გასართობისაკითხავისასარგებლო

საინტერესო ფაქტები II

შოტლანდიელი ფიზიკოსი რობერტ უოტსონ უოტი პოლიციელებმა გააჩერეს სიჩქარის გადაჭარბების გამო, ჯარიმის გამოწერის შემდეგ უკმაყოფილო ფიზიკოსმა თქვა- “ეს რომ მცოდნოდა რას გააკეთებდნენ ამისაგან, არასოდეს გამოვიგონებდი რადარს”

ჩინეთში მოქმედებს კანონი, რომლის თანახმადაც, ოჯახს ააქვს უფლება ყავდეს მხოლოდ ერთი შვილი. ამ პოლიტიკამ მართლაც გამოიწვია შობადობის შემცირება, მაგრამ წამოჭრა მეორე პრობლემა. მოგეხსენებათ აზიაში ბიჭ შვილს მეტად აფასებენ, ამის გამო სქესის წინასწარი დადგენით, ქალების უმეტესობა აჩენს ბიჭებს და ცოტა ხანში ჩინეთს ექნება ბევრი ახალგაზრდა მამაკაცების დაოჯახების პრობლემა, ანუ გოგოების სიმცირის გამო, ბიჭები უბრალოდ ვერ ნახავერ თავიანთ მეწყვილეს.

ვატიკანმა მხოლოდ 1992 წელს აღიარა, რომ დედამიწა ბრუნავს მზის გარშემო.

ამერიკული დოლარების კუპიურების უმრავლესობაზე აღმოჩნდა კოკაინის კვალი.

ადამიანის თმის საფარის მხოლოდ 2 პროცენტი, მოდის თავზე.

მაშინ , როცა ჩარლი ჩაპლინი თავისი პოპულარულობის ზენიტში იყო, ამერიკის ბევრ ქალაქში ტარდებოდა “ჩაპლინიადა”- ჩარლი ჩაპლინზე საუკეთესო მიბაძვის კონკურსი. ერთხელ ასეთ კონკურსში, სან-ფრანცისკოში ჩარლიმაც მიიღო მონაწილეობა, ინკოგნიტოდ, ისე რომ ვერავინ იცნო – და იცით რა მოხდა… ჩარლიმ ვერ გაიმარჯვა.

კალიფორნიის ქალაქ ლივერმოლში, ერთერთ სახანძრო განყოფილებაში 1901 წლიდან კიდია 4 ვატი სიმძლავრის ნათურა, რომელიც მუდმივად ჩართულია,ამ ხნის განმავლობაში ის მხოლოდ რამდენჯერმე გამოირთო, ელექტრონერგიის საერთო გათიშვისას და ორჯერ სხვა ადგილზე გადასვლის დროს .

წვიმის წვეთებს არ ააქვს ისეთი “კლასიკური” ფორმა, როგორიც ჩვენ წარმოგვიდგენია ხოლმე, ანუ ზევით წაწვეტებული. ის უბრალოდ მრგვალია.

ძველ საბერძნეთში მეძავეებს ფეხზე ეცვათ ისეთი სანდლები , რომლებიც სიარულისას ტოვებდნენ კვალს, წარწერით – “მომყევი”.

 

თეგები

მსგავსი ამბები

Back to top button
Close
Close