არქივი

“ფუკუშიმა 50”

ucnauri.com

ყველას კარგად გვახსოვს 2011წელს იაპონიაში განვითარებული საზარელი მოვლენები, რომელმაც შეძრა თითოული ჩვენგანი და მთელი მსოფლიო დიდი საფრთხის წინაშე დააყენა. ეს ყველაფერი გავდა იაპონიისა და ბუნების შემზარავ ომს, სადაც გამარჯვებული ჯერ არ გამოვლენილა. როგორც ყველა ომს, ამ ბრძოლასაც ყავდა თავისი გმირები, ოღონდ არამხოლოდ იაპონიის, არამედ მთელი მსოფლიოს გმირები.

მიწისძვრებმა, ცუნამმა, წყალდიდობამ და სხვა სტიქიურმა მოვლენებმა იაპონიას წელს 350 მილიარდიანი ზარალი მიაყენა, თუმცა ფულს და ეკონომიკას ვინ ჩივის, ყველაზე შემზარავი რაც გაზაფხულზე განვითარებულ მოვლენებს მოჰყვა, “ფუკუშიმას” მოსალოდნელი აფეთქება იყო. მსოფლიოში ერთ-ერთი ყველაზე დიდი ატომურ-ელექტრო სადგური შეიძლებოდა კაცობრიობის აღსასრულის მთავარი მიზეზი გამხდარიყო. პრინციპში, აფეთქებამდე აღარაფერი აკლდა და რადიაციის გამოსხივებაც დაწყებული ჰქონდა. (მომიტევეთ თუ ფიზიკურ-ქიმიურ ტერმონოლოგიას ცოტატი დავამახინჯებ). ერთი შეხედვით საშველი აღარ არსებობდა, ყველა ახალი ჩერნობილის მოლოდინში იყო, მაგრამ გამოჩნდა 200კაციანი ჯგუფი, რომელმაც ითავა ფუკუშიმას გაუვნებელყოფის მისია. მათ პირობითად “ფუკუშიმა 50” უწოდეს, რადგან ერთმანეთს პერიოდულად 50 კაცი ეცვლებოდა, სიმბოლურად კი “50 კამიკაძე”.

ჯგუფის წევრები ჩვეულებრივი ადამიანები იყვნენ, თითოეულ მათგანს ჰყავდა ოჯახი, უმეტესობას შვილი, ზოგიერთს მცირეწლოვანიც კი, ყველას ჰქონდა საკუთარი სახლი, სამსახური, ოცნებები, გეგმები… თითოეული მათგანი ოცნებობდა ეცოცხლა კიდევ დიდხანს, გაეგრძელებინა საყვარელი საქმე და ოჯახთან ერთად დამტკბარიყო ცხოვრებით. ჯგუფის წევრებმა იცოდნენ, რომ ვეღარასდროს დაბრუნდებოდნენ უკან, ვეღარ მოეფერებოდნენ შვილებსა და მეუღლეებს, ვეღარ გაატარებდნენ დროს მეგობრებთან, მათ არჩევანის საშუალება ჰქონდათ, მათ შეეძლოთ აერჩიათ ის, რასაც თითოეული ჩვენგანი აირჩევდა, მაგრამ არა! მიუხედავად იმისა, რომ იმ დროს უდიდეს ატომურ-ელექტრო სადგურში არც გათბობა და არც სინათლე იყო, ისინი მაინც შევიდნენ “ფუკუშიმაში”, მოიმარჯვეს წყლის ჭავლი, ფარანი და შუდგნენ კაცობრიობის გადარჩენისთვის საჭირო მისიას.

ყველამ იცოდა, რომ მათი გადარჩენის შანსი არ არსებობდა. რადიაციის დონე ძალიან მაღალი იყო. შეუიარაღებელი ადამიანი თხუთმეტ წუთზე მეტს ვერ გაძლებდა, მაგრამ გმირების ოჯახის წევრები იმედს არ კარგავდნენ, მათი უმეტესობა ბლოგებზე, სოციალურ ქსელებში პოსტავდა და თავიანთი მშობლების, მეუღლეების მდგომარეობას ამცნობდა საზოგადოებას. ასევე მრავლად იყო ტრაგიკული სტატუსები, წერილები,თხოვნები.

მსოფლიოს მაშტაბით უამრავი ადამიანი გამოეხმაურა მათ გმირობას. მაგ: “ფუკუშიმას” დირექტორმა შემდეგი განცხადება გააკეთა: “მათ ეკუთვნით ყველაფერი რაც კი მსოფლიოს გადარჩენას შეესაბამება – მსოფლიო ნობელის პრემია!”

როგორც ამერიკული ჟურნალი Financial Times-ი გვამცნობს, ამ ადამიანებისთვის იაპონიის პრემიერ მინისტრს, ნაოტა კან-ს უთქვამს : “თქვენ ხართ უკანასკნელი იმედი ჩვენი ქვეყნისა და მსოფლიოსი. მხოლოდ თქვენ შეგიძლიათ ამის გაკეთება.” და მათ ეს შეძლეს.

ამ დიდსულოვან ადამიანებს “ფუკუშიმას გმირები” ეწოდათ და ისინი ისტორიას დაამახსოვრდება, როგორც “ადამიანები, რომლებას სიკვდილის არ ეშინიათ”, “მამაცი გულები”. მთელი მსოფლიო “ფუკუშიმას გმირების” მადლიერია, რადგან მათ იზრუნეს თითოეული ჩვენგანის სიცოცხლეზე, მათ გადაარჩინეს ჩვენი მომავალი, საკუთარი სიცოცხლის ფასად შეგვინარჩუნეს ოცნების, სიყვარულის, სიცოცხლის უფლება. მათი ღვაწლი კაცობრიობის წინაშე ფასდაუდებელია, ისინი იმსახურებენ პატივისცემას, მათი სახელები არ უნდა იქნეს დავიწყებული.

Dima Sanaia | Create your badge
100000521986166.2319.1149767336

მსგავსი ამბები

Back to top button