გასართობისაკითხავიუცნაური

თავზე ცხრილი და უცნაური რელიგია


ავსტრიის მოქალაქემ  მიიღო მართვის მოწმობა, რომელშიც ფოტო ცოტა არ იყოს და უცნაურია, დამეთანხმეთ, თავზე სამზარეულოს ცხრილი (ე.წ. დრუშლაკი) ნამდვილად არაა ჩვეულებრივი მოვლენა :)

ნიკო ალმმა განცხადება შეიტანა მართვის მოწმობის ასაღებად სამი-ოთხი წლის წინ, განცხადებას კი თანდართული ჰქონდა არასტანდარტული სურათი.


ავსტრული კანონმდებლობა კრძალავს ოფიციალური დოკუმენტაციისთვის სურათის გადაღებას ნებისმიერი ფორმის ქუდით, თუ სურათზე გამოსახულ ადამიანს არ ავალდებულებს რელიგია ატაროს იგი. ამ მიზეზის გამო ღრმად პატივცემულმა ნიკომ განაცხადა რომ ის აღიარებს პასტაფარიანიზმს. ამ რელიგიის მიმდევრებს სჯერათ მფრინავი მაკარონის მონსტრისა და სამზარეულოს ცხრილი მათი (მიმდევრების) გარეგნობის განუყოფელ ნაწილად ითვლება.

სანამ მისცემდნენნ მართვის მოწმობას, ჩინოვნიკებმა მოთხოვეს ალმს გაევლო სამედიცინო შემოწმება ფსიქოლოგთან, რომელიც დაადასტურებდა რომ პასტაფარიანისტს ჰქონოდა უფლება მჯდარიყო საჭესთან.

“დღეს მე ავიღე მართვის მოწმობა, რომელზეც გარკვევით ჩანს, რომ მასზე აღბეჭდილი ვარ ცხრილით თავზე, რითაც ვამტკიცებ ჩემს ერთგულებას პასტაფარიანული ეკლესიისადმი” განაცხადა ნიკომ თავის ბლოგზე. ახლა კი ის ცდილობს პასტაფარიანიზმი აქციოს ავსტრიის ოფიციალურ რელიგიად.

პასტაფარიანული რელიგია შეიქმნა 2005 წელს ამერიკელი ფიზიკოსის ბობ ჰენდერსონის მიერ, მიზეზი კი გახდა კანზასის შტატის განათლების კომიტეტის გადაწყვეტილების პროტესტი, რომლის მიხედვითაც სკოლებში დარვინის თეორიის ნაცვლად უნდა ისწავლებოდეს “მსოფლიო გონის” კონცეფცია.
დღესდღეისობით ეს რელიგია გავრცელებულია ამერიკელ სტუდენტებში და მას ათასობით მიმდევარი ჰყავს, როგორც ამბობენ ამ რელიგიის საიტზე “ერთადერთი დოგმა მფრინავი მაკარონისებრი მონსტრის მიმდევრებისთვის არის დოგმების უარყოფა”.
ძირითადი არსი პასტაფარიანიზმისა, როგორც სჯერათ და ქადაგებენ მისი მიმდევრები, მდგომარეობს შემდეგში: უხილავმა მაკარონის მსგავსმა მონსტრმა შექმნა სამყარო მას შემდეგ, რაც სპირტიანი სასმელით მაგრად გამოთვრა.
ყოველი პარასკევი პასტაფარიანელებისთვის ითვლება დღესასწაულად, ხოლო პირატებს მოიხსენებენ როგორც “აბსოლუტურ ღვთიურ ქმნილებებს”

თეგები

ლევან მჟავანაძე

ხოო, რაავი რაა.
Back to top button
Close
Close