გართობა

მიმავალი წლის 10 ყველაზე დასამახსოვრებელი ფოტო სურათი

70e73fe9acfa

სადაცაა 2011 წელი წარსულს ჩაბარდება და დაიწყება დამაინტრიგებელი 2012. ამ საიტზე უკვე იდო 10 ყველაზე დასამახსოვრებელი ვიდეო, მე შემოგთავაზებთ 10 ყველაზე დასამახსოვრებელ ფოტო სურათს (ზოგი შეიძლება არც კი გქონდეთ ნანახი).

10. უშველებელი ნიანგი

70e73fe9acfa
სამ კვირიანი ნადირობის შემდეგ 4 სექტემბერს ფილიპინებზე ცოცხლად შეიპყრეს 6,4 მეტრიანი ნიანგი.

9. ზვიგენი ციკლოპი

bf585a9d57b5
ეს გასაოცარი ზვიგენი ივნისში დაიჭირეს მექსიკასთან ახლოს. ბევრმა გამოთქვა ვარაუდი, რომ უბრალო ყალბ ფოტოსთან გვაქვს საქმე, თუმცა მოგვიანებით დამტკიცდა რომ ეს არსება ნამდვილია.

8. ამბორი აურზაურში

e4e54db8a4f5
ეს სურათი კი ალბათ ბევრს გაქვთ ნანახი. ვანკუვერში 15 ივნისს ჰოკეის გუნდმა წააგო და ფანებმა თავისი გულისწყრომა მიტინგით და დემონსტრაციით გამოხატეს, საქმე იქამდე მივიდა რომ პოლიცია ჩაერთო საქმეში და სწორედ ეს მომენტი ჩათვალა წყვილმა შესაფერისად თავიანთი სიყვარულის გამოსახატად.

7. უკანანასკნელი შატლის აფრენა

cb53e8018b2d
2011 წელი იყო დიდი ეპოქის დასასრულიც. დამთავრდა მრავალჯერადი კოსმოსური ხომალდების, შატლების ფრენის ეპოქა, დასრულდა თავისი ტრიუმფებით და შემაძრწუნებელი ტრაგედიებით. ერთი-ორი სიტყვა თვით სურათის შესახებ: ის გადაღებულია არა ნასას , არამედ ერთი უბრალო ბიჭის, რაიან გრაფის მიერ, რომელიც ამ დროს თვითმფრინავში იჯდა და მიეცა შანსი ეს ლამაზი და ისტორიული მომენტი დაეფიქსირებინა.

6. ამერიკის შეიარაღებულ ძალებში ოფიციალურად მოიხსნა “არ შეეკითხო არ უთხრას” პოლიტიკა

43c0e76d26b3
2011 წლის 20 სექტემბრამდე ამერიკის შტატების შეიარაღებულ ძალებში ჰომოსექსუალიზმთან ბრძოლის ერთგვარი პოლიტიკა იყო ჩამოყალიბებული, აქ ჯარისკაცს არც თვითონ უნდა გაემხილა სექსუალური ორიენტაცია და არც სხვისთვის უნდა ეკითხა. ახლა კი ყველაფერი შეიცვალა და მსგავსი ბარიერი აღარ არსებობს, ამ გოგონასაც ბევრი აღარ უფიქრია და ფოტოკამერის წინ დააფიქსირა თავისი პოზიცია.
ამ სურათმა კიდევ ერთი ნამდვილად ისტორიული ფოტო გამახსენა, რომელიც ნიუ იორკშია გადაღებული მეორე მსოფლიო ომის დასრულების შემდეგ.

604ab46a5ba6

აი ასე გადის 66 წელი და… ეჰ რა გოგოები ცდებიან :(

5. გაყინული ტბა

e5ca0a52b3e7
ლამაზი სურათია, ტბა მთლიანადაა გაყინული, ეს შეიძლება უკანასკნელი წელიწადიც იყოს, როდესაც კანადაში ტბა იყინება.

4. დემონსტრაციის დაშლა ამერიკულ უნივერსიტეტში

5fc09d441884
18 ნოემბერი, კალიფორნია, შეხედეთ როგორ უდარდელად და მშვიდად აშხურებს ეს პოლიციელი მშვიდობიან დემონსტრანტებს წიწაკიან აეროზოლს.

3. ეიფელის კოშკს ეცემა მეხი

0c9a812f4df3

2. ბარაკ ობამა ხელს გვიქნევს

0699e71f79cd
სურათი გადაღებულია 20 სექტემბერს, გაეროს სხდომაზე. პრეზიდენტების ჯგუფური ფოტო, ობამა ხელს წევს ზევით და ფარავს მონღოლეთის პრეზიდენტს.

1. ვეშაპი ყლაპავს მყვინთავს

c1de16bc1a72

სათაური უბრალოდ ხუმრობაა, ვეშაპი პლანქტონებით იკვებება და სულ არ აინტერესებს ადამიანი, თუმცა მყვინთავი ძალიან ახლოს იყო და ვეშაპს შეეძლო შეესრუტა კიდეც. ფოტო მექსიკაშია გადაღებული.
სულ ეს იყო, დაველოდოთ 2012 წლის ფოტო კოლაჟს და იმედი ვიქონიოთ რომ რაიმე ამდაგვარს არავინ გადაიღებს.

d48d2aa4f641

პოსტის შექმნაში მონაწილეობას იღებდნენ

yahoo.com

bing.com

radikal.ru

და თქვენი მონა-მორჩილი

მსგავსი ამბები

იხილეთ ასევე
Close
Back to top button