლავდა და ამახინჯებდა მსხვერპლს, უმეტეს შემთხვევაში მისთვის ეს ერთადერთი გზა იყო ორგაზმის მისაღწევად. 1994 წელს იგი მოკლეს თავში გასროლით.

11) Alexander Pichushkin
მსვერპლთა დამტკიცებული/აღიარებული რიცხვი: 63
აქტიურობის პერიოდი: 1992-2006
ზედმეტსახელად “The Chessboard Killer”. თავისი თქვმით იგი ძალიან ახლოს იყო მიზანთან. უნდა მოეკლა იმდენი ადამიანი რამდენი კვადრატიცაა ჭადრაკის დაფაზე, ანუ 64. მის მსხვერპლთა რიცხვს უმეტესად უსახლკაროები წარმოადგენდნენ. 2006 წელს დააკავეს და სამუდამო პატიმრობა მიუსაჯეს საიდანაც პირველი 15 წლის გატარება მას სრულ იზოლაციაში მოუწევს. რაც იმას ნიშნავს რომ ამ დროის განმავლობაში ის ვერცერთ ადამიანს ვერ იხილავს.

10) Yang Xinhai
მსვერპლთა დამტკიცებული/აღიარებული რიცხვი: 67
აქტიურობის პერიოდი: 1999–2003
ჩვეულებრივი ქურდობით დაწყებული კარიერა მან გაუპატიურებასა და მკვლელობებში გადაზარდა. ის იპარებოდა ოჯახებში, აუპატიურებდა ფეხმძიმე ქალებს, ბავშვებს ხოლო შემდეგ სასტიკად კლავდა მთლიან ოჯახს ნაჯახით ან ხერხით. 2004 წელს სიკვდილით დასაჯეს.

9) Gary Leon Ridgway
მსვერპლთა დამტკიცებული/აღიარებული რიცხვი: 71
მსხვერპლთა სავარაუდო რიცხვი: 90
აქტიურობის პერიოდი: 1982–1998
ზედმეტსახელად “The River Man” – Gary Ridgway. მხატვარი რომელიც ამტკიცებდა რომ მოკლა 90 ქალი. იგი ცნობილია გამორჩეული სისასტიკით. დაბმულ ქალებს აუპატიურებდა, კლავდა და ხშირ შემთხვევაში ისევ აუპატიურებდა. გვამებს კი შიშვლად მისთვის მოსაწონ პოზებში ტოვებდა. სასამართლოზე განაცხადა რომ ეს მისთვის ხელოვნება იყო.

8) Delfina და María de Jesús González
მსხვერპლთა სავარაუდო რიცხვი: 90+
აქტიურობის პერიოდი: 1955-1964
ბორდელის მფლობელი მექსიკელი დები, სამუშაოდ აყავდათ ახალგაზრდა გოგონები და შემდეგ კლავდნენ. დაახლოებით 80-ზე მეტი გოგო და 11 მამაკაცი გამოასალმეს სიცოცხლეს. როდესაც მკვლელობის მიზეზი ჰკითხეს ერთ-ერთმა დამ უპასუხა რომ “საჭმელი მათ არ ეთანხმებოდა”.

7) Javed Iqbal
მსვერპლთა დამტკიცებული/აღიარებული რიცხვი: 100
მსხვერპლთა სავარაუდო რიცხვი: 74
2001 წელს თავი ჩამოიხრჩო პაკისტანის ციხეში, ბრალად ედებოდა 100 ბავშვის (ბიჭის) გაუპატიურება და მკველობა. იგი ირწმუნებოდა რომ ყველა ბავშვის ცხედარი მჟავით გაანადგურა რასაც ბავშვების სურათები და ნაპოვნი ტანსაცმელიც ამტკიცებდა, მაგრამ როგორც მერე აღმოჩნდა 26 მათგანი ცოცხალი იყო. Javed Iqbal-ის მსხვერპლთა ზუსტი რაოდენობის გარკვევა ბოლომდე ვერ მოხერხდა.

6) Pedro Rodrigues Filho
მსვერპლთა დამტკიცებული/აღიარებული რიცხვი: 75
მსხვერპლთა სავარაუდო რიცხვი: 100+
თავისი პირველი მსხვერპლი 14 წლის ასაკში მოკლა, ასევე სადისტურად გამოასალმა სიცოცხლეს საკუთარი მამა და მისი გული შეჭამა, მსხვერპლთა უმეტესობა ციხეში ყავს მოკლული. მიესაჯა 128 წლით თავისუფლების აღკვეთა, მაგრამ ბრაზილიის კანონის თანახმად მხოლოდ 30 წლის მოხდა შეუძლია ციხეში.

5) Miyuki Ishikawa
მსვერპლთა დამტკიცებული/აღიარებული რიცხვი: 103
მსხვერპლთა სავარაუდო რიცხვი: 169
აქტიურობის პერიოდი: 1944-1948
1940-იან წლებში Miyuki Ishikawa მინიმუმ 103 ახლადშობილი გამოასალმა სიცოცხლეს. ჩვილების მშობლები უმეტესად შეუძლო ოჯახებს წარმოადგენდნენ და არ შეეძლოთ ბავშვის დატოვება. Miyuki სთავაზობდა, ატყუებდა და ფულსაც სძალავდა მშობლებს, ბავშვის უდარდელი ცხოვრების სანაცვლოდ, თანხმობის მიღების შემდეგ კლავდა მათ.

4) Pedro Alonso López
მსვერპლთა დამტკიცებული/აღიარებული რიცხვი: 110
მსხვერპლთა სავარაუდო რიცხვი: 310–350+
აქტიურობის პერიოდი: 1969-1980
მეოცე საუკუნის ერთ-ერთი ყველაზე სასტიკი და საშიში მანიაკი – პედოფილი. იზიდავდა 8-12 წლის ასაკის გოგონები. დააკავეს 1980 წელს, უღიარეს 110 გოგონას გაუპატიურება და მკვლელობა, მაგრამ ვარაუდობენ რომ ეს ციფრი 350-ს აჭარბებს. 1998 წელს იგი პატიმრობიდან გაანთავისუფლეს. დღესდღეობით ადგილსამყოფელი უცნობია.

3) Luis Alfredo Garavito Cubillos
მსვერპლთა დამტკიცებული/აღიარებული რიცხვი: 138
მსხვერპლთა სავარაუდო რიცხვი: 172-400+
აქტიურობის პერიოდი: 1990s
1999 წელს მან აღიარა 138 ახალგაზრდა ბიჭის გაუპატიურება და მკვლელობა. თუმცა ვარაუდობენ რომ მოკლულთა რაოდენობა 400-ს აჭარბებს. მიესაჯა 1,853 წელი, მაგრამ კოლუმბიის კანონის თანახმად აქედან მხოლოდ 30 წელი შეუზლია მოიხადოს, პოლიციასთან მუშაობისა და გვამების პოვნაში დახმარებისთვის ეს ციფრი 22-მდე ჩამოუყვანეს.

2) Harold Frederick Shipman
მსვერპლთა დამტკიცებული/აღიარებული რიცხვი: 218
მსხვერპლთა სავარაუდო რიცხვი: 250+
აქტიურობის პერიოდი: 1975–1998
15 მკვლელობაში და 218 პაციენტის სიკვდილში დამნაშავე ექიმი ზედმეტსახელად “Doctor Death”. პაციენტებს diamorphine-ს დიდ დოზას უკეთებდა ხოლო შემდეგ მათ ანკეტებს აყალბებდა და არწმუნებდა ხალხს რომ პაციენტი სუსტი ჯანმრთელობის იყო. ექიმი დააკავეს 2000 წელს, 4 წლის შემდეგ თავი ჩამოიხრჩო.

1) Elizabeth Báthory
მსხვერპლთა სავარაუდო რიცხვი: 600+
აქტიურობის პერიოდი: 1590–1610
ისტორიისთვის ცნობილი როგორც “სისხლიანი გრაფინია”. ქმრის გარდაცვალების შემდეგ, იგი ახალგაზრდა ქალიშვილ გოგონებს აკვლევინებდა მსახურებს და სისხლის აბაზანებს იღებდა. მეფის ბრძანებით მან ცხოვრების ბოლო 4 წელი, თავისივე სასახლის საპყრობილეში გაატარა. Elizabeth Báthory ცნობილია ისტორიაში როგორც ყველაზე ცივსისხლიანი სერიული მკვლელი ქალი.

თეგები

მსგავსი ამბები

Close
Close