არქივი

იცოდეთ, თუ რა არის ღორის გრიპი (h1n1)

4f8f000962a7

იცოდეთ, თუ რა არის ღორის გრიპი (h1n1)

5a3381f4679b

რა არის გრიპი A(H1N1)? A(H1N1)

გრიპის ახალი ვირუსია, რომელიც იწვევს ადამიანთა დაავადებას გრიპით. ახალი ვირუსი პირველად დაფიქსირდა აშშ-ში, 2009 წლის აპრილში. ადამიანური შემთხვევები ამჟამად დარეგისტრირებულია მსოფლიოს ბევრ ქვეყანაში. A(H1N1) გრიპის ახალი ვირუსის გადაცემა ადამიანიდან ადამიანზე, სავარაუდოდ, ისევე ხდება, როგორც სეზონური გრიპის ვირუსისა.

რატომ უწოდებენ A(H1N1)-ს ზოგჯერ ღორის გრიპს?

ახლად გამოვლენილ გრიპის ვირუსს თავიდან უწოდებდნენ ე.წ. ,,ღორის გრიპს”, რადგან ლაბორატორიულმა ტესტირებამ აჩვენა ამ ვირუსის გენეტიკური შემადგენლობის მსგავსება იმ გრიპის ვირუსისადმი, რომელიც ჩვეულებრივ ჩრდილო ამერიკაში ღორებში ცირკულირებს. შემდგომი კვლევებით დადგინდა, რომ ეს ახალი ვირუსი მნიშვნელოვნად განსხვავდება ჩრდილო ამერიკაში ღორებში ჩვეულებრივ მოცირკულირე ვირუსისგან. ახალი ვირუსის 2 გენი არის გრიპის ვირუსებიდან, რომელიც ცირკულირებს ღორებში ევროპასა და აზიაში, ხოლო დანარჩენი ფრინველებსა და ადამიანში მოცირკულირე გრიპის ვირუსის გენებია. მეცნიერები ამ ვირუსს ,,ოთხმაგი რეასორტაციის” ვირუსს უწოდებენ.

693143cd6825

არიან თუ არა ღორები ამ ვირუსის მტარებელნი და შეიძლება თუ არა მათგან გადაგვედოს ეს დაავადება?

არ არსებობს მტკიცებულება იმისა, რომ ამჟამად ღორები არიან ინფიცირებულნი ამ ვირუსით, მაგრამ ასევე ცნობილია, რომ ეს არის გრიპის ის ვირუსი, რომელსაც ჩვეულებრივ შეუძლია გრიპის გამოწვევა ღორებში. ჩვეულებრივ პირობებში ამ ვირუსით ადამიანთა დაინფიცირება არ ხდება, თუმცა გრიპის ვირუსი შეიძლება გადაედოს როგორც ღორიდან ადამიანს, ასევე ადამიანიდან ღორს.

არის თუ არა გრიპის ახალი A(H1N1) ვირუსი გადამდები?

დღეისათვის არსებული მონაცემებით, გრიპის ახალი A(H1N1) ვირუსი გადამდებია და ვრცელდება ადამიანიდან ადამიანზე. თუმცა ამჟამად უცნობია რამდენად იოლად ვრცელდება ვირუსი ადამიანებს შორის.

35044a4c9e5f

A(H1N1)-ის სიმპტომები ადამიანებში

A(H1N1) გრიპის ახალი ვირუსის სიმპტომები მსგავსია ჩვეულებრივი ადამიანის გრიპის სიმპტომებისა და მოიცავს შემდეგს: ცხელება, ხველა, ყელის, კუნთებისა და სახსრების, თავის ტკივილი, შემცივნება, საერთო სისუსტე, ზოგჯერ დიარეა და პირღებინება. ისევე, როგორც სეზონური გრიპისას, დაავადებას ხანდახან ახასიათებს მძიმე მიმდინარეობა და გარდაცვალება.

რამდენად მძიმედ მიმდინარეობს A(H1N1)-ით გამოწვეული დაავადება?

ამჟამად არაა ცნობილი, რამდენად მძიმე მიმდინარეობა ექნება დაავადებას მოსახლეობაში. წარმოებს დაავადებულ ადამიანთა ისტორიების შესწავლა, რათა დადგინდეს, როდის არიან ისინი დაინფიცირების, მძიმე მიმდინარეობის ან ჰოსპიტალიზაციის განსაკუთრებული რისკის ქვეშ. სეზონური გრიპის დროს ცნობილია ადამიანთა ჯგუფები, რომლებიც იმყოფებიან განსაკუთრებული რისკის ქვეშ. ესენია: მცირე ასაკის ბავშვები, ორსულები, ქრონიკული დაავადების მქონენი, 65 წლის ასაკის ზევით მყოფი მოსახლეობა. დღეისთვის უცნობია რომელი ჯგუფები იქნება ყველაზე მოწყვლადი ამ ახალი ვირუსისადმი. წარმოებს ლაბორატორიული კვლევები, რათა დადგინდეს, აქვს თუ არა მოსახლეობის რომელიმე ჯგუფს ბუნებრივი იმუნიტეტი ამ ვირუსისადმი.

5650e2a12a6e

როგორ ვრცელდება გრიპი A(H1N1)?

A(H1N1) გრიპის ახალი ვირუსი ვრცელდება ისევე, როგორც სეზონური გრიპის ვირუსი. ამჟამინდელი აფეთქება გამოწვეულია გრიპის ვირუსის ადამიანიდან ადამიანზე გადაცემით. დაავადებული ადამიანის ხველის ან ცემინების დროს დაინფიცირებული წვეთები ხვდება მათ ხელებზე, აგრეთვე სხვადასხვა ზედაპირებზე ან დისპერსირდება ჰაერში 1 მეტრის მანძილზე. ჯანმრთელი ადამიანი შეიძლება დაინფიცირდეს კონტამინირებული ჰაერიდან ან დაინფიცირებულ ხელებთან, ზედაპირებთან შეხებისას, თუ იმავე დაუბანელი ხელით შეეხება საკუთარ თვალებს ან ცხვირ-პირს.

შეიძლება თუ არა ადამიანი დაინფიცირდეს ღორის ხორცის დამუშავების ან საკვებად გამოყენების დროს?

არა. ვირუსის გადაცემა ამ გზით არ ხდება. თქვენ ვერ დაინფიცირდებით ამ გზით. სათანადოდ დამუშავებული ღორის ხორცი და მისი პროდუქტები აბსოლუტურად უსაფრთხოა.

არის თუ არა საშიში სასმელი წყალი?

ონკანის წყალი, რომელიც სათანადო დამუშავებას გადის, არ განიხილება, როგორც ამ დაავადების გადამტანი. ადამიანის დაავადება დაბინძურებული წყლის გამოყენების გამო არაა ცნობილი.

5d1239fecbd0

შეიძლება თუ არა დაავადების გავრცელება სარეკრეაციო წყლებით, აკვა პარკებით, შადრევნებით, საცურაო აუზებით და სხვ.

არა. წყალი, რომელიც გადის სათანადო დამუშავებას, არ განიხილება როგორც დაავადების გავრცელების რისკის შემცველი.

როგორ დავიცვათ გრიპისგან თავი?

დაავადების თავიდან ასაცილებლად საჭიროა გატარდეს გრიპის პრევენციის ზოგადი ღონისძიებები: მოერიდეთ კონტაქტს იმ ადამიანებთან, რომლებიც თავს შეუძლოდ გრძნობენ, აღენიშნებათ ცხელება და ხველა; ეცადეთ არ შეეხოთ იმ ზედაპირებს, რომლებიც შეიძლება იყოს დაბინძურებული გრიპის ვირუსით. მოერიდეთ დაავადებულებთან კონტაქტს; ხშირად და საფუძვლიანად დაიბანეთ ხელები საპნითა და წყლით; ეცადეთ იცხოვროთ ჯანსაღი ცხოვრების წესით, ეცადეთ იყოთ კარგ ფიზიკურ ფორმაში. კარგად გამოიძინეთ, იყავით ფიზიკურად აქტიურნი. თავი აარიდეთ სტრესებს, მიიღეთ საკმარისი რაოდენობით სითხე და სასარგებლო საკვები.

არსებობს თუ არა ახალი ვირუსით გამოწვეული ინფექციის სამკურნალო საშუალებები?

მძიმე შემთხვევებში რეკომენდებულია მკურნალობისთვის გამოყენებული იქნას ოსელტამივირი ან ზანამივირი. ეს პრეპარატები ამცირებენ ორგანიზმში ვირუსის გამრავლებას. თუ ავად ხართ, ანტივირუსულმა პრეპარატებმა შეიძლება შეამცირონ დაავადების სიმპტომების გამოხატულება ან დააჩქარონ გამოჯანმრთელება. ასევე შეიძლება თავიდან აგაცილოთ დაავადების შემდგომი სერიოზული გართულებები. ამჟამინდელი აფეთქების შემთხვევაში ანტივურუსული პრეპარატების გამოყენების პრიორიტეტია მძიმედ მიმდინარე შემთხვევების მკურნალობა.

რამდენი ხანია დაავადებული ადამიანი გადამდები?

დღეისათვის არსებული ინფორმაციით, იმდენივე ხანს, როგორც სეზონური გრიპის დროს. სეზონური გრიპის დროს ადამიანი გადამდებია სიმპტომების გამოვლენამდე 1 და გამოვლენის შემდეგ 7 დღე. პატარა ბავშვები გადამდები არიან უფრო ხანგრძლივად.

რომელი ზედაპირები განიხილება როგორც დაინფიცირების ყველაზე მაღალი რისკის მატარებლები?

გამომწვევი შეიძლება გავრცელდეს, თუ ადამიანი ხელით შეეხება გამომწვევებით დაბინძურებულ ზედაპირს და შემდეგ იმავე, დაუბანელი ხელით საკუთარი თვალის, ცხვირისა და პირის მიდამოს. დაავადებულის ხველისა და ცემინებისას გამოტყორცნილი წვეთებით ხდება გამომწვევის გავრცელება ჰაერში 1 მეტრის მანძილზე, რაც ჯანმრთელთა დაავადების მიზეზი ხდება.

როგორ დავიცვათ თავი დაავადებისგან?

A(H1N1) ახალი გრიპის ვირუსის საწინააღმდეგო ვაქცინა არ არსებობს. ამიტომ ჯანმრთელობის დაცვისათვის უნდა გამოიყენოთ თავდაცვის სხვა საშუალებები: ხველების და ცემინების დროს მიიფარეთ ცხვირსახოცი. გამოყენების შემდეგ ცხვირსახოცი გადააგდეთ; რაც შეიძლება ხშირად დაიბანეთ ხელები წყლითა და საპნით, განსაკუთრებით ხველისა და ცემინების შემდეგ. ეფექტურია ალკოჰოლის შემცველი ხელსაწმენდების გამოყენება; არ შეეხოთ ხელებით თვალებს, პირს, ცხვირს. გამომწვევი შეიძლება ასე გავრცელდეს; მოერიდეთ დაავადებულ ადამიანთან ახლო კონტაქტს; დარჩით სახლში სიმპტომების გამოვლენიდან 7 დღის განმავლობაში ან სიმპტომების გაქრობიდან 24 საათის ან უფრო მეტი დროის განმავლობაში. ეს დაიცავს სხვა ადამიანებს დაავადებისგან და შეზღუდავს ვირუსის შემდგომ გავრცელებას.

9489b24769c8

სხვა მნიშნელოვანი ქმედებები, რომლებიც შეიძლება თქვენ განახორციელოთ:

მისდიეთ საზოგადოებრივი ჯანმრთელობის ორგანოთა რეკომენდაციებს შეზღუდვის ღონისძიებებთან დაკავშირებით, როგორიცაა საზოგადოებრივი დისტანცირების ღონისძიებები და სხვა.

რამდენ ხანს ძლებს ახალი გრიპის A(H1N1) გამომწვევი ზედაპირებზე?

როგორც კვლევებით დადგინდა, ადამიანის დაავადების უნარს ზედაპირებზე მოხვედრილი გამომწვევი ინარჩუნებს 2-8 საათის განმავლობაში.

როგორ დავიბანოთ კარგად ხელები?

საჭიროა ხელების გასაპვნა და წყლით ჩამობანა; სასურველია ერთჯერადი ქაღალდის ხელსახოცის ხმარება, ხოლო მისი არქონის შემთხვევაში _ ინდივიდუალური სუფთა ნაჭრების გამოყენება, ყოველი გამოყენების შემდეგ ნაჭრის ხელსახოცი თავსდება სპეციალურად გამოყოფილ კონტეინერში ან ერთჯერადი გამოყენების ცელოფნის პარკში, რომელიც ავსების შემდეგ ექვემდებარება განადგურებას; ხელების დასაბანად უმჯობესია თხევადი საპნის გამოყენება; სასურველია ხელის სპირტისშემცველი ანტისეპტიკური საშუალებების გამოყენება.

რა კლავს ახალი გრიპის A(H1N1) გამომწვევს?

ვირუსი ინაქტივირდება მაღალი ტემპერატურის – 70 გრადუსი ჩ ზემოქმედებით; ქიმიური ნივთიერებებიდან ვირუსის გამანადგურებელი თვისებებით გამოირჩევა ქლორი, ჰიდროგენპეროქსიდი, დეტერგენტები ანუ ანტისეპტიური საპონი და სარეცხი საშუალებები, იოდიფორი, სპირტის შემცველი ანტისეპტიური საშუალებები.

910d2e8ff1a4

როგორ უნდა მოიქცეთ, თუ ავად ხართ?

თუ გაქვთ გრიპისმაგვარი დაავადების სიმპტომები, ანუ მაღალი ტემპერატურა, ხველა, მტვრევის შეგრძნება სხეულში, ყელის ტკივილი, გულისრევა, პირღებინება ან დიარეა, დაუკავშირდით თქვენს ექიმს ან სამედიცინო მომსახურების მიმწოდებელს და აცნობეთ, რა სიმპტომები გაქვთ. აუხსენით, რატომ გგონიათ, რომ გაქვთ გრიპი A(H1N1) (მაგალითად, ახლახან იმოგზაურეთ ისეთ ქვეყანაში, სადაც ადამიანებში აღინიშნება ამ დაავადების შემთხვევები), გაითვალისწინეთ ის რჩევები, რომლებსაც მიიღებთ. თუ ვერ ახერხებთ დაკავშირებას სამედიცინო მომსახურების მიმწოდებელთან, საავადმყოფოში მისვლისთანავე აცნობეთ, რომ თქვენ ინფექციის შესახებ გაქვთ ეჭვი; მგზავრობის დროს პირზე და ცხვირზე აიფარეთ ნიღაბი.

ბავშვებში გადაუდებელი სამედიცინო დახმარების საგანგაშო სიმპტომებია:

გახშირებული ან გართულებული სუნთქვა; კანის სილურჯე; სითხის სმის შემცირება; მივარდნილობა, არაკონტაქტურობა; გაღიზიანებადობა; გრიპისმაგვარი სიმპტომების გაუმჯობესების მიუხედავად, მაღალი სიცხე და ხველა; ცხელება და გამონაყარი.

მოზარდებში გადაუდებელი სამედიცინო დახმარების საგანგაშო სიმპტომებია:

გახშირებული ან გართულებული სუნთქვა; ტკივილის ან სიმძიმის შეგრძნება გულმკერდის ან მუცლის არეში; უეცარი თავბრუსხვევა; მოუსვენრობა, შფოთვა; მძიმე ან შეუჩერებელი პირღებინება.

როგორ მოვუაროთ ავადმყოფს სახლის პირობებში?

ავადმყოფი უნდა იყოს განცალკევებით ოჯახის სხვა წევრებისგან, სულ მცირე 1 მეტრის მოშორებით; ავადმყოფის მოვლის დროს ცხვირზე და პირზე აიფარეთ ნიღაბი. ამ მიზნით შეგიძლიათ გამოიყენოთ როგორც კომერციული, ასევე ის ნიღაბი, რომელსაც თავად გააკეთებთ ხელმისაწვდომი ქსოვილისგან, მაგ. ოთხფენოვანი დოლბანდისგან. გამოყენების შემდეგ ნიღბები უნდა გადაიყაროს ან სათანადოდ გასუფთავდეს (გაირეცხოს, გაუთოვდეს); ავადმყოფთან ყოველი კონტაქტის შემდეგ კარგად დაიბანეთ ხელები საპნითა და წყლით; ხშირად გაანიავეთ ის ოთახი, სადაც წევს ავადმყოფი; გამოიყენეთ საოჯახო დეზინფექტანტიანი გამწმენდი საშუალებები, რათა თქვენს ირგვლივ არსებული გარემო სუფთა იყოს.

წყარო : www.polity.ge

მსგავსი ამბები

Back to top button