საკითხავისასარგებლოსაქართველო

მესტუმრე ჯიქური


ამ პოსტში მინდა მოგითხროთ საქართველოს ისტორიის ნაკლებად ცნობილ და ტრაგიკულ ფიგურაზე, რომელმაც თავისი მოღვაწეობის მეტად მცირე პერიოდში იმდროინდელ ქართველებს (უფრო მეტად თბილისელებს) დიდად დაამახსოვრა თავი კეთილი საქმით. მესტუმრე ჯიქურის მოღვაწეობა მიუკუთვნება XIII საუკუნეს, ორმეფობის პერიოდს საქართველოში.

ორმეფობის პერიოდში, როგორც ვიცით საქართველო მონღოლებს ემორჩილებოდა. დავით ნარინის აჯანყებისა და მისი დასავლეთ საქართველოში გადასვლის შემდეგ მონღოლთა მფლობელობაში დარჩა აღმოსავლეთ საქართველო სომხური მიწებითურთ და სამცხე. დავით ულუ იძულებული იყო დიდი დრო მონღოლთა ლაშქრობებში გაეტარებინა. საქართველოში თავისი არ ყოფნის დროს იგი ქვეყნის განმგებლად ტოვებდა დედოფალ ჯიგდა-ხათუნს (წარმოშობით მონღოლი), რომელსაც საქართველოში თამარ-ხათუნი შეარქვეს. დედოფლის დიდი გავლენას დავით ულუზე მოწმობს ის ფაქტი, რომ მართალია ჯიგდა-ხათუნს შვილი არ შესძენია და ამის გამო დავით ულუმ, მონღოლური წესის ხასად მოიყვანა ოსი უფლისწული ალთუნი, რომლისგანაც მას ვაჟიშვილი გიორგი და ქალიშვილი თამარი შეეძინა, მაგრამ ჯიგდა-ხათუნი დედოფლად მაინც რჩებოდა და დავითმა ისევ თავისი შვილების დედა ალთუნი გაუშვა. დავითმა მხოლოდ ჯიგდა-ხათუნის გარდაცვალების შემდეგ შეირთო სხა ცოლი. ალბათ მონღოლთა მოთხოვნით იყო, რომ საქართველოში არ ყოფნის დროს დავითი ჯიგდა-ხათუნს ტოვებდა ქვეყნის განმგებლად. მონღოლი ქალი, რა თქმა უნდა ნაკლებად ერკვეოდა საქართველოს რთულ საშინაო საქმეებში, ამიტომაც ისიც ვინმე სხვას, მისი ნდობით აღჭურვილ პირს უნდა დაყრდნობოდა. ასეთი იყო მესტმრე ჯიქური, ომელიც დედოფლის სახელით ფაქტობრივად შეუზღუდავად განაგებდა ქვეყანას.

 


   საქართველო მონღოლთა შემოსევების შემდეგ

 

 

ქართული სახელმწიფო სამართლის მიხედვით, მეფის უშუალო თანაშემწე და “ვაზირთა ყოველთა უპირველესი” მწიგნობართუხუცესი იყო, მაგრამ მონღოლთა ბატონობის პირობებში ეს წესი,ისე როგორც მთლიანად ქართული მართველობის სისტემა, დარღვეულია და ქვეყნის განმგებლობა სრულიად შემთხვევით პირს ჩავარდნია ხელში. მესტუმრეობა აქამდე უმნიშვნელო თანამდებობა იყო. იგი მანდატურთუხუცესის მეორეხარისხოვანი ხელქვეითი მოხელე იყო და მისი ასეთი მაღალ მდგომარეობაში მოხვედრა მხოლოდ დედოფლის ნებით იყო განპირობებული. ჯიქური მარჯვე და ენერგიული პიროვნრბა იყო. მან მკაცრი ზომებით შეძლო ქვეყანაში ქურდობა-ავაზკობის ალაგმვა და წესრიგის დამყარება, ცდილობდა საქვეყნოდ გამრიგე მოხელეებიც სათანადო მორჩილებაში ჰყოლოდა. მას ამ გაჭირვებულ პირობებში მოუხერხებია მნიშვნელოვანი მშენებლობის წარმოება. იგი გარკვეულ მზრუნველობას იჩენდა ღარიბ-ღატაკებზე და ქვრივ-ობლებზე.
მესტუმრე ჯიქურის ასეთი აღზევება არაფრად მოსწონდათ ქართველ დიდებულებს. 1251 წელს დედოფალი ჯიგდა-ხათუნი გარდაიცვალა და დავით ულუმ სხვა ცოლი, ავაგ ათაბაგის ქვრივი, რაჭის ერისთავის კხაბერის ძის ასული გვანცა შეირთო. ყოვლისშემძლე მფარველის გარეშე დარჩენილი ჯიქურის თავიდან მოშორება დიდგვარიანებმა ადვილად შესძლეს. მათ ცილი დასწამეს მას, თითქოს იგი საიდუმლოდ ცნობებს აწოდებდა მონღოლებს საქართველოს მეფის სიმდიდრის შესახებ და დავით ულიმაც გამოძიების გარეშე გასცა ჯიქურის მეტეხის სასახლის მაღალი კედლიდან მტკვარში გადაეგდოთ.

 

 


   დაახლოებით ამ ადგილებში გამორიყა მტკვარმა მესტუმრე ჯიქურის გვამი

 

მეორე დღეს თბილისის მცხოვრებლებმა მტკვრის პირას, რიყეზე იხილეს ერთ დროს ყოვლისშემძლებელი მესტუმრე ჯიქურის გამორიყული გვამი. მას მემკვიდრე და პატრონი არ დარჩენია, ამიტომ თბილისის ღარიბ-ღატაკებს მეფისგან გამოითხოვეს ნებართვა, რომ იგი დაესაფლავებინათ. როგორც ჩანს, ამ უკანასკნელებს არ დავიწყებიათ ის მზრუნველობა, რასაც მესტუმრე ჯიქური მათ მიმართ იჩენდა თავისი ხანმოკლე მოღვაწოების პერიოდში.

თეგები

მსგავსი ამბები

Close
Close