უცნაური

ეშმაკით შეპყრობილი ელიზა

c2da9cf29527

ამ ისტორიის წკითხვისას ელიზას ადგილას ჩემი თავი წარმოვიდგინე, მეც იგივე თემები მიტაცებს, რაც ერთ დროს ელიზას.

ელიზაც ერთი ჩვეულებრივი გოგონა იყო, ჰქონდა ბევრი თოჯინა, სამკაულები და ერთი ლეკვი. ელიზას ბავშვობიდან იტაცებდა საშიში ადგილები და სულებთან კონტაქტი. ბავშვობაში თოჯინებს, რომ ელაპარაკებოდა დედა მას გამუდმებით ეკითხებოდა თუ რატომ იქცეოდა ასე, ელიზა უმტკიცებდა, რომ თოჯინებში ადამიანები ცხოვრობდნენ და მათ ესაუბრებოდა. თანატოლებისგან მუდამ გამოირჩეოდა, არ დადიოდა ეზოში სათამაშოდ, არ უყვარდა სულელური თამაშები. მოკლედე ელიზა არ იყო ორდინალური გოგონა, მას სულ სხვა მისწრაფებები ჰქონდა და ბოლოს ამ მისწრაფებებმა იმსხვერპლა, ეს შეიძლება ერთ-ერთ თქვენგანსაც დაემართოს. ჰო, აი მაგალითან შენ მკითხველო! აქ თუ შემოხვედი ესეიგი მაგიური და მისტიკური თემები უნდა გაინტერესებდეს, გაიღებ ყველაფერ იმისთვის, რომ გააღო საიდუმლო კარიბჭე? შენც გსურს ზებუნებრივი ძალების მიღება? ესე იგი შესაძლოა შენც ელიზას ბედს ეწიო, აგრეთვე მეც!

უცნაური მოვლენები ელიზას სხეულში 21 წლის ასაკიდან დაიწყო. ზამთრის უსულგულო სუსხი ყველაფერს ყინავდა, გარეთ ვერცერთ სულიერს ვერ ნახავდით, ზამთრის ერთ ჩვეულებრივ ღამეს წყნარ ქალაქში ეკლესიასთან მყოფი სახლიდან სასტიკი კივილის ხმა გაიმა.. ღმერთი ჩემო, აქ ხომ ელიზა ცხოვრობდა! მშობლები მაშინვე ავიდნენ ელიზას ოთაში და კითხეს რა დაემართა. ელიზა დაახლოებით ნახევარი საათი უცნაურ ბგერებს წარმოთქვამდა, შეშინებულმა მშობლებმა მამაოს დაუძახეს, როგორც კი მამაომ, ელიზას ჯვარი შეახო თავზე მაშინვე შეწყვიტა ელიზამ ბოდვა.

დიდი ხანი ელიზაზე არავის არაფერი სმენია, ის მუდამ თავის ოთახში იყო შეკეტილი და რაღაც რიტუალებს ატარებდა. – ვინც ტკივილი მომაყენა, ვინც დამიშავა, ვინც კი გულში წყენა დამიტოვა… დაისაჯოს, დაისაჯოს როგორც საჭიროა! – ყოველდღე ასეთი სიტყვები ესმოდათ ელიზას მშობლებს. შეშინებულმა მშობლებმა მამაო მიიწვიეს ვახშამზე და ყველაფერი მოახსენეს, მამაომ ისიც გაარკვია, რომ ელიზა შავი მაგიით იყო დაკავებული და სწორედ ამიტომ, მან სული მიჰყიდა სატანას!

‘მასში ლეგიონია, ეს სრული სიმართლეა’ – ამბობდა განრისხებული მამაო.

-‘მაშ როგორ მოვიქცეთ მამაო?” – ეკითხებოდნენ მშობლები. მამაომ გადაწყვიტა ელიზას ოთახში სესულიყო და ლოცვების დახმარებით, მისი სული გაენთავისუფლებინა. განაწყენებული ელიზა, უმოწყალოდ ესროდა ნივთებს მამაოს.

‘მომისმინე ელიზა, შენში ბოროტია ჩასახლებული, უნდა დაგეხმარო’ – უხსნიდა მამაო.

– ‘არა შენ მე ვერ დამაჩოქებ, მე აქედან არსად წავალ, ეს ჩემი სახლია…’- ბოზი ზმით ამბობდა ელიზა. როგორც იქნა ელიზა დააბეს. მაშინვე ამოიღო მამაომ ლოცვების წიგნი ჯიბიდან და დაჩოქილმა ლოცვა დაიწყო. იმ ლოცვას რასაც მამაო ამბობდა, პარალელურად ოღონდ უკუღმა იმეორებდა ელიზაც.

ამ რიტუალის შემდეგ მამაომ თქვა, რომ ელიზა დემონისგან გაანთავისუფლა და შინ დაბრუნდა. 6 დღის შემდეგ მამაო საკურთხეველში ჩამოხრჩობილი იპოვეს. მოსახლეობამ ეს ყველაფერი ელიზას გადააბრალა და ქალაქისთვის საშიშად გამოაცხადეს. ელიზა დაამწყვდიეს ქალაქის ციხეში. მთელი ღამეები პატიმრებს არ ეზჳნათ, ამბობდნენ, რომ ღამე საშინელი კოშმარები ესიზმრებოდათ, აგრეთვა მთელი ღამე კვნესის ხმები ჩაესმოდათ. მოსახლეობამ წერილი მისწერა რომის პაპს, ისინი ითხოვდნენ, რომ ქალაიქში მღვდელი გამოეგზავნათ, რომელიც 21 წლის ახალგაზრდას იხსნიდა დემონის კლანჭებიდან. რომის პაპმა მალევე დაუკმაყოფილა მოთხოვნა ქალაქს და მღვდელი გააგზავნა. მამა ჩარლზს უამრავი შეპყრობილი უხსნის სასტიკი ეშმაკისაგან. როდესაც მამა ჩარლზი ელიზას საკანში შეუშვეს მან მოითხოვა, რომ ნაკურთხი წყალი დაეტოვებინათ და საკანს მოშორებოდნენ. ელიზა სასოწარკვეთილი ხმით კიოდა, კივილი ღრიალში გადადიოდა და შემდეგ ისევ კივილში. -‘იესო მომეცი ძალა!’ – თქვა ჩარლზმა და აიღო ჯვარცმა, მიიტანა ელიზასთან შუბლზე დაადო და ბოხი ხმით დაიწყო ლოცვა. ელიზა ღრიალებდა! შველას ითხოვდა, ხმას იცვლიდა. ხან ძაღლივით წკმუტუნებდა, ხან კატასავით კნაოდა, ხან ბავშვივით ტიროდა, ხან არაადამინურად კიოდა!… ბევრმა ვერ გაუძლო ამ სანახაობას და გული წაუვიდათ. ‘შემეშვი და ძალაუფლებას მოგცემ, შემეშვი და ერთად ბევრს შევძლებთ’ – ღრიალით მიმართავდა ჩარლზს ელიზა. როცა მსგავსი ტრიუკებით ვერ დაიყოლია, ყველაფერი გაიხადა და თავისი სხეული შესთავაზა, ყველამ კარგად დაინახა როგორ შემოახია ანაფორა მამაოს, მაგრამ ჩარლზი არ წყვეტდა! ის კვლავ განაგრძობდა ლოცვას.

‘არა… გთხოვ, დამტოვე სახლში!’ – ყვიროდა ელიზა გამწარებული ხმით, მაგრამ ამავე დროს “მეორე” ელიზა სულ სხვა რამეს ითხოვდა, ‘მიშველეთ, დამეხმარეთ, გთხოვთ, შეისმინეთ ჩემი თხოვნა!’ – ბოლოს სატანა დანებდა… მან მიატოვა ელიზას სული, მაგრამ ეს უბრალოდ არ მომხდარა, მან დიდი კვალი დატოვა! ‘გიბრძანებ ქრისტეს სახელით, განვედ სატანავ, დატოვე ელიზას სული, ამინ! – თქვა ჩარლზმა და ამ დროს გაისმა ღრიალის ხმა, ასეთი ხმა არასდროს, არავის, არსად არ სმენია! ეს რაღაც არაადამიანური ხმა იყო, ეს ხმა მთელმა ქალაქმა გაიგო. ‘მე ისევ დავბრუნდები… არ გეგონოთ, რომ სამუდამოდ გტოვებთ!…’ – ასეთი ხმით დატოვა სული სატანამ! ამავე დროს ფანჯრიდან გადმოფრინდა შავი მამალი და დააფრინდა ელიზას.

ამ დღემ შეცვალა ქალაქის ცხოვრება, ელიზა ცნობილი წინასწარმეტყველი გახდა, ის გრძნობდა მოსალოდნელ საფრთხეს. ეშმაკით შეპყრობილი ელიზა გადაიქცა, კეთილ და ყოვლისმცოდნე ქალად!

ასე დამთავრდა  შეპყრობილი ელიზას ისტორია.

 

წყარო : vichoraot.wordpress.com

Lucifer

.................................

მსგავსი ამბები

Back to top button